2016 წლის 15 ივლისს გაიმართა ყოველთვიური ლიტერატურული, სამეცნიერო პოპულარულ და საზოგადოებრივ ჟურნალ „არავის“ პრეზენტაცია. უნივერსიტეტის ეზოში მოწვეულ სტუმრებს ჟურნალის უახლეს, მეექვსე ნომერთან ერთად დახვდათ რამდენიმე წინა გამოცემა. ჟურნალის რედაქტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ საზოგადოებას წარუდგინა პერიოდული გამოცემა. შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჯურნალის რუბრიკები, ავტორები. განსაკუთრებით გაესვა ხაზი უცხოეთთან კონტაქტებს და ქართველ ემიგრანტებთან თანამშრომლობას. უცხოეთთან თანამშრომლობის ბიუროს წევრებმა მაია ქუქჩიშვილმა და ლალი ბერიძემ საზოგადოებას გააცნეს მკითხველთა და ავტორთა გამოხმაურებები როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთიდან. მრავალფეროვანი შთაბეჭდილებები და გულწრფელი ემოცია ახლდა სამცხე-ჯავახეთში, უნივერსიტეტეში დაბადებული ჟურნალის პრეზენტაციას. სიტყვით გამოვიდნენ და საზოგადოებას ახალი ჟურნალის დაარსება მიულოცეს სარედაქციო საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
სადღესასაწაულო ტორტითა და ჭიქა ღვინით გზა დაელოცა სამეცნიერო პოპულარულსა და საზოგადოებრივ ჟურნალ „არავს“.
ჟურნალი "არავი"
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ჟურნალი "არავი", College & University, Akhaltsikhe.
გამოსულია ჟურნალ "არავი"-ს ხუთი ნომერი.
პირველი და მეორე ნომრების ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერძე www.sjuni.edu.ge
08/06/2016
ჟურნალი "არავი"-ს სანახავათ გადადით მითიითებულ ლინკზე http://sjuni.edu.ge/index.php/ge/2016-05-04-12-50-18
Want your school to be the top-listed School/college in Akhaltsikhe?
Click here to claim your Sponsored Listing.
Click here to claim your Sponsored Listing.