ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Ambrolauri
  • ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი

ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი, Education, Vano Kobakhidze, Ambrolauri.

📚🏛 სასწავლო წრეებზე რეგისტრაცია იწყება!📝 განცხადებების მიღება: 15 სექტემბრიდან📚 სასწავლო პროცესი დაიწყება: 1 ოქტომბრიდან...
14/09/2026

📚🏛 სასწავლო წრეებზე რეგისტრაცია იწყება!

📝 განცხადებების მიღება: 15 სექტემბრიდან
📚 სასწავლო პროცესი დაიწყება: 1 ოქტომბრიდან

📍 მისამართი: ამბროლაური, ვანო კობახიძის N7

11/09/2026

📚✨ ახალი სასწავლო წელი — ახალ გარემოში!

🇬🇪 პროექტი „რა სამშობლო მქონია!“ გრძელდება! 🗻✨📚 პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი — ფ. ცხვედიანიამბროლაურის მოსწავლე-ახალგ...
09/09/2026

🇬🇪 პროექტი „რა სამშობლო მქონია!“ გრძელდება! 🗻✨

📚 პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი — ფ. ცხვედიანი

ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის შემეცნებითი ჯგუფის წევრებმა 4-6 სექტემბერს ჯავახეთში იმოგზაურეს და სამი დღის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა მოინახულეს. 🎒

მოგზაურობის ფარგლებში ახალგაზრდებმა ნახეს:

📍 სოფელი სარო — ციკლოპური ციხესიმაგრე და მთავარანგელოზთა ეკლესია;
📍 სოფელი ხიზაბავრა — იესოს უწმინდესი გულის სახელობის კათოლიკური ტაძარი და ხიზას ეკლესია;
📍 კუმურდოს საკათედრო ტაძარი;
📍 წმ. ნიკოლოზის ტაძარი და ეკვდერში დაბრძანებული ტურინის სუდარის ასლი;
📍 ნინოწმინდა, ბუღდაშენის, ხანჩალისა და მადათაფას ტბები;
📍 სოფლები ორლოვკა და გორელოვკა — ძველი სახლები და მათი ისტორიები;
📍 ორლოვკაში მდებარე ეკომიგრანტი აჭარლების მეჩეთი;
📍 საღამოს ტბა;
📍 ფოკას წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და ფოკას მამათა მონასტერი;
📍 ფარავნის ტბა;
📍 სოფელი ყაურმა — XI საუკუნით დათარიღებული ეკლესია და ტონთიოს ხიდი;
📍 ბერთას სამი სტავროპიგიალური მამათა მონასტერი და ბერთას მამათა მონასტერი;
📍 წალკის წყალსაცავი, ,,ბრილიანტის ხიდი’’, დაშბაშის კანიონი და ატრაქციონების პარკი.

📍მანგლისის სიონი

📍დიდგორის ველი, დიდგორის მემორიალი. 🌿🏞️

ეს მოგზაურობა ახალგაზრდებისთვის იყო არა მხოლოდ საინტერესო თავგადასავალი, არამედ შესაძლებლობა, საკუთარი ქვეყნის ისტორია, კულტურა და უნიკალური ბუნება უშუალოდ გაეცნოთ. ❤️🇬🇪

✔️📝 ✨ შემეცნებითი ჯგუფის წევრები მოგზაურობისას მოპოვებულ მასალებზე მუშაობენ და პრეზენტაციისთვის ემზადებიან

🌟 ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეების ფარგლებში, ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრისა და ნიკა მურუსიძის ორგანიზები...
14/08/2026

🌟 ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეების ფარგლებში, ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრისა და ნიკა მურუსიძის ორგანიზებით გაიმართა:

🎬 „ახალგაზრდობა კადრს მიღმა“
დისკუსია • თავისუფალი აზრი • ფილმის ჩვენება

ღონისძიებამ ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, ემსჯელათ მნიშვნელოვან საკითხებზე და თავისუფლად გამოეთქვათ საკუთარი აზრი.

🙏 მადლობა ტექნიკური მხარდაჭერისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას /საბა სულაძე/ და ამბროლაურის კულტურის ცენტრს /კახა თომაძე /.

🔹 ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, 7 აგვისტოს, ფონდ „აფხაზინტერკონტის“ (AIC) საკონფერენციო დაარბა...
10/08/2026

🔹 ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, 7 აგვისტოს, ფონდ „აფხაზინტერკონტის“ (AIC) საკონფერენციო დაარბაზში, პროექტის „ძველი დიდების ნაკვალევზე“ ფარგლებში, განხორციელებული შემეცნებითი ტურის პრეზენტაცია.

📍📝 შემეცნებითი ჯგუფის წევრებმა თურქეთში იმოგზაურეს — ტაო-კაპადოკია-კონია — და მოინახულეს არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლი.

✅ პრეზენტაციის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა აუდიტორიას წარუდგინეს მათ მიერ მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციები, ასევე შემეცნებითი ტურის განმავლობაში მოპოვებული ფოტო-ვიდეომასალა.

მონაწილეებმა ისაუბრეს მოგზაურობის ფარგლებში ნანახ ისტორიულ ძეგლებსა და გეოგრაფიულ ობიექტებზე, მიღებულ ცოდნასა და იმ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც მოგზაურობის განმავლობაში დაუგროვდათ.

📝 პროექტის ავტორი: ფიქრია ცხვედიანი

📍🇬🇪 პროექტის ,,ძველი დიდების ნაკვალევზე" ფარგლებში ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის შემეცნებითი ჯგუფის წევრებმ...
01/08/2026

📍🇬🇪 პროექტის ,,ძველი დიდების ნაკვალევზე" ფარგლებში ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის შემეცნებითი ჯგუფის წევრებმა თურქეთში იმოგზაურეს.

🌅 ტურის, ტაო- კაპადოკია- ერზურუმი-კონია, მთავარი თემა იყო ,,აღმოსავლეთის მზედ" წოდებული თამარ მეფის შვილიშვილი გურჯი ხათუნი, რომელმაც სილამაზითა და გონიერებით განსაკუთრებული კვალი დატოვა არა მხოლოდ რუმის (კონიის) სასულთნოს, არამედ აღმოსავლეთ თურქეთისა და ზოგადად ანატოლიის კულტურულ და პოლიტიკურ ისტორიაში.

✨ჯგუფის წევრებმა მოინახულეს ის ადგილები და ისტორიული ძეგლები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია გურჯი ხათუნის სახელთან, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები, რომლებიც თურქეთის ამ ნაწილის კულტურასა და ისტორიას მნიშვნელოვნად წარმოაჩენს.

🔸️I დღე
✅️ მესხეთის ისტორიული ნაწილი
გზად გავიარეთ ჯაყის, მერეს ციხეები. ერუშეთის უღელტეხილი, ზღვის დონიდან 2550 მეტრზე. ქ. არდაჰანი (ისტორიული არტაანი), ოლთისის ციხე. ქ. ოლთისი.
✅️მტკვრის სათავე კოლაში,
ბანას ტაძარი (ისტორიული ტაო)
✅️ თორთუმის ციხე-სამეფო რეზიდენცია და თორთუმის ჩანჩქერი.

🔸️II დღე:
✅️ სებასტიის ტბა, სადაც აწამეს 40 სებასტიელი, ქ. კაისერი ( ისტორიული კესარია).
✅ გუმუშლერის სამონასტრო კომპლექი კაპადოკიაში.
✅️ ურგუპის პანორამა.

🔸️III დღე:
✅️მევლანას (გურჯი ხათუნის მოძღვარი) მუზეუმი.
✅️ალაედინის ბორცვი- სელჯუკთა სამეფოს ცენტრი.
✅️ კარათაის მედრესე-გურჯი ხათუნის ეპოქის მშვენება და უნიკალური მოზაიკა.

🔸️IV დღე:
✅️ სილეს ისტირიული, ქრისტიანული სოფელი ქვის სახლებით.
✅️ წმ. ელენეს ეკლესია
✅ ცოცხალი ტროპიკული პეპლების მუზეუმი.

🔸️V დღე:
✅️ იჰლარას ხეობა -სადაც კლდეში განოკვეთილია წმ. გიორგის ტაძარი, რომელიც გურჯი ხათუნის სახელს უკავშირდება.
✅ნარლიგოლი - ვულკანურ კრატერზე
მდებარე ტბა
✅️ სივასის მეომართა და მხედართა მუზეუმი.

🔸️VI დღე:
✅️ ბასიანის ციხე
✅️გურჯი ხათუნის და მისი ვაჟის აკლდამები ერზურუმში.

📄 პროექტის პრეზენტაციისათვის მიმდინარეობს მოპოვებული ინფორმაციის და ფოტოვიდეო მასალის დამუშავება

©️ პროექტის ავტორი - ფიქრია ცხვედიანი

📖📅 სასწავლო წლის შემაჯამებელი თათბირი მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში.🔸️მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორმა თანამშრ...
11/06/2026

📖📅 სასწავლო წლის შემაჯამებელი თათბირი მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში.

🔸️მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და გაწეული მუშაობისთვის.

📍📚🎭 შევხვდებით ახალ სასწავლო წელს ახალი იდეებით, საინტერესო აქტივობებითა და ახალი პროექტებით! ✨

Address

Vano Kobakhidze
Ambrolauri
7

Opening Hours

Monday 10:00 - 18:30
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი:

Shortcuts

Share

Category