24/09/2026
გაღვიძებული სულის ნიშნები
✨მათ აღარ მოსწონთ ტელევიზორის ისე ყურება, როგორც ადრე.
✨შეჯიბრი მათთვის აღარანაირ აზრს აღარ ატარებს.
შეჯიბრების ნაცვლად, ისინი ამჯობინებენ ცხოვრებით ტკბობას.
✨ესმით, რომ მეხუთე განზომილება — ეს არ არის რაიმე ადგილი, არამედ სიხშირე, ვიბრაციული მდგომარეობაა.
✨მათ აღარ ეშინიათ უცნობის. მათ ესმით, რომ არაფიზიკური სამყარო ბუნების ნაწილია, და ის, რასაც პარანორმალურს უწოდებენ, ბუნებრივ მოვლენად უნდა განვიხილოთ და არა — როგორც საშიშად ან დამანგრეველად.
✨მათ იციან, რომ ბოროტება არ არის რაიმე ცალკე არსება, არამედ ეს არის შიშისგან, სიხარბისგან, ეგოიზმისა და ტყუილისგან შექმნილი ენერგია.
✨მათ მოსწონთ მარტოობა, მაგრამ სხვებთან ერთად ყოფნისას სურთ, რომ ეს იყოს სრულყოფილი და ღრმა ურთიერთობა.
✨ისინი გრძნობენ, რომ ცხოვრებას აზრი აქვს და ცდილობენ მის აღმოჩენას.
✨ესმით, რომ ცხოვრებაში ჭეშმარიტი გამარჯვება საკუთარი საზღვრებისა და შიშების გადალახვას ნიშნავს — მიხვიდე ცხოვრების ბოლომდე მადლიერებითა და სიყვარულით სავსე გულით, იმის ცოდნით, რომ მიუხედავად იმისა, მიაღწიე თუ არა ყველაფერს, ყველაზე მეტად სწორედ იმის აზრზე იყო, თუ ვინ გახდი ამის სედეგად.
✨ესმით, რომ ნოსტალგია არ არის უბრალოდ დანაკარგის ტკივილი, არამედ იმის განცდა, რომ ერთ დღეს ისინი კვლავ შეხვდებიან ყველას, ვინც უყვარდათ და ვინც თავისი ცხოვრება იცხოვრა.
✨სურთ, რომ დაეხმარონ 5D-ზე გადასვლაში და მზად არიან ამისთვის, რადგან ეს არის ერთ-ერთი მიზანი, რომლის შესასრულებლადაც მოვიდნენ მათი სულიები ამ მიწიერ გზაზე.
✨მათ იციან, რომ აქ უფრო ღრმა მიზეზის გამო მოვიდნენ და არა უბრალოდ იმისთვის, რომ ცხოვრება განევლოთ...
GT Evolution Center
#გამოღვიძებისდროა #სულისევოლუცია #კვანტურიფსიქოლოგია #ქოუჩინგი #ფსიქოლოგია #სამყაროსანაბანა #ცნობიერებისფილტრები #სიყვარულისდროა