20/01/2014
დაგეგმილი საქველმოქმედო ღონისძიება , რომელიც აქციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა, გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზების გამო გადაიდო და ჩატარდა 2014 წლი 16 იანვარს, ამბროლაურის კულტურის სახლში. კონცერტმა წარმატებით ჩაიარა, მასში მონაწილეობდნენ ბენდი "Art New Life", მასთან არსებული ხალხური და საესტრადო ჯგუფები, ამბროლაურის სამუსიკო სკოლის საესტრადო და ქორეოგრაფიული განყოფილების მოსწავლეები, ასევე რაიონის საჯარო სკოლებში მოქმედი შემოქმედებითი ჯგუფების წევრები.
კონცერტზე მოწვეულნი იყვნენ და ესწრებოდნენ პრეზიდენტის რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯრდომარე და დასახელებული ორგანოებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლები და ხელმძღვანელები.
შეგროვილი თანხით შეძენილი საჩუქრები კონცერტს მსვლელობისას საზეიმო ვითარებაში გადაეცა 30 უნარშეზღუდულ, უდედმამო და საციალურად დაუცველ ბავშვს, რომელთა შორისაც იყვნენ ამბროლაურის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მოსწავლეებიც.
კონცერტის დღეს შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება უნარშეზღუდული ლუკა გიგაურის ანგარიშზე.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თანადგომისა და დახმარებისთვის!