27/05/2026
✨ ბაღიდან სკოლაში — პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ! ✨📚
🌸 სკოლის დაწყება თითოეული ბავშვის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენი მიზანია, მომავალმა პირველკლასელებმა და მათმა ოჯახებმა ახალ საგანმანათლებლო გარემოში თავი უსაფრთხოდ, კომფორტულად და ბედნიერად იგრძნონ.
📚 ამ მიზნით ჩვენს სკოლაში განხორციელდა მომავალი პირველკლასელების ტრანზიციის პროგრამა. მომავალი პირველი კლასის დამრიგებელმა პატარები სითბოთი, ყურადღებითა და სიყვარულით მიიღო. ჩართო მრავალფეროვან, სახალისო და შემეცნებით აქტივობებში.
🎨 ბავშვებმა სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში გაატარეს დრო, უკეთ გაიცნეს სკოლის სივრცე, მიიღეს უამრავი დადებითი ემოცია და დიდი ინტერესითა და სიხარულით მონაწილეობდნენ ყველა აქტივობაში.
🌈 ეს დღე პატარებისთვის საინტერესო აღმოჩენებისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების დღე იყო. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სკოლასთან მარტივ ადაპტაციას, სწავლის მიმართ ინტერესის გაღვივებასა და სასწავლო გარემოსთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
💙🏫 პატარა ნაბიჯებით — დიდი წარმატებისკენ! 📖✨
ფოტოები გამოქვეყნებულია მშობელთა თანხმობით.