სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • ლელიანი
  • სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლა

სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლა ლელიანის საჯარო სკოლის

ლელიანის საჯარო სკოლის შენობა აგებულია 1983 წელს და განთავსებულია 30146 კვ.მ ფართობზე. შენობა არის 3 სართულიანი,სკოლის დირექტირი არის ირინე ჭუმბურიძე.
ლელიანის სკოლას არსებობის მანძილზე ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული პედაგოგები თავიანთი პროფესიონალიზმითა და პიროვნული ღირსებებით ცნობილი ადამიანები და არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული.

26/05/2026
21/05/2026

ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო სრულდება თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ლელიანის სკოლა გულითადად გილოცავთ სკოლის დამთავრებას!

წლების განმავლობაში სკოლა იყო ადგილი, სადაც გაიზარდეთ, ისწავლეთ, იოცნებეთ, გადალახეთ სირთულეები და შეიძინეთ მეგობრობები, რომლებიც მუდამ თქვენს ცხოვრებაში დარჩებიან. თითოეულ თქვენგანში ვხედავთ შრომას, მონდომებასა და იმ დიდ შესაძლებლობებს, რომლებიც მომავალში აუცილებლად წარმატებამდე მიგიყვანთ.

წინ ახალი გზა გელოდებათ — სავსე აღმოჩენებით, გამოწვევებითა და გამარჯვებებით. გვჯერა, რომ სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყოველთვის ღირსეულად წარმოაჩენთ საკუთარ თავს, თქვენს ოჯახს და სკოლას.

გისურვებთ, არასოდეს დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა, გაბედულად მიჰყვეთ ოცნებებს და მუდამ შეინარჩუნეთ ის სითბო და მეგობრობა, რომელიც სკოლაში შექმენით.

გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს!
წარმატებული, ბედნიერი და ნათელი მომავალი თქვენ!

სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით,
ლელიანის საჯარო სკოლა

ლელიანის საჯარო სკოლის მოსწავლეების  შესრულებული თემატური ეტიუდი  - " მეგობრობა ვეფხისტყაოსანში" - ლაგოდეხის მუნიციპალიტ...
15/05/2026

ლელიანის საჯარო სკოლის მოსწავლეების შესრულებული თემატური ეტიუდი - " მეგობრობა ვეფხისტყაოსანში" - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლების თეატრალიზებულ ინსცენირებაში. მადლობა ყველა რგოლს ასეთი შესაძლებლობისთვის, მადლობა ბავშვებს არაჩვეულებრივი შესრულებისთვის💕💕💕

გელოდებით
14/05/2026

გელოდებით

06/05/2026

წარსული, მომავალი და შემოქმედებითი ძიება — ჩვენი კონფერენცია დასრულდა!
მოხარულები ვართ გაგიზიაროთ, რომ ჩვენი სასკოლო კონფერენცია წარმატებით განხორციელდა! ეს იყო სივრცე, სადაც მომხსენებლებმა საკუთარი კვლევები და აღმოჩენები წარადგინეს, ხოლო მსმენელებმა აქტიური დისკუსიითა და საინტერესო კითხვებით გაამდიდრეს შეხვედრა.
კონფერენციაზე რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი და თანამედროვე მიმართულება მიმოვიხილეთ:
ძეგლთა დაცვა და "გაცოცხლება": ვიმსჯელეთ რესტავრაციასა და კონსერვაციას შორის არსებულ ზღვარზე, "ნანგრევების ესთეტიკასა" და იმაზე, თუ როგორ შევუნარჩუნოთ ისტორიულ ძეგლებს ავთენტურობა.
ხელოვნება და ტექნოლოგიები (STEAM): განვიხილეთ ხელოვნური ინტელექტის როლი შემოქმედებაში და ისტორიული ფაქტების გაცოცხლება ციფრული ხელსაწყოების დახმარებით.
ხელოვნების ფსიქოლოგია და სოციალური გავლენა: შევეხეთ ქუჩის ხელოვნებას, არტ-თერაპიას და ფერების გავლენას ჩვენს ემოციებზე.
ეკოლოგია და მდგრადი ხელოვნება: ვისაუბრეთ მეორადი ნივთების "ახალ სიცოცხლესა" და ეკო-არქიტექტურაზე.
🌟 განსაკუთრებული სიახლე: კონფერენციის ფარგლებში, მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ამ თემებზე დაყრდნობით შექმნეს ილუსტრირებული მოთხრობები. ამ პროცესმა საშუალება მოგვცა, მშრალი ფაქტები საინტერესო ვიზუალურ ნარატივად გვექცია და ტექნოლოგიები შემოქმედებითი მიზნებისთვის გამოგვეყენებინა.
მადლობა თითოეულ მონაწილეს, ვინც დაუღალავად იმუშავა პრეზენტაციებსა და კრეატიულ პროექტებზე!
✨ ხელოვნება და მეცნიერება ერთიანდება მომავლისთვის!
#კონფერენცია #განათლება #ხელოვნება #ტექნოლოგიები #ილუსტრირებულიმოთხრობები #ძეგლთადაცვა #ეკოლოგია

"დედამიწის დღე"  ლელიანის საჯარო სკოლაში.
25/04/2026

"დედამიწის დღე" ლელიანის საჯარო სკოლაში.

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირში თავისუფალ ჭიდაობაში  მოასპარეზე, გამარჯვებული ლელიანის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მ...
02/04/2026

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირში თავისუფალ ჭიდაობაში მოასპარეზე, გამარჯვებული ლელიანის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ გაბაძე. გილოცავთ ნიკოლოზ, სკოლა ამაყობს შენით💕💕💕

წარმატებები ჩვენს უნიჭიერეს პედაგოგს.
17/02/2026

წარმატებები ჩვენს უნიჭიერეს პედაგოგს.

ჩვენი წარმატებული, ოლიმპიადაში გამარჯვებული  პატარები.
06/02/2026

ჩვენი წარმატებული, ოლიმპიადაში გამარჯვებული პატარები.

Address

ლაგოდეხის რაიონი სოფელი ლელიანი
ლელიანი

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category