01/06/2026
გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღე🙏🙏♥️♥️
,,ღირსო დედაო ნინო,მოგვფინე ნათელი ქრისტესი''.💖💖🙏🙏
სსიპ დუტუ მეგრელის სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნის საჯარო სკოლა.
01/06/2026
გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღე🙏🙏♥️♥️
,,ღირსო დედაო ნინო,მოგვფინე ნათელი ქრისტესი''.💖💖🙏🙏
30/04/2026
ქრისტე აღსდგა! — ჭეშმარიტად აღსდგა!
# უდიდესი დღესასწაულის — აღდგომის მოლოდინში, ყველა კლასში განხორციელდა ძალიან თბილი და შემოქმედებითი პროექტი: „ჩემი აღდგომის დღესასწაული“.
# მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და ფანტაზიით გააცოცხლეს სააღდგომო სიმბოლოები:
# შემოქმედებითი ნამუშევრები: მოსწავლეებმა დაამზადეს ორიგინალური, ხელნაკეთი პასკები, რომლებიც თავისი ფაქიზი შესრულებით ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
# ტრადიციული ატრიბუტიკა: მწვანე ჯეჯილში დალაგებული წითელი კვერცხები და თემატური დეკორაციები სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა.
# თემატური გამოფენა: კედლები დაამშვენა ხელნაკეთმა პლაკატებმა და გაფორმებებმა, სადაც ბავშვებმა ამ დღესასწაულის სულიერი მნიშვნელობა გადმოსცეს.
# ამ ამაღლებულ გარემოზე მუსიკალურმა კლუბმა ,,რე ფა # ლა დო'' იზრუნა, რომლის მიერ შერჩეულმა საგალობლებმა და მელოდიებმა პროექტს განსაკუთრებული ელფერი შესძინა.
# მადლობა ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს ტრადიციების ასეთი შემოქმედებითი და სიყვარულით სავსე გააზრებისთვის.
30/04/2026
,,კლასიკურიდან — ეროვნულამდე"-ბალეტის ჯადოსნური სამყარო.
პროექტში — „კლასიკურიდან — ეროვნულამდე“ — მონაწილეობდა V-VII კლასის მოსწავლეები .
# პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს:
# ისტორიული მოგზაურობა: კლასიკური ბალეტის შედევრებიდან დაწყებული, ქართული ეროვნული ბალეტის ჩამოყალიბებამდე.
# მუსიკალური დიალოგი: კლუბმა ,,რე ფა # ლა დო'' შეარჩია ის გენიალური მუსიკალური ფრაგმენტები, რომლებიც საფუძვლად დაედო როგორც მსოფლიო კლასიკას, ისე ქართულ საბალეტო სპექტაკლებს.
# ვიზუალური ხელოვნება: ბავშვებმა შექმნეს თემატური პლაკატები, დაამზადეს მოსაწვევები და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები ბალეტის დიდოსტატებზე.
# ამ პროექტმა დაგვანახა, როგორ შეუძლია ცეკვასა და მუსიკას გადალახოს საზღვრები და როგორ ხდება კლასიკური ფორმა ჩვენი ეროვნული საგანძურის ნაწილი.
# მადლობა ყველა მონაწილეს ამ ესთეტიკური სიამოვნებისთვის!
28/04/2026
„მუსიკა არის ენა, რომელსაც თარგმნა არ სჭირდება.ის ჩვენი გულის ემოციებს ფერებად აქცევს და ჰაერში ხატავს იმას,რასაც სიტყვებით ვერ ვიტყვით.“
2026 წლის 20 თებერვალი.„შენ ხარ ვენახი“ — მუსიკის ანარეკლი ფერებში 🍇🎶
ჩვენმა მეექვსეკლასელებმა, მუსიკალურ კლუბთან ,,რე ფა # ლა დო'' თანამშრომლობით, წარმოადგინეს საოცრად ნაზი და ღრმა შინაარსის პროექტი — „შენ ხარ ვენახი“. ეს იყო მუსიკისა და მხატვრობის ნამდვილი სინთეზი!
# პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შემოქმედებითი ენერგია სხვადასხვა კუთხით მიმართეს:
# მუსიკის ანარეკლი: კლუბის მიერ შერჩეული საგალობლის მოსმენისას მიღებული ემოციები ბავშვებმა ფერებში გადაიტანეს. შედეგად მივიღეთ ნახატების ულამაზესი გამოფენა, სადაც თითოეული შტრიხი მუსიკალურ ჰანგს ეხმიანებოდა.
# ინტერაქტივი სტუმრებისთვის: დამსწრე საზოგადოებამ დიდი ინტერესით მიიღო მონაწილეობა საგალობლის ტექსტის ფაზლის აწყობაში, რაც პროექტის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი გახდა.
# ვიზუალური გაფორმება: მოეწყო თემატური დაფა, დამზადდა ორიგინალური მოსაწვევები და საინტერესო პრეზენტაციები.
# მადლობა კლუბს ,,რე ფა # ლა დო'' და ჩვენს ნიჭიერ მეექვსეკლასელებს ამ სულიერი და ესთეტიკური დღესასწაულისთვის. ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ხელოვნება ერთიანია და ის ჩვენს გულებში ფერებითა და ბგერებით ცოცხლდება.
28/04/2026
ქართული კინომუსიკა,ჩვენი კულტურის ის განუყოფელი ნაწილია,რომელიც ყველა თაობას აერთიანებს.სასკოლო პროექტის ფარგლებში 2026 წლის 27 აპრილს შედგა პროექტის -,,ქართული კინომუსიკა''-პრეზენტაცია.
# სამიზნე ჯგუფი: VI - VIII კლასები და სამუსიკო კლუბის- ,,რე ფა # ლა დო''-წევრები.
# მოსწავლეებმა გაგვაცნეს კომპოზიტორების ბიოგრაფია და შემოქმედებით გზა.
# გააცოცხლეს მათი საყვარელი ფილმების ეპიზოდები ინსცენირებით.
# შქმნეს თემატური ნახატები, კრეატიული პლაკატები და ორიგინალური მოსაწვევები.
13/02/2026
16/05/2025
“მე ბედი მაქვს ასეთი, ჩემი სიყვარული განწირულს ეკუთვნოდა მუდამ. მე ის ფერები მიყვარდა, რომელთა შეზავება თვით მეწამლეებსა და მხატვრებსაც გადავიწყნიათ უკვე, ისეთი ჩუქურთმები, თვით უხუცეს კალატოზებს რომ ვეღარ გამოჰყავთ, ისეთი სამოსელი, რომლის ტარებაც უკვე არავის ეხალისება, და ახლა ბედმა იგი შემაყვარა, ვინც ბედისაგან განწირულია”. დიდოსტატის მარჯვენა.
💝💝კონსტანტინეობა-2025💝💝
IX კლასი კონსტანტინეობაზე .
30/12/2024
,,ჩემო კარგო ქვეყანავ...მამული, ენა, სარწმუნოება".
30/12/2024
პრეზენტაცია...