Vivace

Anrufen Wegbeschreibung Website Kontaktieren Sie die Schule/Universität

Vivace *Supporting Young musicians *Cultural Relationships *Georgian Artists *Classics *Youth Classics *Charity Foundation

ასოციაცია ვივაჩე შეიქმნა 2009 წელს.

მიზანი: - მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების მხარდაჭერა და საქართველო-შვეიცარიის კულტურული კავშირების გაღრმავება.

პლატფორმა: - ჩვენი საქმიანობა ორიენტირებულია მომავალზე იმ ტრადიციების გათვალისწინებით, რომელიც ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ნიჭის რეალიზებისათვის. საქართველო მდიდარი მუსიკალური ტრადიციების ქვეყანაა, რომელსაც ბოლო წლებში მნიშვნელოვან პრობლემებთან უწევს გამკლავება, რაც განსაკუთრებულად მოქმედებს მის ეკონომიკურ პოტენციალზე. ამ პირობებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა დგას საკუთარი ნიჭის რეალიზების პრობლემის წინაშე. ასოციაცია ვივაჩე ეხმაურება ამ გამოწვევას სხვადასხვა საქველმოქმედო ინიციატივების გზით და მოუწოდებს ყველას, ვისაც ესმის მუსიკა, პატივს სცემს შემოქმედებით საწყისს ადამიანში, და ვისთვისაც სიკეთის კეთება წარმოადგენს მთავარ ფასეულობას - შემოუერთდით ჩვენს ინიციატივებს და აჩუქეთ მეტი მუსიკა ხვალინდელ დღეს!

მოტივაცია: - ასოციაცია ვივაჩე დაფუძნებულია შვეიცარიაში მცხოვრები ცნობილი ქართველი პიანისტის - თამარ კორძაძის ინიციატივით, რომელმაც საკუთარი გამოცდილების საფუძველზე იცის ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების წინაშე მდგარი პრობლემის სიმწვავე. სწორ ფასეულობებზე ორიენტირებული ადამიანებისა და ორგანიზაციების ქველმოქმედებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისი, როგორც პროფესიონალი მუსიკოსის ფორმირებაში. ვივაჩეს გუნდი მოტივირებულია მაქსიმალურად მეტი ტალანტის აღმოჩენასა და ხელშეწყობაში. ეს არის იმ სიკეთის გაგრძელება, რომელმაც ერთი წარმატებული მუსიკოსის პრეცენდენტი უკვე შექმნა.

აქტივობები: - ვივაჩე უკვე 6 წელია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში მან შეძლო და პარტნიორი ფონდების, დონორი ორგანიზაციებისა და უბრალოდ კეთილი ადამიანების მხარდაჭერით, განახორციელა 20 მდე პროექტი და დაეხმარა კლასიკური მუსიკის 50-მდე ახალგაზრდა შემსრულებელს. თუმცა ჩვენ ვიცით რომ მეტის გაკეთება შეიძლება. ამჯერად ასოციაცია მუშაობს რამოდენიმე მიმდინარე და სამომავლო პროექტზე, რომლის შედეგიც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ქართველი 1შემსრულებლებისათვის. პროექტი - ალპებიდან კავკასიამდე ორიენტირებულია ქართველი და შვეიცარიელი ახალგაზრდა შემსრულებლების დაახლოებაზე, მათ შორის ხანგრძლივი, პროფესიული კონტაქტების ჩამოყალიბებაზე, რაც მოგვცემს სისტემურ შედეგს და განაპირობებს პერსპექტიულ დროში განგრძობით კულტურულ ურთიერთობებს საქართველოსა და შვეიცარიის მუსიკალურ წრეებსა და ინსტიტუტებს შორის. ქვევით გაგაცნობთ ასოციაციის მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებს, თუმცა მანამდე გვინდა მივმართოთ ყველას, ვისთვისაც ახლოა ჩვენი ორგანიზაციის პლატფორმა (თუ თქვენ ამ დოკუმეტს კითხულობთ, ალბათ იმიტომ რომ ან 1 - ხართ იგივე ფასეულობების მატარებელი, რასაც დეკლარირებს ვივაჩეს გუნდი ან 2 - შეგიძიათ ქმედითი დახმარების აღმოჩენა ჩვენი საქმიანობისთვის) - მიიღეთ ქმედითი მონაწილეობა ვივაჩეს პროექტების განხორციელებაში - ეს ხომ ჩვენი საერთო ხვალინდელი დღეა, დაე მასში ჟღერდეს მეტი მუსიკა!

14/07/2021

GUANYADOR / GANADOR / WINNER ‼️

🥇 Premi 66ª edició Concurs Internacional de Música Maria Canals de Barcelona Premi Fundación Jesús Serra dotat amb 25.000€, és per Sandro Gegechkory (Geòrgia, 20 anys)
🥇 Premio 66ª edición del Concurs Internacional de Música Maria Canals de Barcelona el premio Fundación Jesús Serra dotado con 25.000€ es para Sandro Gegechkori (Georgia, 20 años)
🥇 Maria Canals international music competition prize, Fundación Jesús Serra (25.000€) goes to Sandro Gegechkori (Georgia, 20 years)

Congratulations!

📸 Oliver Adell Torne

16/10/2019

ორშაბათი, 28 ოქტომბერი 2019, 20:00 ს.
რუსთველის თეატრის მცირე დარბაზი
2019 წელს ასოციაცია "ვივაჩე"-ს (შვეიცარია) 10 წელი და შვეიცარიულ UNICEF-ს 60 წელი შეუსრულდა.
ამავე წლის 28 ოქტომბერს შვეიცარიის საელჩო საქართველოში ახალი საელჩოს შენობის გახსნას აღნიშნავს.
https://biletebi.ge/jubilee-charity-concert-vivaceunicef/qartuli-iunisefis-da-qartveli-nichieri-mozardebis-dasakhmareblad-play-to-help-unicef-georgia-and-georgian-young-musicians?

გთხოვთ დაესწარით და მხარი დაუჭირეთ ჩვენ საიუბილეო კონცერტს და გააზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენ მეგობრებთან. მადლობა მხარდაჭ...
05/10/2019

გთხოვთ დაესწარით და მხარი დაუჭირეთ ჩვენ საიუბილეო კონცერტს და გააზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენ მეგობრებთან. მადლობა მხარდაჭერისთვის!!🤗

Please Attend and support this great event and share this message with all your friends, thank you for Supporting!!

28 ოქტომბერი, 20:00 ს. რუსთაველის თეატრი

11/09/2019

Gigashvili Giorgi Busoni International piano competition 3rd Prize 👏👏👏🏆🏆🏆

Sandro Nebieridze 18 years oldSemifinal 2019 China International Music Competition
16/05/2019

Sandro Nebieridze 18 years old
Semifinal 2019 China International Music Competition

Sandro Nebieridze - 2019 China International Music Competition Semifinal Round - RECITAL (2019.5.16) REPERTOIRE Nebieridze Sonata No. 1 in C minor Bach Fanta...

Adresse

Brandstrasse 33
Zürich
8952

Benachrichtigungen

Erfahren Sie als Erste/r von Neuigkeiten und Aktionen: Wir schicken Ihnen eine E-Mail, wenn Vivace etwas veröffentlicht. Ihre E-Mail-Adresse wird für keinen anderen Zweck verwendet, und Sie können sich jederzeit abmelden.

Kontaktieren Sie Die Schule/Universität

Nachricht an Vivace senden:

Verknüpfungen

Teilen

Kategorie