ესპანეთი, ქ. ვიტორიის წმ. ილია მართლის სამრევლო სკოლა

ესპანეთი, ქ. ვიტორიის წმ. ილია მართლის სამრევლო სკოლა

Compartir

ესპანეთის სამეფოში ქ. ვიტორია-გასტეიზის წმ. გიორგის სამრევლოსთან არსებული, ილია მართლის სახელობის სამრევლო სკოლა.

26/08/2026

✨ დაუჯერებელი სიახლე — კიდევ ერთი დიდი წარმატება ჩვენი სკოლისთვის! ✨

უდიდესი სიხარულით გვინდა შეგატყობინოთ ჩვენი მორიგი გამარჯვების შესახებ! ❤️

ჩვენმა სკოლამ გაიმარჯვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კიდევ ერთ საგრანტო პროგრამაში — „ჩემი ქართული სკოლა“.
ჩვენ მიერ წარდგენილი გამარჯვებული პროექტით — „მულტიმედიური კინოკლუბი — ქართული კინო ენისა და კულტურის შესასწავლად“ — ჩვენს სკოლაში სრულიად ახალ ეტაპს ვიწყებთ!

პროექტი მიზნად ისახავს:
• სკოლის სასწავლო გარემოს მოდერნიზაციასა და სრულიად ახალი, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას;
• დიასპორაში მცხოვრებ მოზარდებში ქართული ენის პრაქტიკული გამოყენების გაძლიერებასა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას;
• ქართული ენის სწავლების ხარისხის ამაღლებას თანამედროვე მულტიმედიური, შემოქმედებითი და მოსწავლეზე ორიენტირებული მეთოდების დანერგვით.

პროექტის ფარგლებში სკოლა აღიჭურვება საჭირო აუდიო-ვიზუალური ტექნიკითა და სასწავლო ავეჯით, რაც შექმნის მოქნილ, ინტერაქტიულ გარემოს და წლების განმავლობაში მოემსახურება ჩვენს მოსწავლეებსა და მომავალ თაობებს.

გვსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ შესაძლებლობისთვის და ბარსელონაში საქართველოს გენერალურ საკონსულოს მუდმივი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.

წინ დიდი სამუშაო და უამრავი საინტერესო სიახლე გველოდება!

25/08/2026

მოგესალმებით!
უპირველეს ყოვლისა, ნაყოფიერ, მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ ჩვენს სკოლას და ზოგადად, ყველა სასწავლო დაწესებულებას!
ჩვენ ამ ახალ სასწავლო წელს დიდი სიახლითა და ჩვენი სკოლისთვის უმნიშვნელოვანესი წარმატებით ვიწყებთ!
ჩვენმა სკოლამ გაიმარჯვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსში „ჩემი ენა — ქართული“!
აღნიშნული პროექტი ოფიციალურად მიმდინარე წლის 12 ივნისს დამტკიცდა და გაფორმდა. მთელი ზაფხულის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა საორგანიზაციო და მოსამზადებელი სამუშაოები.
პროექტი მიზნად ისახავს დიასპორაში მცხოვრებ მოზარდებში ქართული ენის პრაქტიკული გამოყენების გაძლიერებას, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და კულტურული მემკვიდრეობის გაღრმავებას.
გვსურს, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიმართ გაწეული მხარდაჭერისა და მუდმივი გვერდში დგომისთვის.
პროექტის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეებისთვის დაგეგმილია ორი ღონისძიება:
27 სექტემბერი: სპექტაკლი — „ნოდარ დუმბაძის სამყარო - ენობრივი და კულტურული ხიდი“
1 ნოემბერი: საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება — „საქართველოს კუთხეები - სადაც ჩვენი ენა ცოცხლობს“
წინ ძალიან ნაყოფიერი, ემოციური და შემოქმედებითად დატვირთული დღეები გველოდება!

Photos from ესპანეთი, ქ. ვიტორიის წმ. ილია მართლის სამრევლო სკოლა's post 21/06/2026

ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი იყო ხელნაკეთი „დედა ენების“ აკინძვა.
ამ წიგნებზე ბავშვები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მუშაობდნენ. თითოეულ გვერდზე ასახულია მათი შრომა, მონდომება, პირველი წარმატებები და ქართული ენის შესწავლის გზა.
აკინძული წიგნები თითოეული მოსწავლისთვის განსაკუთრებულ სამახსოვროდ დარჩება — მოგონებად იმ წლისა, როდესაც მათ პირველად შეაღეს ქართული ანბანის კარი.

Photos from ესპანეთი, ქ. ვიტორიის წმ. ილია მართლის სამრევლო სკოლა's post 21/06/2026

ღონისძიების ფარგლებში შევაჯამეთ ჩვენი საკლასო პროექტი „ვიკითხოთ ყოველ დღე“, რომლის მიზანი ბავშვებში კითხვის ყოველდღიური ჩვევის ჩამოყალიბება და წიგნის სიყვარულის გაღრმავება იყო.
პროექტის გამარჯვებულები გახდნენ ლილე სულთანიშვილი და ლილე ლიპარტელიანი. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიურობისა და მონდომებისთვის.
დღის დასასრულს თითოეულ მოსწავლეს გადაეცა სიგელი, როგორც პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულებისა და ქართული ანბანის სამყაროში ღირსეულად გადადგმული პირველი ნაბიჯების აღსანიშნავად.
ვულოცავთ ჩვენს პატარებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ, რომ წიგნის სიყვარული მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეთ.

21/06/2026

კითხვის უნარის გასავითარებლად და შესაფასებლად ბავშვებმა სახალისო შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა.
კამათლის გაგორების შემდეგ თითოეულ მონაწილეს იმდენი სიტყვა უნდა წაეკითხა სწორად, რამდენი ქულაც ამოუვიდოდა. სწორად წაკითხული სიტყვები კუსთვის განკუთვნილ „კომბოსტოდ“ იქცეოდა და ბავშვები თავიანთ კუს ეტაპობრივად „კვებავდნენ“.
თამაშმა დადებითი ემოციები გამოიწვია. ამავე დროს, მან ნათლად წარმოაჩინა, თუ რამდენად თავისუფლად, გამართულად და თავდაჯერებულად კითხულობენ უკვე ჩვენი პირველკლასელები.

Photos from ესპანეთი, ქ. ვიტორიის წმ. ილია მართლის სამრევლო სკოლა's post 21/06/2026

სანამ ქართული ასო-ბგერები ღუმელში ცხვებოდა, ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს შემეცნებით თამაშში „დედაენის გასაღების პოვნა“.
ოთახში დამალული კონვერტების საშუალებით მათ იპოვეს, წაიკითხეს და წარმატებით შეასრულეს სხვადასხვა დავალება. აქტივობის დასასრულს მიიღეს „ოქროს გასაღები“ — სიმბოლო იმისა, რომ უკვე შეძლეს ქართული ანბანისა და ცოდნის სამყაროს კარის გაღება.
შემდეგ მოსწავლეებმა საქართველოს რუკის ირგვლივ დაწერეს თავიანთი ფიქრები და სურვილები ქართული ენისა და სამშობლოს შესახებ. ჩვენი ქვეყნის რუკა კი სიმბოლურად იებით შეამკეს — იმ ყვავილით, რომელმაც არაერთ თაობას გაუღო წიგნიერების პირველი კარი.

Photos from ესპანეთი, ქ. ვიტორიის წმ. ილია მართლის სამრევლო სკოლა's post 21/06/2026

აქტივობა 1:
ღონისძიების დასაწყისში მოსწავლეებმა ისაუბრეს „დედა ენის“ შექმნის ისტორიაზე, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლსა და ქართული ანბანის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
შემდეგ ბავშვებმა დედიკოებთან ერთად შემოქმედებით აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. სპეციალურ ტომარაში მოთავსებული მქონდა ბარათები, რომლებზეც ქართული ანბანის სხვადასხვა ასო-ბგერა იყო დატანილი. თითოეულმა მოსწავლემ კენჭისყრით ამოიღო საკუთარი ბარათი და სწორედ მისთვის განკუთვნილი ასო-ბგერის გამოძერწვა და გამოცხობა დაევალა.
ბავშვებმა დიდი მონდომებითა და სიხარულით შექმნეს თავიანთი ასოები, რომლებიც მოგვიანებით ღუმელში გამოვაცხვეთ. აქტივობამ კიდევ ერთხელ გააერთიანა მშობლები და შვილები საერთო საქმეში და თითოეულ მონაწილეს მისცა შესაძლებლობა, შემოქმედებითად გამოხატულიყო.
ეს პროცესი ბავშვებისთვის არა მხოლოდ სახალისო, არამედ სიმბოლურიც იყო — მათ საკუთარი ხელით შექმნეს ის ასო-ბგერები, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში კითხვა, წერა და ქართული ენის სიყვარული ასწავლა.

21/06/2026

სასწავლო წლის დასასრულს ჩვენი პირველკლასელები კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ იმ წიგნს, რომელმაც მათთვის ცოდნისა და წიგნიერების სამყაროს კარი გააღო — „დედა ენას“.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს „დედა ენის“ შექმნის ისტორიაზე, იაკობ გოგებაშვილის ღვაწლსა და ქართული ანბანის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. შემდგომ დედიკოებთან ერთად ცომისგან გამოძერწეს ქართული ასო-ბგერები, რომლებიც სიმბოლურად მათი პირველი სასწავლო წლის ნაყოფად იქცა.
სანამ ასოები ღუმელში ცხვებოდა, ბავშვები ჩაერთნენ სახალისო და შემეცნებით აქტივობებში. ოთახში დამალული კონვერტების მეშვეობით მათ იპოვეს, წაიკითხეს და წარმატებით შეასრულეს სხვადასხვა დავალება. აქტივობის დასასრულს მიიღეს „ოქროს გასაღები“ — სიმბოლოდ იმისა, რომ უკვე შეძლეს ქართული ანბანისა და ცოდნის სამყაროს კარის გაღება.
სახალისო აქტივობებს შორის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კითხვის თამაშმა. ბავშვები კამათელს აგორებდნენ და მიღებული რიცხვის შესაბამისად კითხულობდნენ სიტყვებს. ყოველი სწორად წაკითხული სიტყვა კუსთვის განკუთვნილ „კომბოსტოდ“ იქცეოდა. გამარჯვებული ის მონაწილე იყო, რომელიც საკუთარი კუს ყველა კომბოსტოს ყველაზე ადრე „აჭმევდა“. თამაშმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ რამდენად თავისუფლად და თავდაჯერებულად კითხულობენ უკვე ჩვენი პირველკლასელები.
საქართველოს რუკის ირგვლივ ბავშვებმა საკუთარი ხელით დაწერეს წინადადებები ქართული ენისა და საქართველოს შესახებ, ხოლო ჩვენი ქვეყნის რუკა სიმბოლურად იებით შეამკეს — იმ ყვავილით, რომელმაც არაერთ თაობას გაუღო წიგნიერების პირველი კარი.
მეგობრობის, ურთიერთდახმარებისა და თანადგომის მნიშვნელობის უკეთ გასააზრებლად მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თამაშში „ბუშტები“, რომელმაც კიდევ ერთხელ დაანახა მათ, რომ საერთო წარმატება ერთმანეთის მხარდაჭერითა და თანამშრომლობით მიიღწევა.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მთელი წლის განმავლობაში შექმნილი ხელნაკეთი „დედა ენების“ აკინძვა. თითოეული წიგნი ბავშვების შრომის, მონდომებისა და განვითარების ამსახველ უნიკალურ მატიანედ იქცა.
ამავე დღეს შევაჯამეთ ჩვენი საკლასო პროექტი „ვიკითხოთ ყოველ დღე“, რომლის მიზანიც ბავშვებში კითხვის ყოველდღიური ჩვევის ჩამოყალიბება და წიგნის სიყვარულის გაღრმავება იყო. პროექტის გამარჯვებულები გახდნენ ლილე სულთანიშვილი და ლილე ლიპარტელიანი. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს მონდომებისა და აქტიურობისთვის.
ღონისძიების დასასრულს თითოეულ მოსწავლეს გადაეცა სიგელი, როგორც ქართული ანბანის სამყაროში წარმატებით გადადგმული პირველი ნაბიჯებისა და პირველი სასწავლო წლის ღირსეულად დასრულების აღსანიშნავად.
დღის კულმინაცია იყო ბავშვების მიერ გამომცხვარი ქართული ასო-ბგერები, დედა ენის ტორტი და სიხარულით სავსე მომენტები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელია პირველი ნაბიჯები ცოდნის სამყაროში.
ასეთი შეხვედრები მხოლოდ მიღწეული შედეგების აღნიშვნას არ ემსახურება. ისინი აძლიერებს მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობას, ხელს უწყობს გუნდურობის, ურთიერთპატივისცემისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას და ქმნის ერთიან საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც ბავშვი სიყვარულით სწავლობს, იზრდება და საკუთარ შესაძლებლობებს ირწმუნებს.
ღონისძიების მრავალფეროვნებისა და თითოეული აქტივობის უკეთ წარმოსაჩენად, ფოტომასალას ეტაპობრივად გაგიზიარებთ ცალკეულ პოსტებად, რათა ჩვენი პატარების შრომა, სიხარული და მიღწევები უფრო თვალსაჩინო და დასამახსოვრებელი გახდეს.
ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს წარმატებით დასრულებულ პირველ სასწავლო წელს და ვუსურვებთ, რომ ცოდნისკენ მიმავალი გზა ყოველთვის ინტერესით, მონდომებითა და სიყვარულით გაეგრძელებინოთ. ❤️

Photos from ესპანეთი, ქ. ვიტორიის წმ. ილია მართლის სამრევლო სკოლა's post 16/06/2026

14 ივნისს ქალაქ ვიტორიაში მოქმედმა ცეკვის ანსამბლმა „ჩვენებურმა“, ხალხური საკრავების ანსამბლმა „თამარიონმა“ და "ილია მართლის სახელობის სამრევლო სკოლამ" მაყურებლის წინაშე წარადგინეს მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომის ნაყოფი — მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროგრამა, რომელიც ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ეროვნული ფასეულობების სიყვარულს ასახავდა.

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მაყურებელს წარუდგინეს მცირე სასცენო დადგმა, რომელიც ქართულ ენას, ჩვენს უძვირფასეს ანბანსა და „დედაენას“ მიეძღვნა.

სცენაზე გაცოცხლდა ქართული ენის დაბადების, გადარჩენისა და თაობიდან თაობისთვის გადაცემის ულამაზესი ამბავი. სიტყვით, სიმღერითა და მხატვრული კომპოზიციებით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, თუ რაოდენ ძვირფასი საგანძურია ჩვენი მშობლიური ენა.

Photos from ესპანეთი, ქ. ვიტორიის წმ. ილია მართლის სამრევლო სკოლა's post 07/06/2026

ისტორიის გაკვეთილზე სვანეთის თემის შესწავლას ვაგრძელებთ. ვისაუბრეთ სტიქიურ მოვლენებზე, რომლებიც ხშირად ემუქრება მთიან რეგიონებს, და განვიხილეთ, როგორ გადაადგილდებოდნენ ადამიანები სვანეთში ძველად და როგორია გადაადგილების თანამედროვე საშუალებები დღეს.
გაკვეთილზე განსაკუთრებული სტუმარი გვყავდა — ჩვენი მოსწავლის, ლილე აბულაძის დედა, სოფო ბენდელიანი, Sofio რომელიც თავად სვანეთის წარმომადგენელია. სოფომ ბავშვებს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარა. პატარაობაში ის თავის უმცროს დასთან ერთად ზვავში მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ ამბავს მშვიდად იხსენებს, მაშინ ეს ძალიან რთული და საშიში გამოცდილება იყო.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს მისი მონათხრობი, დაუსვეს უამრავი კითხვა და ერთად განვიხილეთ ზვავის საფრთხეები; უსაფრთხოების წესები და ის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავს სიტუაციებში. ასევე ვისაუბრეთ მეწყერზე, წყალდიდობასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებზე, რომლებიც სვანეთს, როგორც მაღალმთიან რეგიონს, არაერთხელ შეხებია და დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
მშობლის ჩართულობა სასწავლო პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. როდესაც ბავშვები ინფორმაციას არა მხოლოდ წიგნიდან, არამედ რეალური გამოცდილების მქონე ადამიანისგან იღებენ, სწავლა უფრო საინტერესო, ცოცხალი და დასამახსოვრებელი ხდება. ასეთი შეხვედრები მათ ცოდნას ამდიდრებს, უღვივებს ინტერესს და ეხმარება უკეთ გაიაზრონ შესასწავლი თემები.
დიდი მადლობა სოფოს საინტერესო, გულწრფელი და შთამბეჭდავი შეხვედრისთვის. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გაკვეთილი ბავშვებს ყოვეთვის ემახსოვრებათ

¿Quieres que tu escuela/facultad sea el Escuela/facultad mas cotizado en Vitoria-Gasteiz?

Haga clic aquí para reclamar su Entrada Patrocinada.

Localización

Categoría

Teléfono

Página web

Dirección


Calle Reyes Católicos, 20
Vitoria-Gasteiz
01013

Horario de Apertura

11:00 - 02:00