American Space Akhaltsikhe

American Space Akhaltsikhe

Share

Working days: Monday-Friday 10:00 am - 6:00 pm, It also acts as a resource center for visitors to learn more about U.S.

American Space Akhaltsikhe is an American-style cultural center and cooperative learning environment whose purpose is to increase mutual understanding between the people of Georgia and the United States. American Space Akhaltsikhe also provides a venue for organizing events, roundtables, conferences, and informal gatherings, in both real and virtual space. best practices in English Language learni

Photos from American Space Akhaltsikhe's post 05/06/2026

✅Communication Club –ის დასკვნითი, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
✅კლუბის წევრებმა შეაჯამეს მიღებული გამოცდილება და აღნიშნეს, რომ კლუბმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საჯარო გამოსვლის, კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.
✅მადლობა თითოეულ წევრს აქტიურობისა და დაუვიწყარი გამოცდილებისთვის!👏
❗️Communication Club — ადგილი, სადაც სიტყვები თავდაჯერებულობად გადაიქცა
❗️ლიდერები: გვანცა ბერიძე, თათია მელიქიძე .

03/06/2026

მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ კლუბის ლიდერებს გაწეული შრომისა და თავდადებისთვის.
თქვენი ენერგია, პასუხისმგებლობა და ერთგულება იყო თითოეული შეხვედრის წარმატების საფუძველი. თქვენი ძალისხმევით კლუბები იქცა სივრცედ, სადაც მონაწილეები არა მხოლოდ სწავლობდნენ, არამედ ვითარდებოდნენ, ერთობოდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას .
თქვენ იყავით მოტივაციისა და ინსპირაციის წყარო თითოეული წევრისთვის, და სწორედ თქვენ შექმენით ის მეგობრული და მხარდამჭერი გარემო, რომელიც ასე გამოარჩევს ჩვენს კლუბებს
დიდი მადლობა იმ დროისა და გულისხმიერებისთვის, რომელსაც უთმობდით ჩვენს გუნდს — ვაფასებთ თითოეულ თქვენგანს! ❤️
მიყვარხართ ყველა!❤️

I would like to express my heartfelt gratitude to our club leaders for their hard work and dedication
Your energy, responsibility, and commitment were the foundation of each successful meeting. Thanks to your efforts, the clubs became spaces where participants not only learned, but also grew, had fun, and shared their experiences with one another
You were a source of motivation and inspiration for every member, and it is because of you that our clubs stand out as such friendly and supportive environments
Thank you so much for the time and care you invested in our team — we truly appreciate each and every one of you! ❤️

Love you all! ❤️

Photos from American Space Akhaltsikhe's post 02/06/2026

🎬 Movie Club-ის ბოლო შეხვედრა გაიმართა განსაკუთრებულად მხიარულ და ემოციურ გარემოში

👉მონაწილეებმა ითამაშეს სახალისო ქვიზი 🎉, რომლის საშუალებითაც გაიხსენეს წლის განმავლობაში გამართული შეხვედრები, ნანახი ფილმები და საინტერესო მომენტები 🎥 თამაშმა კიდევ ერთხელ გააცოცხლა მათი გამოცდილება და ცოდნა, რაც თითოეულ შეხვედრაზე დააგროვეს

👉შეხვედრის განმავლობაში შევაჯამეთ მთელი წლის მუშაობა – გავიხსენეთ საუკეთესო აქტივობები, მიღწევები და დაუვიწყარი წუთები ❤️

👉Movie Club-ის ეს დასკვნითი შეხვედრა გახდა წლის ლამაზი დასასრული – სავსე სიცილით, პოზიტიური ემოციებით და კარგი მოგონებებით 👉

კლუბის ლიდერი: ანანო გიგოლაშვილი

Photos from American Space Akhaltsikhe's post 02/06/2026

📚❌Activity Club-ის ბოლო შეხვედრა ჩატარდა მხიარულ და შემეცნებით გარემოში 🏆

❌მონაწილეებმა ითამაშეს Jeopardy, რომლის საშუალებითაც გაიხსენეს და შეაჯამეს წინა შეხვედრებზე მიღებული ცოდნა. თამაშის პროცესში კიდევ ერთხელ განიხილეს უკვე გავლილი თემები და მნიშვნელოვანი საკითხები, რაც მათ დაეხმარა მასალის უკეთ გააზრებასა და დამახსოვრებაში .

❌შეხვედრის დასასრულს ბავშვებს გადაეცათ სუვენირები 🎁 რამაც დღე კიდევ უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გახადა.

❌კლუბის ლიდერები: მარიამ კოხოძე და გიორგი კბილასვილი.

Photos from American Space Akhaltsikhe's post 28/05/2026

✨ Mix Club’26-ის სემესტრის ბოლო შეხვედრა განსაკუთრებულად თბილ და ემოციურ გარემოში გაიმართა!

👉მონაწილეებმა გაიხსენეს განვლილი შეხვედრები, შეაჯამეს მიღებული გამოცდილება და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები

👉შეხვედრის დასასრულს ჩავატარეთ მხიარული ენერჯაიზერი, რომელმაც კიდევ უფრო გაამხიარულა გარემო და დავწერეთ სამახსოვრო წერილები — გულითადი სიტყვებითა და კეთილი სურვილებით ❤️

👉ეს შეხვედრა გახდა ლამაზი დასასრული ერთობლივი, საინტერესო და დასამახსოვრებელი სემესტრის!

👉კლუბის ლიდერი: გვანცა ჯინჭველაძე

Photos from American Space Akhaltsikhe's post 28/05/2026

✨ Activity Club-ის მორიგი შეხვედრა სახალისო და შემოქმედებითი აქტივობებით წარიმართა!

მონაწილეებმა ენერგიულად ითამაშეს Twister 🤸‍♂️, რამაც შეხვედრას კიდევ უფრო მეტი მხიარულება და დინამიკა შემატა.

შემდეგ ბავშვებმა თავიანთი კრეატიულობა წარმოაჩინეს და 3D პასტების გამოყენებით შექმნეს სხვადასხვა საინტერესო და უნიკალური ფიგურები .

შეხვედრა გამოვიდა ძალიან საინტერესო, აქტიური და გასართობი — სავსე პოზიტიური ემოციებით და ახალი იდეებით!

კლუბის ლიდერებე: გიგორგი კბილაშვილი და მარიამ კოხოძე

28/05/2026

📣 ცხადდება მიღება ახალციხის ამერიკულ სივრცეში ახალი პროექტისთვის!

⚽️ პროექტი “Discover America Through the World Cup”.

🎒 პროექტი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ვისაც აინტერესებს სპორტი, ამერიკული კულტურა და საჯარო გამოსვლების უნარების განვითარება.

✨ პროექტი მოიცავს:
➡️ ცნობილ საზოგადოებრივ სახეებთან და საფეხბურთო ექსპერტებთან სპიკერ-პროგრამებს;
➡️ინტერაქტიულ აქტივობებსა და სპორტულ შეჯიბრებებს;
➡️სამაგიდო და შემეცნებით თამაშებს ლიდერობაზე;
➡️ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის, ისტორიისა და საინტერესო მასპინძელი ქალაქების გაცნობას

🏅 მონაწილეები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტის აქტივობებში და ექნებათ მინიმუმ 90%-იანი დასწრება, პროექტის დასრულების შემდეგ მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

🗓️ რეგისტრაცია დასრულდება კვირას, 31 მაისს, 18:00 საათზე.

💌 სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/3HViDMgBAZkaUyxN6

Photos from American Space Akhaltsikhe's post 22/05/2026

✅აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პროექტ „Discover America“-ის ფარგლებში, ახალციხის ამერიკულ სივრცეში გაიმართა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“.

✅მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი ცოდნა ამერიკის ისტორიის, კულტურისა და გეოგრაფიის შესახებ, ხოლო შეხვედრა წარიმართა აქტიურ, მეგობრულ და კონკურენტულ გარემოში.
✅გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით 🎁, ხოლო კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატები 📜👏
ეს დღე კიდევ ერთხელ გახდა მონაწილეთა აქტიურობის დაფასების შესანიშნავი შესაძლებლობა

‼️მადლობა ყველა მონაწილეს გუნდური მუშაობისა და პროექტში ჩართულობისთვის.🇬🇪🇺🇸

19/05/2026

‼️🇺🇸FLEX 2026–2027-ის ფინალისტი გახდა ამერიკის კუთხის აქტიური წევრი და ლიდერი ნინი გიქოშვილი.

‼️ამერიკის კუთხის სახელით, ვულოცავთ ნინის ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლასა და ახალ მიღწევებს!👏
🇺🇸FLEX 2026–2027 program finalist has become an active member and leader of the American Corner — Nini Gikoshvili.

We warmly congratulate Nini on this achievement and wish her continued growth and success!👏

19/05/2026

📸“Reframing Freedom 250” - ფოტოგრაფიის მოყვარულებზე ორიენტირებული ინიციატივაა და განკუთვნილია 13-დან 20 წლამდე მონაწილეებისათვის.

🎞️პროექტი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას შემოქმედებითად და ახალი ინტერპრეტაციით წარმოადგინონ, ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფების ფოტოები. ნამუშევრებში ასახული უნდა იყოს თავისუფლებისა და ისტორიის თემები.
ინსპირაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის ფოტო.

ეს ინიციატივა ახალგაზრდებს თავინთი ხედვისა და ვიზუალური თხრობის ნიჭის გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს.
თქვენი აზრით, როგორ გამოიყურება ფოტოზე აღბეჭდილი თავისუფლება?

⬇️ კონკურსის წესები:
✅ გაიმეორეთ ან ახალი ინტერპრეტაციით წარმოადგინეთ ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის ფოტო.

🔴მონაწილეებს შეუძლიათ:
• შეარჩიონ ნებისმიერი მათთვის სასურველი ამერიკელი ფოტოგრაფის ფოტო და გადაიღონ მსგავსი.
• გამოიყენონ მეგობრები მოდელებად.
• დადგან სცენები სასურველ გარემოში.
• დაამატონ საქართველოსთვის და მათთვის რელევანტური სიმბოლური ან კულტურული ელემენტები.

☑️მოთხოვნები:
• გააგზავნეთ თქვენი ამერიკული კუთხის კოორდინატორთან, თქვენს მიერ გადაღებული სამამდე ფოტო (ციფრული ფორმატით).
• გადაღება შეგიძლიათ ნებისმიერი აპარატით.
ფოტოებს თან დაურთეთ ორიგინალი ფოტო და თქვენი მოკლე განმარტება (50–150 სიტყვა), სადაც აღწერილი იქნება:
• რას გამოხატავს ორიგინალი ფოტო.
• როგორ უკავშირდება თქვენი ვერსია თავისუფლების იდეას.
• თითოეული მონაწილისგან შეირჩევა მხოლოდ ერთი საუკეთესო ფოტო

✔️პროექტის ვადები:
• ნამუშევრები მიიღება 15 ივნისამდე
• 15–19 ივნისის — გამარჯვებულების შერჩევა

Want your school to be the top-listed School/college in Akhaltsikhe?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Website

Address


Tamar Mepe 6a. Str
Akhaltsikhe
0800