08/09/2021
მოგესალმებით მეგობრებო!
როგორც იცით, სკოლებში სწავლა იწყება ონლაინ რეჟიმში,თუმცა 10 სექტემბრიდან ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში განახლდება ინგლისური ენის გაკვეთილები ჩვეულ რეჟიმში, უშუალო კომუნიკაციის გზით.
შესაბამისად იქმნება ახალი ჯგუფები,
მეცადინეობა წარიმართება, როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად.
სასწავლო კურსი მოიცავს, როგორც ზოგადი სასაუბრო ტექნიკის დაუფლებას,ასევე ენის სიღრმისეულ შესწავლას,რომელიც ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას (სურვილის შემთხვევაში სასკოლო დავალებებში დახმარება)
სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეებს შეეძლებათ გაიუმჯობესონ წერისა და კომუნიკაციის უნარები, ასევე გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს შორის გაიმართება სახალისო- შემეცნებითი აქტივობები ინგლისურ ენაზე, რაც უფრო გაუმარტივებს მათ ენის შესწავლას.
მეცადინეობის ხანგრძლივობა არის 1 საათი
სწავლების საფასური განისაზღვრება ასაკობრივი ჯგუფის და გაკვეთილების რაოდენობის მიხედვით.
სტანდარტულად : კვირაში 2 დღე.
1; 2; 3 კლასი -60 ლარი
4; 5; 6 კლასი -70 ლარი
7;8 კლასი - 80 ლარი
9;10 კლასი - 90 ლარი
11 კლასი - 100 ლარი
აბიტურიენტი -130ლარი
აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსი მოიცავს:გაძლიერებულ გრამატიკას,B2 დონის სრულად დაუფლებას, ეროვნული ტესტების შესრულებას,
ზრდასრულებისათვის-90 ლარი
პ.ს. ონლაინ სწავლება კვლავ შესაძლებელია დილის და საღამოს საათებში თქვენზე მორგებული გრაფიკით.
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 595 599321 მარეხი
ქ.ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი.
კოსტავას ქუჩა 79