16/10/2024
მოგვწერეთ კონსულტაციისთვის:
1) ესტონური ენის სწავლა 0+ 👉 B2,
2) უნივერსიტეტში ჩარიცხვა და მასთან დაკავშირებული კითხვები,
3) საჭირო დოკუმენტები საზღვარგარეთ სწავლისთვის,
4) უფასო და ფასიანი ფაკულტეტები ესტონეთში.
დაგვიკავშირდით what'sApp -ზე
22/09/2024
ტალინის უნივერსიტეტი -
უფასო საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალი (ნაწილი პირველი):
1) ჟურნალისტიკა - ბალტიის კინოს, მედიისა და ხელოვნების ინსტიტუტი
2) პედაგოგიკა - განათლების მეცნიერებათა ინსტიტუტი
3) ანდრაგოგიკა - განათლების მეცნიერებათა ინსტიტუტი
4) ბიოლოგია - საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის მეცნიერებათა ინსტიტუტი
5) კინო ხელოვნება - ბალტიის კინოს, მედიისა და ხელოვნების ინსტიტუტი
6) ინფორმატიკა - ციფრული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
7) ინტეგრირებული ხელოვნება, მუსიკა და მულტიმედია - ბალტიის კინოს, მედიისა და ხელოვნების ინსტიტუტი
8) ქორეოგრაფია - ბალტიის კინოს, მედიისა და ხელოვნების ინსტიტუტი
9) მათემატიკა, ეკონომიკა და მონაცემთა ანალიზი - ციფრული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
10) ფსიქოლოგია - საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის მეცნიერებათა ინსტიტუტი
დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ტალინის უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდს: https://www.tlu.ee/erialad
19/09/2024
ცოტა რამ ესტონეთის შესახებ (პირველი ნაწილი):
• ესტონეთი პირველი ქვეყანა იყო,
რომელმაც ონლაინ პოლიტიკური ხმის მიცემის სისტემა მიიღო!
• ესტონეთის სახელმწიფო სერვისების 99% ხელმისაწვდომია ონლაინ.
• ესტონეთის ტერიტორიების 50%-ზე მეტი ტყით არის დაფარული!
• საუნა ცხოვრების სტილია! კერძო სახლებში ხშირად აქვთ საკუთარი საუნა.
• მსოფლიო დასუფთავების დღის ინიციატივა ესტონეთში 2008 წელს დაიწყო!
• ესტონელებმა დააფუძნეს 10 "უნიქორნი" კომპანია –
1. Skype,
2. Playtech,
3. Bolt (ადრინდელი Taxify),
4. Wise (ადრინდელი TransferWise),
5. Pipedrive,
6. ID.me,
7. Zego,
8. Gelato,
9. Veriff,
10. Glia.
17/09/2024
💡 გსურთ უმაღლესი განათლების მიღება ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში? ესტონეთი გთავაზობთ მსოფლიო დონის განათლებას, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ინგლისურ, ასევე ესტონურ ენებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურ ენაზე სწავლის გადასახადები ხშირად მაღალია, თქვენ გაქვთ უკეთესი არჩევანი – უფასო სწავლა ესტონურად! 🇪🇪
🔑 ჩვენ გთავაზობთ ერთწლიან ესტონური ენის კურსს, რომელიც B2+ დონეზე აგიყვანთ. ეს პროგრამა მოგამზადებთ ესტონეთის წამყვან უნივერსიტეტებში ჩასარიცხად და უფასოდ სასწავლად.
გინდათ მიიღოთ უმაღლესი განათლება ევროპაში მინიმალური ხარჯებით? შემოგვიერთდით და დაიწყეთ თქვენი აკადემიური წარმატებისკენ გზა დღესვე! 🌍🎓
#ესტონურიენა #უფასოსწავლა #სწავლაევროპაში #ესტონეთიუნივერსიტეტები