გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.🇬🇪
About Finnish Education-ფინური განათლების შესახებ
Yhteystiedot, kartta ja reittiohjeet, yhteydenottolomake, aukioloajat, palvelut, arvostelut, kuvat, videot ja ilmoitukset About Finnish Education-ფინური განათლების შესახებ, Opetussivusto, Helsinki :ltä.
რელიგია და მშობლიური ენა ფინურ სკოლებში.
ამ ვიდეოში მე ჩემს აზრს და დამოკიდებულებას არ გამოვხატავ ამ საკითხების შესახებ. მხოლოდ ფაქტებს ავსახავ.
მე ჩემი სუბიექტური აზრი და დამოკიდებულება მაქვს რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით. ჩემი ნება რომ იყოს და კანონის შეცვლა შემეძლოს, რელიგიის გაკვეთილებს შევცვლიდი რელიგიის ისტორიის გაკვეთილებით ( რაც ზედა კლასებში ისწავლება) და თავიდანვე ყველა რელიგიის ისტორიის სწავლებას დავნერგავდი დაწყებითი სკოლებიდანვე.
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ფინურ სკოლებში. 🧩
ეს ვიდეო ფინურ სკოლებში შესვენებას და ფიზკულტურის გაკვეთილებს ეხება. ვფიქრობ აქტიურობა გაკვეთილებს შორის შესვენების დროს ძალიან მნიშვნელოვანია.
ძლიერი სკოლა არის ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი! ფინელები ამ დასკვნამდე გასული საუკუნის 70-იან წლებში მივიდნენ და დაიწყეს საგანმანათლებლო სისტემის რეფორმა. ნამდვილი რეფორმა და არა დეფორმა!
დღეს ფინეთი ერთ-ერთი ძლიერი, მდიდარი, წელგამართული და წარმატებული ქვეყანაა მისი ასეთი წარმატება, ფინური საგანმანათლებლო სისტემის დამსახურებაა. ფინურ სკოლებში, უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია არა საგნების სწავლა, არამედ პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზდა. დღევანდელი პირველკლასელები, ხვალინდელი კანონმდებლები, ექიმები, ხელოსნები, პოლიციელები და ის ადამიანები იქნებიან ვის გარემოშიც მოგვიწევს ცხოვრება. ასე რომ სახელმწიფოს შენება პირველი კლასიდან, საბავშვო ბაღიდან იწყება და ეს განსაზღვრავს სახელმწიფოს სიძლიერეს და გამართულ ფუნქციონირებას.
ეს არის ჩემი პირველი ვიდეო ფინური სკოლის ინფრა სტრუქტურის შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ამ სკოლაში (Malminkartanon ala-aste koulu), 2027 წელს რემონტია დაგეგმილი და გაისად ახალ სკოლაში გადავდივართ. შეამჩნევთ, რომ ავეჯიც, კარადებიც და კედლებიც საკმაოდ ძველია და ფაქტიურად განახლებას აღარ ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, მაინც მინდა დავდო ვიდეოები და გაგაცნოთ ფინური სკოლები და ფინური განათლების სისტემა.
როგორც იცით, ფინური სკოლა, ფინური საგანმანათლებლო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ეს ნამდვილად ასეა და ამის ბევრი მიზეზი არსებობს: სკოლების ინფრა სტრუქტურა, სკოლების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილობა, პროგრამები, მეთოდები, კვება სკოლებში, სტრესის არ არსებობა სწავლის პერიოდში, პედაგოგების დამოუკიდებლობა და სასწავლო პრეცისის სასიამოვნო და სახალისო პროცესად გადაქცევა. ფინეთში საშუალო განათლება სავალდებულოა და უფასოა. უფასოა კოლეჯებიც და უმაღლესი სასწავლებლებიც. თუმცა უმაღლესი სასწავლებლები ფასიანი გახდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მაგრამ ფინელი მოქალაქეებისთვის სწავლა კვლავ უფასოა. უკვე მრავალი წელია ფინურ საგანმანათლებლო სისტემაში ვმუშაობ, სხვადასხვა სკოლებში მომიწია მუშაობა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ფინური საგანმანათლებლო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ფინეთში არ არსებობს პრივილეგირებული სკოლები, ძირითადად საჯარო სკოლებია და ყველგან ერთნაირი პირობებია. ფინეთში განათლება ფინანსდება ბიუჯეტიდან და დაახლოებით 8 (რვა) მილიარდი ევროა წელიწადში. კერძო სკოლები ძალიან იშვიათია და განსაკუთრებული პროგრამის გამო იხსნება. მაგალითად, ფრანგული ან ინგლისური სკოლები შეიძლება იყოს კერძო, რადგან ამ სკოლებში სწავლება ფრანგულ ან ინგლისურ ენაზეა. კერძო სკოლებიც განათლების სამინისტროსა და განათლების საბჭოს დაქვემდებარების ქვეშაა და საერთო განათლების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
23/12/2025
ფინურ სკოლებში, ყოველი სემესტრის ბოლოს იგეგმება მუზეუმში ვიზიტი. ეს შეიძლება იყოს ისტორიული მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, გალერეა. წელს მეორე კლასელები გვყავდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში “Kiasma” – ში, რომელიც ჰელსინკის ცენტრში მდებარეობს. “Kiasma” -ს აქვს მუდმივი გამოფენა, რომელიც მუზეუმის ერთ ნაწილშია და გამოფენა, რომელიც პერიოდულად იცვლება. ადრეც ვარ ნამყოფი ამ მუზეუმში და მახსოვს კმაყოფილი წამოვედი. ეტყობა ვერ დავამთხვიეთ საინტერესო გამოფენის პერიოდს. ბავშვების არ ვიცი, ყველაფერს დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ და მე პირადად ძალიან დაბნეული წამოვედი იქიდან. მე აღარ მესმის ულტრა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების თუ სულ გარეკეს?
Alue
Kategoria
Nettisivu
Osoite
Helsinki