European Education Center - ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი

European Education Center - ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from European Education Center - ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი, Education, Tbilisi.

📚 🎓 International academic programs, career counseling & academic consulting for Georgian youth 🇬🇪🇪🇺
📍Estonia-based. 🇪🇪
🚀 Building skills and experience for Georgia's European future.

Photos from European Education Center - ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი's post 08/08/2026

⭐️ ჩვენი მენტორინგის პროგრამის მოსწავლეების საერთაშორისო წარმატება შვეიცარიაში 🇨🇭

საბა გოდუაძე და გიგი მერებაშვილი წარმატებით მონაწილეობდნენ AI Summer Week-ში, რომელიც 3–7 აგვისტოს ციურიხში, ETH Zurich-ის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტისა და შვეიცარიის ავიახაზების (Swiss) AI გუნდის ორგანიზებით გაიმართა.

პროგრამა მთლიანად პრაქტიკულ სწავლებაზე იყო აგებული — მონაწილეები გუნდებად მუშაობდნენ, ქმნიდნენ იდეებს, იყენებდნენ თანამედროვე AI ინსტრუმენტებს, აწყობდნენ ონლაინ პროდუქტებს, სწავლობდნენ ბაზრის კვლევას, ბიზნესმოდელებსა და პრეზენტაციის ტექნიკას. ბოლოს კი თავიანთი პროდუქტები პოტენციური ინვესტორების წინაშე წარადგინეს.

განსაკუთრებით გვიხარია, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ორივე მოსწავლემ პროგრამაში მონაწილეობის სრული, 500-500 შვეიცარიული ფრანკის ოდენობის სტიპენდია მიიღო.

საბასა და გიგისთვის ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო არა მხოლოდ AI-ისა და პროგრამირების მიმართულებით, არამედ გუნდური მუშაობის, პროდუქტის შექმნის, სამეწარმეო აზროვნებისა და საკუთარი იდეების საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარდგენის კუთხითაც.

მენტორინგის პროგრამაში რომელიც UniGuide პლატფორმის ნაწილია, ჩვენ მოსწავლეებთან გრძელვადიანად ვმუშაობთ — ვეხმარებით მათ სწორად შეარჩიონ საერთაშორისო შესაძლებლობები, შექმნან ძლიერი აკადემიური და პროფესიული პროფილი, მიიღონ დაფინანსება და ეტაპობრივად მოემზადონ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისთვის.

ვულოცავთ საბასა და გიგის ამ წარმატებას და მოუთმენლად ველოდებით მათ შემდეგ ნაბიჯებს! 🚀

Photos from European Education Center - ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი's post 08/08/2026

🚀 TechExpedition ბრუნდება 🇺🇸🤩

🤖 უკვე მეოთხედ, ამერიკაში ჩვენი flagship პროგრამისთვის მონაწილეთა შერჩევა იწყება ✈️🗽

⭐️ TechExpedition პირველი ქართული პროგრამაა სილიკონის ველზე, რომელიც მომავალ მეწარმეებს, ინოვატორებსა და ტექ. ენთუზიასტებს დაუვიწყარ თავგადასავალს, ახალ ცოდნასა და ინსპირაციას სთავაზობს.

🗓️ 1-8 ნოემბერი

💰 პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს $2350, რომელიც ფარავს ყველა ხარჯს გარდა ავიაბილეთისა და კვებისა.

💡 პროგრამა განკუთვნილია 14-18 წლის ახალგაზრდებისთვის

📩 დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია ჩვენს ვებ გვერდზე:
https://european.com.ge/programs/techexpedition

Photos from European Education Center - ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი's post 01/08/2026

⚛️ ჩვენს მთავარ სამეცნიერო პროგრამაზე შვეიცარიაში რეგისტრაცია გრძელდება
✈️🇨🇭

👉 Science Expedition ეს არის დაუვიწყარი STEM მოგზაურობა მათთვის, ვინც დაინტერესებულია ფიზიკითა და მეცნიერებით 🔬🪐

🤞 შემოუერთდი ჩვენს დელეგაციას ჟენევასა და ციურიხში და მოხვდი მსოფლიო მეცნიერების ეპიცენტრში

📍 ვიზიტები CERN-ის მთავარ ექსპერიმენტებზე
📍 შემეცნებითი ვორქშოპები ჟენევის უნივერსიტეტსა და შვეიცარიის სამეცნიერო ცენტრში

🗓️ 13-19 ნოემბერი

💰 პროგრამის სრული ღირებულება: €1,250 — რომელიც ფარავს ყველა ხარჯს გარდა ავიაბილეთისა და სადილისა

📩 რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ❤️

29/07/2026

⭐️ ანდრია ბაღათურია - წმ. გიორგის საერთაშორისო სკოლის მოსწავლე ✅

ანდრია გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას სილიკონის ველიდან 🚀🇺🇸

🎯TechExpedition აშშ-ში ჩვენი flagship პროგრამაა, რომელიც განკუთვნილია 14-18 წლის მოზარდებისთვის ვინც დაინტერესებულია ტექნოლოგიებით, ინოვაციებით და მეწარმეობით.

🌐შემოდგომაზე TechExpedition დელეგაცია სან ფრანცისკოში უკვე მეოთხედ გაემგზავრება.

❇️ რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

📩 დეტალური ინფორმაცია იხილეთ პირველ კომენტარში 👇

27/07/2026

⭐️ გაიცანით ანასტასია ბერიძე, IB Mthiebi-ის მოსწავლე.

ანასტასია ჩვენს საერთაშორისო პროექტებს 2022 წლიდან შემოუერთდა და მას შემდეგ ევროპაში ჩვენი მთავარი აკადემიური პროგრამების აქტიური მონაწილე გახდა. ❤️

🎓 საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობამ და მრავალფეროვანმა აკადემიურმა გამოცდილებამ, ტასოს გადააწყვეტინა რომ სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა. 🌎

მან ეს ეტაპიც ჩვენთან ერთად გაიარა. ❤️

✅ ჩვენი ახალი პროგრამა
Uni Guide - ევროპული განათლება დახმარებით, ერთად შევარჩიეთ უნივერსიტეტები, მოვამზადეთ და გავაგზავნეთ აპლიკაციები და ერთად ვიზეიმეთ ევროპის წამყვან აკადემიურ დაწესებულებებში მისი ჩარიცხვა. 🫶🏻

წარმატებებს ვუსურვებთ ტასოს ცხოვრების ახალ ეტაპზე! ❤️🚀

24/07/2026

🚀 TechExpedition ბრუნდება 🇺🇸🤩

🤖უკვე მეოთხედ ⭐️

სილიკონ ველზე ჩვენი სასწავლო პროგრამისთვის მონაწილეთა შერჩევა იწყება ✈️ 🇺🇸

🟢 TechExpedition პირველი ქართული პროგრამაა, რომელიც მომავლის მეწარმეებისთვის, ინოვატორებისთვის და ტექ. ინთუზიასტებისთვის დაუვიწყარ თავგადასავალს, ახალ ცოდნას და ინსპირაციას ქმნის ✈️ 🇺🇸

🗽შემოუერთდი ჩვენს დელეგაციას შთამაგონებელ სასწავლო ვიზიტზე კალიფორნიაში და მოხვდით სილიკონ ველის ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ✈️🇺🇸

🗓️ სასწავლო ვიზიტი გაიმართება 2026 წლის 1-8 ნოემბერს

💰პროექტში მონაწილეობის საფასური შეადგენს 2350$

💡 პროექტი განკუთვნილია 14-18 წლის ახალგაზრდებისთვის.

📄დეტალური ინფორმაცია:

https://www.european.com.ge/event-details-registration/techexpedition-silicon-valley-program

📸 ბლოგი ჩვენი პირველი ამერიკული ტურნედან: ❤️ https://shorturl.at/iSrVv

🔗 რეგისტრაცია პროგრამაზე: https://european.com.ge/programs/techexpedition/techexpedition2026-2

22/07/2026

“საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა მოზარდების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდა.

მსგავს პროექტებში აქტიური ჩართულობა დღეს არა პრესტიჟს ან სხვა ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობას, არამედ მსოფლმხედველობისა და პროფესიულ ორიენტაციას ჩამოყალიბებას, ასევე კოგნიტურ განვითარებას უკავშირდება.

ეს ყველაფერი კი ადრეული ასაკიდან მოზარდის განვითარების მყარ საფუძველს ქმნის.

საერთაშორისო გარემოსთან პირველი შეხება, უცხო ენაზე კომუნიკაცია და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების პირველი შესაძლებლობები ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდების ცნობიერებაზე, პროფესიულ გზაზე და მოტივაციაზე დაუვიწყარ კვალს ტოვებს.

ხშირად ვიხსენებ ხოლმე ჩემს პირველ გასვლას საზღვარგარეთ, 2014 წელს, 20 წლის ასაკში. მაშინ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი და შესაძლებლობა მომეცა ერთ-ერთ საერთაშორისო პროექტში მიმეღო მონაწილეობა, რომელიც ბელგიაში, ბრიუსელში იმართებოდა. სხვა ქართველ ახალგაზრდებთან ერთად შევუერთდი პროექტს, სადაც ასევე მონაწილეობდნენ ჩვენი თანატოლი ახალგაზრდები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიუხედავად იმისა რომ მაშინ ინგლისური თითქმის არ მესმოდა და კომუნიკაციაც ძალიან მიჭირდა, დღემდე ვთვლი რომ იმ ერთმა კვირამ ჩემი ცნობიერება, განვითარების გზა და ხედვები მთლიანად შეცვალა.”

ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი — გიორგი ბენაშვილი.

გიორგის ბლოგს “როგორ უნდა შეარჩიოთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები მოზარდებისთვის?” შეგიძლიათ სრულად გაეცნოთ ბმულზე: https://tr.ee/rwMLlb

18/07/2026

გვიხარია რომ FLEX-ის წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულთა შორის სამი ჩვენი ალუმნიც მოხვდა! ✅❤️

⭐️ ლიკა ჯინაშვილი
⭐️ თეკლა ჯაშიაშვილი
⭐️ დიანა კეჟერაშვილი

ჩვენ წარმატებებს და დაუვიწყარ თავგადასავლებს ვუსურვებთ გოგონებს ამერიკაში! ❤️🇺🇸

ასევე მადლიერებას გამოვხატავთ აშშ-ს მიმართ ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის ❤️🇬🇪🇺🇸

US Embassy Tbilisi, Georgia

ვულოცავთ FLEX გაცვლითი პროგრამის ფინალისტებს კონკურსში გამარჯვებას!

წელს 27 სკოლის მოსწავლე აშშ-ში საცხოვრებლად და სასწავლებლად ერთი წლით FLEX-ის პროგრამის ფარგლებში მიემგზავრება. ეს საგანმანათლებლო-კულტურული გაცვლითი პროგრამა ათწლეულებია საქართველოსა და ამერიკის ხალხს მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთთან.

ვულოცავთ ახალგაზრდებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შთამბეჭდავი გამოცდილებითა და დაუვიწყარი მოგონებებით სავსე წელს.

American Councils for International Education Georgia

18/07/2026

⭐️ ჩვენი სამეცნიერო პროგრამა ტრადიციულად სერტიფიკატების გადაცემით სრულდება ✅📃

💚 იცოდით რომ 2026 წლიდან ყველა სერტიფიკატი ჩვენი ესტონური დედა-ორგანიზაციის მიერ გაიცემა?

✌️რაც იმას ნიშნავს ყველა მათგანი საერთაშორისო, ევროპული პროგრამის დამადასტურებელი დოკუმენტია. 🇪🇪🇪🇺

🎓პროგრამებში მონაწილეობის ევროპული სერტიფიკატი ახალგაზრდების აკადემიურ პორტფიოლიოში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს, რადგან ის საერთაშორისო უნივერსიტეტებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია. 🤩

12/07/2026

📸 ზაფხულის სამეცნიერო ექსპედიციის მონაწილეების სამახსოვრო სელფი ცერნის ცნობილ გლობუსთან ❤️✌️

⭐️ ჩვენი დელეგაციისთვის ეს სამეცნიერო თავგადასავალი დასრულდა, თუმცა გვჯერა რომ ეს პროექტი მათი დიდი და საინტერესო მომავლისკენ ახალი ნაბიჯი იქნება 🚀🌎

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address


Tbilisi
10139

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00