მადრიდის ქართული საკვირაო სკოლა “აისი”

მადრიდის ქართული საკვირაო სკოლა “აისი”

Compartir

მადრიდის წმინდა გიორგის ეკლესიასთან არსებული ქართული საკვირაო სკოლა - „აისი“

Photos from მადრიდის ქართული საკვირაო სკოლა “აისი”'s post 05/07/2026

2026 წლის 5 ივლისს,

ჩვენს სკოლას ესტუმრა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და ესპანური კლუბ „ვილიარეალის“ თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე.

მისი სტუმრობა მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და შთაგონების წყარო გახდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად შეხვედროდნენ წარმატებულ ფეხბურთელს, ესაუბრათ მასთან, მიეღოთ სამახსოვრო ავტოგრაფები და ფოტოები.

გიორგი მიქაუტაძის წარმატების ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მიზანდასახულობა, თავდაუზოგავი შრომა, დისციპლინა და საკუთარი საქმის სიყვარული წარმატების მიღწევის მთავარი საფუძველია. სწორედ ასეთი ადამიანები აძლევენ ახალგაზრდებს მოტივაციას, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები და გაბედულად იარონ ოცნებებისკენ.

მადლობას ვუხდით გიორგი მიქაუტაძეს ჩვენს სკოლაში სტუმრობისთვის, თბილი შეხვედრისა და იმ დაუვიწყარი ემოციებისთვის, რომლებიც ჩვენს მოსწავლეებს აჩუქა.

ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, წარმატებულ კარიერას, ახალ გამარჯვებებსა და კიდევ მრავალ ღირსეულ წარმატებას საქართველოს სახელით!
⚽️🇬🇪

#მადრიდი #ქართულისკოლა
#საკვირაოსკოლა #აისი

01/07/2026
Photos from მადრიდის ქართული საკვირაო სკოლა “აისი”'s post 01/07/2026

28 ივნისს მადრიდის წმინდა გიორგის ეკლესიასთან არსებულ საკვირაო სკოლა „აისში“ გაიმართა 2025–2026 სასწავლო წლის დასკვნითი ღონისძიება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „აისის“ მოსწავლეები და სკოლასთან არსებული ქართული ხალხური საკრავების გუნდი„ფესვები“, ელიზა დურგლიშვილის ხელმძღვანელობით. მათ დამსწრე საზოგადოებას საინტერესო და შთამბეჭდავი პროგრამა წარუდგინეს.

გულითადად ვულოცავთ ყველა მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს წარმატებით დასრულებულ სასწავლო წელს.

გისურვებთ ბედნიერ, მხიარულ და ნაყოფიერ ზაფხულის არდადეგებს!

შევხვდებით სექტემბერში! 📚🌹❤️🇬🇪

#მადრიდი #ქართულისკოლა
#საკვირაოსკოლა #აისი

Photos from მადრიდის ქართული საკვირაო სკოლა “აისი”'s post 03/06/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 31 მაისს მადრიდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას სტუმრობდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის უფროსი, ნოდარ კომახიძე. მათ ეკლესიაში ჩამოაბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და წმინდა მამა გაბრიელის ხატი წმინდა ნაწილებით.
სტუმრებს და დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს საელჩოში უმასპინძლა საქართველოს ელჩმა ესპანეთის სამეფოში ალექსანდრე ჭკუასელმა

Photos from მადრიდის ქართული საკვირაო სკოლა “აისი”'s post 03/05/2026

❤️❤️🌹🌹📚

Photos from Georgia in Spain's post 27/04/2026
Photos from მადრიდის ქართული საკვირაო სკოლა “აისი”'s post 27/04/2026

2026 წლის 26 აპრილს, მადრიდში, საქართველოს საელჩოში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მადრიდის წმინდა გიორგის ეკლესიასთან არსებულმა ქართულმა საკვირაო სკოლამ „აისმა“ (ხელმძღვანელი მაკა ფერაძე) და ალკობენდასის ქართულმა სკოლამ „ბეღურამ“ (ხელმძღვანელი თეა ქურხული).

ღონისძიება გახსნა საქართველოს ელჩმა ესპანეთის სამეფოში, ალექსანდრე ჭკუასელმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას დედაენის დღე მიულოცა.

მოსწავლეები წარსდგნენ სტუმრების წინაშე ლექსებითა და სიმღერებით. მათ ასევე წარმოადგინეს დედაენის დღის თემატიკაზე შექმნილი საკუთარი ნახატები.

მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს მასპინძლობისთვის. ასევე ყველა მონაწილეს — მოსწავლეებსა და პედაგოგებს — აქტიური ჩართულობისთვის.

#მადრიდი #ქართულისკოლა
#საკვირაოსკოლა #აისი

¿Quieres que tu escuela/facultad sea el Escuela/facultad mas cotizado en Madrid?

Haga clic aquí para reclamar su Entrada Patrocinada.

Localización

Página web

Dirección


Madrid, Calle De Maqueda 10
Madrid
28024