21/09/2026
📍პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ადმინისტრაციული სერვისები" რეგისტრაცია დაიწყო და გაგრძელდება 9 ოქტომბრის ჩათვლით.
📝 რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ონლაინ საიტზე -https://vet.ge/, ან ადგილზე კოლეჯში.
✅️პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება:
✔️დაგეგმოს შეხვედრები და მივლინებები;
✔️მართოს ორგანიზაციის დოკუმენტბრუნვა;
✔️მართოს ორგანიზაციის შესყიდვა და მომარაგება;
✔️გააფორმოს დოკუმენტების რეკვიზიტები და ბლანკები;
✔️ მოამზადოს დოკუმენტები არქივისთვის;
✔️მოამზადოს დოკუმენტების პროექტები;
✔️აწარმოოს მიმოწერა სხვადასხვა საკითხებზე;
✔️დაგეგმოს პერსონალის/ადამიანური რესურსების მართვის საკითხები;
💰დასაქმების შესაძლებლობები: -ადმინისტრაციული სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს როგორც საჯარო ასევე კერძო დაწესებულებებში, ორგანიზაციის შესაბამისი ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტად, ხელმძღვანელის თანაშემწედ;
✅️პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება (12 კლასი);
⏳️პროგრამის ხანგრძლივობა: 14 თვე
🎓 სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი
✅️ პროგრამაზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო
❓️პროგრამისა და რეგისტრაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 595 06 86 39