სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • Home
  • Georgia
  • Akhaltsikhe
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი . SAMTSKHE-JAVAKHETI STATE UNIVERSITY

📰იხილეთ გაზეთ "მესხეთის უნივერსიტეტის" ახალი ნომერი  http://sjuni.edu.ge/wp-content/uploads/2026/08/Mesxetis-universitet...
20/08/2026

📰იხილეთ გაზეთ "მესხეთის უნივერსიტეტის" ახალი ნომერი http://sjuni.edu.ge/wp-content/uploads/2026/08/Mesxetis-universiteti-N5-72026.pdf

19/08/2026
🎓  3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი საჯარო დაწესებულებებში!🚀თუ ხარ სტუდენტი ან ახალკურსდამთავრებული და გსურს რ...
13/08/2026

🎓 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი საჯარო დაწესებულებებში!

🚀თუ ხარ სტუდენტი ან ახალკურსდამთავრებული და გსურს რეალური სამუშაო გამოცდილების მიღება, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო უწყებებში 3 000-მდე ანაზღაურებადი ვაკანსია ცხადდება!

📌 ვის შეუძლია მონაწილეობა?
🔹დამამთავრებელი კურსის (ბაკალავრიატის) სტუდენტებს;
🔹მაგისტრანტებს;
🔹2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა).

🎯 რა არის საჭირო?
🔹მაღალი აკადემიური მოსწრება: 71-100 ქულა ან GPA: 2.7 – 4.0
🔹სახელმწიფო ენის ფლობა
(შესაძლოა კონკრეტულმა უწყებამ დამატებითი მოთხოვნებიც დააწესოს)

🗓 არ გამოგრჩეს მნიშვნელოვანი თარიღები:
🔹განაცხადების მიღება: 1 – 10 სექტემბერი
🔹სტაჟირების პერიოდი: 1 ოქტომბერი – 31 დეკემბერი

🔗 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://hr.gov.ge/news/6a7c4c3c5864d5f789e14692

#სტაჟირება #საჯაროსამსახური #ვაკანსია #ახალგაზრდობა #სჯსუ #სტუდენტები #კურსდამთავრებულები

🔈შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - ჩაერთეთ GITA-ს მასშტაბურ პროექტში "ArtEast - ArtWest"!🚀საქართველოს ინოვაციების და ტექნოლ...
12/08/2026

🔈შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - ჩაერთეთ GITA-ს მასშტაბურ პროექტში "ArtEast - ArtWest"!

🚀საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) იწყებს უფასო საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ციფრული ხელოვნებისა და ანიმაციის მიმართულებით შემოქმედებითი და ტექნოლოგიური პოტენციალის განვითარებას.

სასწავლო მიმართულებები:👇

🔹Storytelling & Script - სცენარის წერა და ამბის თხრობა;
🔹Visual & Character Design - პერსონაჟებისა და გარემოს ვიზუალური დიზაინი;
🔹Animation & Motion - ანიმაცია და მოძრაობის დიზაინი;
🔹Sound & Music - ხმის დიზაინი.

📍სწავლების ფორმატი:
პროგრამა სრულიად უფასოა და მოიცავს როგორც ონლაინ ლექციებს, ასევე ფიზიკურ შეხვედრებს რეგიონულ ტექნოპარკებსა და საგანმანათლებლო ბანაკში (Bootcamp).

⏳ განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 25 აგვისტო

🔗 რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაცია: apps.mygita.ge/zs/MhCZ3r

აქციეთ თქვენი იდეები რეალობად! ✨

11/08/2026

✅ აირჩიე სჯსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა!

🇩🇪 3-თვიანი სასწავლო პრაქტიკა გერმანიაში

🚀 რეალური შანსი შენი წარმატებული კარიერისთვის

პროგრამის კოდი: 👇
0140117 (ახალციხე)
0140118 (ახალქალაქი)

#აირჩიე014 #გახდისჯსუელი #ტურიზმი

🎓 ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე 2026–2027 სასწავლო წლისთვის!სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მ...
11/08/2026

🎓 ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე 2026–2027 სასწავლო წლისთვის!

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე:
🔹 საქართველოს ისტორია – 5 ადგილი
🔹 ქართველური ენათმეცნიერება – 5 ადგილი
🔹 ქართული ლიტერატურის ისტორია – 5 ადგილი
🔹 აგროტექნოლოგია – 10 ადგილი
🔹 ასტრონომია – 15 ადგილი

📌 რეგისტრაციის პერიოდი: 25 აგვისტო – 5 სექტემბერი

🗓 გამოცდების განრიგი:
🔹 უცხო ენის გამოცდა: 7 სექტემბერი, 13:00 სთ
🔹 სპეციალობის გამოცდა: 8 სექტემბერი, 13:00 სთ

📍გამოცდების ჩატარების ადგილი: სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი, რუსთაველის ქ. №113 (ახალციხე), აუდიტორია №404

📝 საჭირო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი, საგამოცდო საკითხები, მინიმალური კომპეტენციის ზღვრები და სხვა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

🔗 https://sjuni.edu.ge/migebamagistratura26-27/

📞 დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

📱 577 98 77 84 | 577 98 77 29

#მაგისტრატურა #სჯსუ

📢 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდება 14 სექტემბერს!🎓 წინ გელით  საინტერესო ლექციები, ...
11/08/2026

📢 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდება 14 სექტემბერს!

🎓 წინ გელით საინტერესო ლექციები, მრავალფეროვანი პროექტები და ახალი შესაძლებლობები!

📑 2026–2027 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი იხილეთ ბმულზე:
🔗 https://sjuni.edu.ge/2026-27sw/

გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს! 🎓✨

#სჯსუ #აირჩიე014

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ბატ...
05/08/2026

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ბატონ ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.

უნივერსიტეტი ყოველთვის გრძნობდა მის განსაკუთრებულ მხარდაჭერას, პროფესიონალიზმსა და საქმისადმი გამორჩეულ ერთგულებას.

თანადგომას ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მეგობრებს.

📢  სტუდენტთა დაფინანსების სოციალური პროგრამის შესახებ🔹 საქართველოს მთავრობის 2026 წლის 15 იანვრის N3 დადგენილებით დამტკი...
04/08/2026

📢 სტუდენტთა დაფინანსების სოციალური პროგრამის შესახებ

🔹 საქართველოს მთავრობის 2026 წლის 15 იანვრის N3 დადგენილებით დამტკიცებული „2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების წესისა და პირობების“ შესაბამისად, იწყება ელექტრონული რეგისტრაცია სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად.

❗აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ გარკვეული კატეგორიის სტუდენტებს, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე.

🗓 განცხადებების მიღების ვადები:
🔹უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი):
განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, ონლაინ რეჟიმში, 2026 წლის 26 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით.

🔹მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა):
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად მაგისტრანტები განცხადებას წარადგენენ ელექტრონულად, 2026 წლის 28 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით.

💻რეგისტრაციის წესი:

განცხადების წარდგენა ხორციელდება ელექტრონულ პორტალზე:
🔗http://socreg.mes.gov.ge/

📌 დამატებითი ინფორმაცია:

ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსების სოციალურ პროგრამებს, შესაბამის კატეგორიებსა და საჭირო დოკუმენტების ნუსხას დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე:
🌐 https://shorturl.at/M44Lo

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

📢 მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!🎓 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომი...
04/08/2026

📢 მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

🎓 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას

🔹ელექტრონული რეგისტრაცია: 24 აგვისტო – 8 სექტემბერი 18:00 საათამდე
🔗 პორტალი: https://students.emis.ge/
📅 შედეგები: 11 სექტემბერი
📍 მობილობაზე თანხმობის მიღების შემდეგ, რეგისტრაციას გაივლით ადგილზე - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი (რუსთაველის ქ. 113).

📂 წარსადგენი დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი, შიდა რეგისტრაციის დეტალები და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
👉 https://sjuni.edu.ge/2026-27mobiloba/

📞 საკონტაქტო ნომერი: 577 98 77 84

#მობილობა #სჯსუ #აირჩიე014

Address

რუსთაველის ქ. #113
Akhaltsikhe
0800

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

Shortcuts

Share