ვიღაც ქალმა დარეკა (ხმაზე ეტყობოდა - ხნიერი იყო) - ტიროდა და მილოცავდა, მადლობას მიხდიდა წიგნისთვის! თუ გულწრფელი იყო (რატომ არ უნდა ყოფილიყო გულრწფელი?!), ამაზე დიდი ჯილდო ალბათ არ არსებობს მწერლისთვის.
ახლაც ვღელავ...
ოთარ ჭილაძე
1977 წელი
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა
Informações para nos contatar, mapa e direções, formulário para nos contatar, horário de funcionamento, serviços, classificações, fotos, vídeos e anúncios de გზაზე ერთი კაცი მიდიოდა, Formação, Poti.
ცხვირსახოცი ჩაუდო კუბოში, სიმწრის ოფლის მოიწმენდს, უფლის წინ რომ წარსდგებაო.
ოთარ ჭილაძე
ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას! 🇺🇦🇬🇪
უკრაინის ჰიმნის მთარგმნელი: რაულ ჩილაჩავა
5 აპრილს
16:00 საათზე
საქართველოს უნივერსიტეტის 519 აუდიტორიაში გაიმართება უკრაინის მხარდამჭერი ლიტერატურული საღამო.
დასწრება თავიაუფალია!
წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა,
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.
გალაკტიონი
29/03/2022
დღეს აკაკი ბაქრაძის დაბადების დღეა.
„სრულიად მკაფიო და ნათელი და გასაგებია, თუ თავს არ მოვიტყუებთ, რომ აფხაზეთიცა და ცხინვალის ოლქიც ჩვენ წაგვართვა რუსეთმა. დაგვსაჯა რუსეთმა ამით იმისათვის, რომ ჩვენ გამოვთქვით დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სურვილი. ჩვენ ერთხელ უკვე დაგვსაჯა ამისათვის. 1918-1921 წლებში, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არსებობდა და შემდეგ ისევ დაიპყრო რუსეთმა საქართველო, მაშინ ჩვენ იმ თავისუფლების სურვილისათვის წაგვართვეს საინგილო, ლორეს ოლქი და სხვა ტერიტორიები. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური საქართველო რუსეთის ძაღლივით ერთგული იყო, ჩვენ არ დაგვიბრუნეს ეს ტერიტორიები. სასჯელი ბოლომდე გადაგვახდევინეს“...
27/03/2022
უკრაინის ჰიმნი 🇺🇦✊
არ მომკვდარა უკრაინის
დიდება და ნება
ძმებო, უკრაინელებო,
ჩვენი დროც დადგება.
გაქრებიან ჩვენი მტრები,
როგორც მზეზე ნამი,
დაგვიდგება ჩვენაც ძმებო,
აღზევების ჟამი!
სულსაც, ხორცსაც ვანაცვალებთ
შვებას ჩვენი მხარის,
დავამტკიცებთ, რომ ვართ ძმებო,
ჩვენ კაზაკთა გვარის.
მოვრწყათ ძმებო, მტრების სისხლით
ქსიანი და დონი,
ვინც ჩვენს მხარეს თვალს დაადგამს,
დავუბნელოთ გონი...
გაგვიღიმებს შავი ზღვა და
ჩვენი დნიპრო პაპა,
ბედნიერი დღე ეწვევა
უკრაინის მთა-ბარს.
სულსაც, ხორცსაც ვანაცვალებთ,
შვებას ჩვენი მხარის,
დავამტკიცებთ, რომ ვართ ძმებო,
ჩვენ კაზაკთა გვარის.
ჩვენი გარჯა, შემართება
ბევრჯერ გვასახელებს,
შვების ჰანგი გადაუვლის
უკრაინის ველებს.
კარპატებსაც გადაუფრენს
თავისუფალ ფრენით,
უკრაინის დიდებაზე
შეკრთებიან მტრები.
სულსაც, ხორცსაც ვანაცვალებთ,
შვებას ჩვენი მხარის,
დავამტკიცებთ, რომ ვართ ძმებო,
ჩვენ კაზაკთა გვარის.
მთარგმნელი: რაულ ჩილაჩავა
27/03/2022
ისეთი ქვეყანაა
რომ
მარტო
შავი
შეუხედავი
შაშვი
ამბობს
სიმართლეს
ბესიკ ხარანაული
26/03/2022
შოთა იათაშვილის ერთ-ერთი ბოლო ლექსი. ვფიქრობთ ძალიან საინტერესოა. S***a Iatashvili
ცხრა მცნება
მე რუსი ჯარისკაცი ვარ,
ჭეშმარიტი მართლმადიდებელი,
გულანთებული პატრიოტი,
და მარიუპოლთან ჩემი სამშობლოს საზღვრებს ვიცავ.
რახანია ამ ქალაქს ალყა შემოვარტყით და ვბომბავთ,
შეუპოვარი ბრძოლები გვაქვს უკრაინელ ფაშისტებთან,
მაგრამ მე მაინც, ყოველ დილით,
ხანდახან უწყვეტი კანონადის ქვეშაც კი,
ვკითხულობ ლოცვებს,
პირჯვარს ვიწერ და ქრისტეს ცხრა მცნებას ვიმეორებ.
ჩვენი თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული და
ჩვენი უწმინდესი პატრიარქის,
კირილე მეორეს მიერ ნაკურთხი სახარება
სულმუდამ ბუშლატის გულისჯიბეში მიდევს
და უსაზღვროდ მიყვარს,
რადგან ამ სიფრიფანა წიგნში
ძალიან ბევრი სიბრძნეა თავმოყრილი.
როდესაც ბოროტ მტერს გააფთრებით ვუტევთ,
ყოველთვის მაქვს განცდა, რომ ეს წმინდა ბროშურა
დამიცავს სიკვდილისაგან.
ის მე ბავშვობიდან მომყვება –
როცა უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში ვცხოვრობდი,
მერე ინტერნატში,
ბოლოს კი სამხედრო სკოლაში.
ყველგან იყო სახარების ბროშურები და ბუკლეტები
ლოცვებითა და ცხრა მცნებით.
ისე, რა დასამალია და, ამას წინათ,
როცა სროლების ჩაწყნარების შემდეგ სანგარში ვიწექი,
ვფურცლავდი მას და ლოცვებს და მცნებებს ვიმეორებდი,
მოულოდნელად არტილერისტმა იაშკამ მითხრა,
სინამდვილეში მცნება ცხრა კი არა ათიაო.
რა სისულელეს ბოდავ-მეთქი, გამეცინა,
იმან კი – ბებიაჩემისგან ვიცი ზუსტადო.
მე ბებია არ მყოლია, არც ბაბუა,
პრინციპში არც დედა და მამა,
და რაც ვისწავლე, აი, ასე ვისწავლე,
თავშესაფარში, ინტერნატში, სამხედრო სკოლაში.
არ დავუჯერე იაშკას, მაგრამ ჩავეძიე მაინც:
თუ ათია, მითხარი აბა, მეათე რომელია-მეთქი.
მაგას ვერ გეტყვიო, უცნაურად გამიღიმა,
და რაკი სროლა ისევ ატყდა,
თავის ზარბაზანთან მიჩოჩდა სასწრაფოდ.
რატომ-მეთქი, არ შევეშვი,
და იმიტომ, რომ სამხედრო დანაშაულად ითვლება მაგის გათქმაო,
მიპასუხა გრუხუნის ქვეშ და მომიცილა,
რა დროს ეგაა, ვერ ხედავ, ეს დამპალი უკრაინელები
ისევ ცდილობენ შეტევაზე გადმოვიდნენო.
მერე, საღამოთი, წყალწყალა ბორშს რომ ვხვრეპდით,
კიდევ ერთი უცნაურობა დააბრეხვა იაშკამ:
უკრაინელები ჩვენსავით მართლმადიდებელი ქრისტიანები არიანო...
(სრული ტექსტი კომენტარებში)
25/03/2022
"დედამიწას სიყვარული ატრიალებს"
გურამ დოჩანაშვილი - 83 💔
25/03/2022
"და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ"
(ომი დამთავრდა. მარიუპოლის ერთი მცხოვრები გვიამბობს)
რომ გამოვდიოდით, ესენი ისე მომეკრნენ, ვინატრე, ნეტა დედა ცოცხალი-მყავდეს-მეთქი. ნეტა ცოცხალი მყავდეს, მეც ხო ასე მივეკრობოდი.
ვიღაცამ იკივლა. ისევ ცეცხლი გაგვიხსნეს?
პანიკის გარეშე-მეთქი! უკან გავბრუნდეთ! – ვიყვირე.
მაგრამ ხალხი წინ მიდიოდა. წინიდან შეკივლება.
ვერაფერიგავიგე.
-ნუ გეშინიათ, – ამათ ვუთხარი, – გავალთ.
გავედით.
გავედით და, ღმერთო, კინაღამ გული გამისკდა – ზუსტად ჩემ წინ იდგა ან დაფრინავდა? არ ვიცი.
დიდი იყო, უზარმაზარი. სამი ფრთა ჰქონდა, უფრო სწორად, სამ-სამი აქეთ-იქიდან ანუ ექვსი, ხომ? ექვსი გამოდის და ფრთებზე – სულ თვალები. და ეს თვალები ყველგან იხედებოდნენ.რამდენიმე თვალმა ერთდროულად შემომხედა.
მუხლებში ძალა გამომეცალა, ესენი კიდევ უფრო მაგრად მივიხუტე და გავიხედე და რა ვნახე, ღმერთო:სულ ასეთი არსებებია ირგვლივ, ცაზე კიდევ ცეცხლოვანი ბორბლებიდაცურავს! აი, ორი ბორბალი რომ ერთმანეთში ჩასვა და დაატრიალო, ისეა. არ ვიცი, როგორ ავხსნა უკეთესად. კიდევ არიან ოთხფრთიანები – ტანი ადამიანისა აქვთ და სახე კი ოთხი აქვთ: ადამიანის, ლომის, ხარისა და არწივის, მე მგონი.
გაქცევა მინდოდა, მაგრამ ვერ გავიქეცი. ვერც სხვებს ვხედავდი. რა იქნენ?! ასე მალე სად გააღწიეს?!
ბავშვები რაღაცას მეუბნებოდნენ. არ მესმოდა. ვუყურებდი, ვცდილობდი, გამეგო, მაგრამ არ მესმოდა.
ვიგრძენი, დამიბერა და რაღაც შხუილიც გავიგონე. თავი ავწიე.
ჩემ წინ იდგა კაცი, უფრო სწორად, ბიჭი. ფრთები ჰქონდა ზურგზე და ხელში, მე მგონი, ხმალი ეჭირა (ანათებდა და ვერ გავარჩიე). ძალიან კი მეცნო, მაგრამ ვერ გავიხსენე, ვინ იყო.
მერე ვიგრძენი, რომ ჩემ უკან ჯერ კიდევ იდგა ხალხი და გარშემოც. და ესენი კი, ბევრფრთიანები, სულ ჩვენ მოგვაჩერდნენ და ყველა და ყველაფერი გაჩერდა, გაირინდა. მერე ორფრთიანმა ბიჭმა თქვა:
-ნუ გეშინიათ! – ეს ჩვენ გვითხრა. – გული სუფთა აქვთ და ამიტომ გვხედავენ, – ეს იმათ უთხრა, ფრთიანებს.
მერე არ ვიცი, ჩვენ გარეთ გავედით. გრუხუნი და სროლის ხმა გვესმოდა, მაგრამ არაფერი დაგვშავებია. იმიტომ, რომ ის ოთხთავიანები ფრთებით გვიფარავდნენ და რუსებს კიდევ ეს ორფრთიანი ბიჭები ებრძოდნენ – ახლაღა დავინახე – ძველებური იარაღები კი ჰქონდათ: შუბები, ხმლები. და ვინც გვითხრა, ნუ გეშინიათო, ის მეთაურობდათ (არაფერს ამბობდა, საერთოდ, უხმოდ იბრძოდნენ, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მთავარი ის იყო).
და მეც გამახსენდა, სადაც მენახა ეს ამათი მეთაური და თვალთ სულ ჩამომიბნელდა და ისევ ამათ ჩავებღაუჭე.
დედიკოო, – მიხაილამ.
გონს მოვეგე და:
-დედიკო, ესენი, ჩვენ რომ ხატები გვაქვს, იქიდან გადმოვიდნენ?
ყურადღება არ მივაქციე – ამათმა მეთაურმა დაიძახა, ცა დახურეთო! და ფრთიანებმა მართლა დაფარეს ცა ჩვენს თავზე.
მხოლოდ მაშინ გამახსენდა მიხაილას ნათქვამი, როცა ჩვენ უკვე სამშვიდობოს ვიყავით, მაგრამ საიდანაც მოვედით, იქ ისევ შეტაკება იყო.
ჩანთიდან მთავარანგელოზების ხატი ამოვიღე.
ხელში ჩარჩოში ჩასმული ცარიელი ფურცელი შემრჩა, მოოქროსფრო ფონი.
-დედიკო, – მიხაილამ სახელოზე მომქაჩა, – ის ბიჭი ჩვენთან ერთად რატომ არ წამოვიდა?
-ვინ ბიჭი?! რას ამბობ?! – უცებ ისე შემეშინდა. ფიქრადაც ვერ დავუშვი იქ ბავშვის დაკარგვა.
-აი, ვინც გამოგვიყვანა. იცი, როგორ ეცვა? აი, როგორც ხატებზე აცვიათ. დმიტრომ ჰკითხა, არ გცივაო? მე ვუთხარი, ჩემს ქურთუკს მოგცემ-მეთქი, მაგრამ არ გამომართვა. სულ წინ მიდიოდა და ხალხს ეხმარებოდა. ვერ დაინახეთ? პავლოს დედა აპოვნინა.
მე წამოვხტი და ხატი კი ჩემს ფერხთით დავარდა და ხმაზე რომ დავხედე… უცებ მივხვდი: მარტო მთავარანგელოზები არა, იქ არც ყრმა ქრისტე იყო, იქ, ზუსტად შუაში…
ნანა აბულაძე
(სრული ტექსტი კომენტარებში)
24/03/2022
ისევ დაიწყეს ქარებმა რბოლა,
ფანჯრის რაფაზეც ჩამოდნა თოვლი,
და ჩემი სახლის მძიმე სახურავს
ამ ქარებისგან ასტკივდა თავი.
ისევ აყვავდნენ ნუშის ბაღები!
თითქოს ელიან ჩვენს გამოჩენას,
მაგრამ ქარებმა წამართვეს თავი
და ვერ გიპოვნე ნუშინს ბაღებთან.
ისევ გამოჩდნენ ბავშვები გზაზე,
მოჰყავდათ დედა ნუშის ბაღებთან
და მოგონების კორიანტელი,
ყვავილებივით გულზე აცვივა.
ერეკლე გოგიშვილი
Clique aqui para requerer seu anúncio patrocinado.
Localização
Categoria
Site
Endereço
Poti, CE