GAHS - Everyday

GAHS - Everyday

Share

Every day activities, championships, lectures and fundraisers organized by student body and teachers.

Photos from GAHS - Everyday's post 16/05/2026

🔔 ბოლო ზარი თვითმმართველობის ობიექტივში | Part ll

💫 შემოქმედებითი აქტივობების ორგანიზებაში თვითმმართველობის გუნდი აქტიურად იყო ჩართული.

🎨 ღონისძიების სივრცემ გააერთიანა ყველა საფეხურის მოსწავლე, საერთო ემოციებმა კი სკოლაში განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა.

🎶 გამორჩეული განწყობა შექმნა სკოლის ბენდმაც, რომელმაც მუსიკალური ნომრებით ღონისძიებას განსაკუთრებული ენერგია შემატა.

Photos from GAHS - Everyday's post 13/05/2026

Photos from GAHS - Everyday's post 09/05/2026

სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის მორიგი პროექტი I can see you/ მე შენ გხედავ 🙏
სტუმრად საოცარი ადამიანები- განათლებული, რეალიზებული, წარმატებული, პოზიტიური, მჭერმეტყველი ადამიანები, რომლებმაც დაგვანახეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ ეპუება დაბრკოლებებს. უსინათლოთათვის დაბრკოლება არა თავად მათში, არამედ გარემოშია.
ჩვენ, საზოგადოება ვართ მათი გარემო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ მოვიქცეთ შშმ პირების გარემოცვაში, როგორ გვქონდეს სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულება, რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ.
სწორედ ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაცის მიწოდებას ემსახურება ჩვენი კლუბის ეს პროექტიც.
მიზანი - ჩვენს აღსაზრდელებში მოქალაქეობრივი და ადამიანური პასუხისმგებლობის, ემპათიის ჩამოყალიბება, სტიგმების და სტერეოტიპების დამსხვრევა და ისეთი ადამიანური ნიუანსების დანახვა, რაზეც აქამდე არც უფიქრიათ. ჩვენი ბავშვები რომ გაიზრდებიან და გადაწყვეტილების მიმღები პირი გახდებიან, გვჯერა ეს შეხვედრა გაახსენდებათ 🙏🫶 ეცდებიან შექმნან საჭირო გარემო პირობები მათთვის🫶
ამჯერად გვქონდა პანელური დისკუსია, საოცრად თბილი, საინტერესო და სასარგებლო ინტერაქცია.
შემდეგში" I can see you/ მე შენ გხედავ" გრძელდება სხვადასხვა ფორმატში.
შესაძლოა, ვიზუალურად ვერ ხედავ რამეს, მაგრამ სულით ხედავ და შესაძლოა პირიქით, თვალებით მხედველი ხარ, მაგრამ ვერაფერს ხედავ და ამჩნევ.

#მეშენგხედავ

#სოციალურიპასუხისმგებლობისკლუბი

Photos from GAHS - Everyday's post 05/05/2026

🔹 დებატების ჩემპიონატი - GAHS & GAS

📝 მოსწავლეთა თვითმმართველობების აქტიური ჩართულობით წარიმართა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიება, “სასკოლო დებატების სერია”, 70-მდე ენთუზიასტის მონაწილეობით.

👥 შემადგენლობა გადანაწილდა შემთხვევითობის პრინციპით და დაკომპლექტდა ორკაციანი გუნდები.

⚖️ დებატების პროცესს აკვირდებოდნენ და აფასებდნენ პედაგოგებისგან შემდგარი ჟიური, რომლის შედეგადაც პროცესი ობიექტურად და სტანდარტების შესაბამისად წარიმართა.

💭 პროექტის განმავლობაში განსხვავებული ხედვები, პერსპექტივები და მოსაზრებები გაჟღერდა, როგორიცაა:

🎬 კინოსა და სატელევიზიო შოუებში ჯილდოს გაცემის პრინციპი გენდერული ნიშნის კუთხით.

🏁 ფინალური დებატი განსაკუთრებული და აქტუალური აღმოჩნდა.

📌 თემა: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უნდა ჩანაცვლდეს თუ არა პროფესიონალი მოსამართლეების კოლეგიით.

საინტერესო და ღირსეული შერკინების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

🏆 გაბრიელ ონიანი – ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (GAHS) X კლასის მოსწავლე.
🏆 ნია დოლიძე – ქართულ-ამერიკული სკოლის (GAS) XI კლასის მოსწავლე.

🎯 პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ისეთი უნარ-ჩვევების გაძლიერება, როგორიცაა არგუმენტირებული მსჯელობა, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია და დროის მენეჯმენტი.

Photos from GAHS - Everyday's post 30/04/2026

🏆 ქართული ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლის მნიშვნელოვანი წარმატება!
ჩვენი სკოლის XI/4 კლასის მოსწავლე დავით ჯაფარიძე, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ხანია, რაც ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუთია დაკავებულია, უკვე შესანიშნავ შედეგებს აღწევს.
დავითმა მიმდინარე წელს ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუში მოიპოვა როგორც საქართველოს, ასევე კავკასიის ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული — ეს მიღწევა მისი მიზანდასახულობის, შრომისმოყვარეობისა და შეუპოვრობის ნათელი დასტურია.
👏 ვულოცავთ დავითს ამ დიდ წარმატებას და ვამაყობთ მისი მიღწევებით!
ჩვენი მოსწავლეების წინსვლა და გამარჯვებები ყოველთვის განსაკუთრებულ სიხარულს გვანიჭებს.
🚀 დავითს ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომავალში!

GAHS Student Government Newsletter, ll Edition.pdf 26/04/2026

🔈 ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით კიდევ ერთი შემოქმედებითი პროექტი დაორგანიზდა!

🔹ჩვენი საქმიანობისა და სასკოლო ცხოვრების აღსაწერად, გუნდმა შეიმუშავა გაზეთის ფორმატი, სადაც შეძლებთ გაეცნოთ სკოლის ყოველდღიურობას.

🗞️ გაზეთში იხილავთ წარმატებულ ინიციატივებს, გამორჩეულ მოსწავლეებს და მათ განსაკუთრებულ მიღწევებს.

✔️ ჩვენი მიზანია შევქმნათ პლატფორმა, სადაც თითოეული მოსწავლის ხმა გაჟღერდება.

📚გიზიარებთ რიგით მეორე გამოშვებას, სადაც დეტალურადაა ასახული მეორე სემესტრის განვლილი დღეები, საინტერესო აქტივობები და პროექტები.

GAHS Student Government Newsletter, ll Edition.pdf

22/04/2026

22 აპრილი დედამიწის დღეა! 🌍✨
​ჩვენი სკოლის მე-4/2 კლასის მოსწავლეებმა ეს დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს!

ბავშვებმა საკუთარი ნახატებითა და იდეებით შეგვახსენეს, რომ პლანეტაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. 💚
აქტივობის მიზანი იყო :
🌱 ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.

​პატარა ნაბიჯებით დიდ ცვლილებებამდე!

ნახეთ, როგორ ხედავენ მომავალს ჩვენი მოსწავლეები 👇
​ #დედამიწისდღე #მწვანემომავალი #ჩვენისკოლა

Photos from GAHS - Everyday's post 01/04/2026

27 მარტს 10 კლასებში ინგლისურის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა ინტერაქციული ვორქშოპი თემაზე „კარიერა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“, რომელიც წარიმართა მოწვეული დარგის სპეციალისტის მიერ ბრიტანული უნივერსიტეტიდან. მოსწავლეებმა გუნდებში შექმნეს ბიზნეს იდეები და პრაქტიკულად გამოიყენეს სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო AI-ის გონივრულ და პასუხისმგებლიან გამოყენებას.
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ეჩვენებინა, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე კარიერას და როგორ შეიძლება მისი ეფექტიანი გამოყენება ინოვაციური იდეების განვითარებაში, კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის გაძლიერებაში.

Want your school to be the top-listed School/college in თბილისი?

Click here to claim your Sponsored Listing.

Category

Telephone

Address


18 Giorgi Chkondideli Street
თბილისი

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00