02/10/2026
#გაიცანიპედაგოგი
✨ ლელა სარაშვილი - შემოქმედებითი ხედვა და მრავალწლიანი გამოცდილება მომავალი პროფესიონალების სამსახურში✨
🧵 გაიცანით კოლეჯ „ოპიზარის“ პროფესიული განათლების მასწავლებელი, ლელა სარაშვილი, რომლის პედაგოგიური საქმიანობა 2007 წლიდან პროფესიულ განათლებას უკავშირდება.
🎓 ლელამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში, გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით მიიღო განათლება და მაგისტრის კვალიფიკაცია მოიპოვა.
✂️ მისი სწავლების გამოცდილება აერთიანებს ტანსაცმლის ესკიზის შექმნას, მასალებისა და ფურნიტურის შერჩევას, დეტალების შეერთების მეთოდებსა და სამკერვალო მოწყობილობებთან მუშაობას - ცოდნას, რომელიც შემოქმედებითი იდეის პრაქტიკულ განხორციელებას ემსახურება.
📚 პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, ლელას გავლილი აქვს ტრენინგები სწავლების ინტერაქტიული მეთოდების, ინკლუზიური განათლების, სტუდენტთა შეფასებისა და პრაქტიკული სწავლების ორგანიზების მიმართულებით. მონაწილეობდა „საკერავი მანქანის ოპერატორის“ მოდულური პროგრამის შემუშავებაშიც.
🪡 დღეს იგი კოლეჯ „ოპიზარში“ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალ პროფესიონალებს უზიარებს და მათ პროფესიული უნარების განვითარებაში ეხმარება.
🌟 თუ შენც გაინტერესებს ტანსაცმლის მოდელირება და დიზაინი, დაეუფლე მოდის ტექნოლოგიისა და დიზაინის პროფესიას კოლეჯ „ოპიზარში“!
📣 რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს!
🔗 დარეგისტრირდი ონლაინ პორტალზე: vet.ge
🏫 ან მოგვმართე კოლეჯში - ქ. ახალციხე, შოთა რუსთაველის ქუჩა №111.
🗓️ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი.
📧 კითხვების შემთხვევაში მოგვწერე პირად შეტყობინებაში!
#კოლეჯიოპიზარი #მოდა #პროფესიულიგანათლება