სსიპ კოლეჯი "ფაზისი"

სსიპ კოლეჯი "ფაზისი" Vocational Education პროფესიული განათლება

12/08/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის პროფესიულ კოლეჯ „იბერიაში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა.

მონაწილეებმა პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები და კოლეჯებში, სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, განსახორციელებელი ინიციატივები განიხილეს.

“კოლეჯების დირექტორებთან განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომლებიც უკავშირდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას და მათ მზაობას შემდგომი სასწავლო წლის დაწყებისთვის.

დირექტორებს მივაწოდეთ ინფორმაცია პროფესიული განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებზე - უახლოეს მომავალში ჩვენ მათ წარვუდგენთ ხედვის კონცეფციის პირველად, სამუშაო დოკუმენტს და მოვისმენთ უკუკავშირს კოლეჯების წარმომადგენლებისგან”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

სხდომაზე საუბარი შეეხო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ
გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის საკითხებს.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ.

საბჭოს სხდომას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სამინისტროს წარმომადგენლები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების
ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომები მინისტრის, გივი მიქანაძის ინიციატივით რეგულარულად იმართება. საბჭოს ფორმატი პროფესიული განათლების სისტემაში არსებული საკითხების განხილვას და არსებულ გამოწვევებზე ერთობლივ მსჯელობას ემსახურება.

საბჭოს დასრულების შემდეგ გივი მიქანაძემ კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და კოლეჯის დამატებითი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. შენობა აღიჭურვება თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურითა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. ადგილზე შესაძლებელი იქნება როგორც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ისე მომზადებისა და გადამზადების პროგრამების განხორციელება.

2026 წლის 12 სექტემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, მსოფლიო განათლების მე-3 გლობალური სამიტი (Global Education Summi...
31/07/2026

2026 წლის 12 სექტემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, მსოფლიო განათლების მე-3 გლობალური სამიტი (Global Education Summit Baku 2026) გაიმართება, სადაც საქართველოს ღირსეულად წარადგენს ჩვენი პროფესიული განათლების მასწავლებელი - თათია გადელია! 🇬🇪✨

წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა „განათლების ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის, ინოვაციებისა და ადამიანური პოტენციალის ეპოქაში“ .
ვულოცავთ თათიას ამ დიდ აღიარებას და წარმატებებს ვუსურვებთ ამ საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში! 👏

3 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით  საზაფხულო არდადეგები იწყება! 🎒➡️🏖️გისურვებთ ნაყოფიერ დასვენებას ✨🌿 🌊📸გელოდებით 1 სექტე...
31/07/2026

3 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით საზაფხულო არდადეგები იწყება! 🎒➡️🏖️

გისურვებთ ნაყოფიერ დასვენებას ✨🌿 🌊📸

გელოდებით 1 სექტემბერს! ❤️

ჩვენი კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ინფორმაციის ტექნოლოგია“ პროფესიული განათლების მასწავლებელი, მერი რიჟ...
28/07/2026

ჩვენი კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ინფორმაციის ტექნოლოგია“ პროფესიული განათლების მასწავლებელი, მერი რიჟამაძე, 25 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, ქალაქ ანკარაში საერთაშორისო სასწავლო კურსს ესწრება. 💻📚
შეგახსენებთ, რომ მერიმ გაიმარჯვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში 🏆✈️.
ვულოცავთ მერის ამ მნიშვნელოვან ეტაპს, ვამაყობთ მისი პროფესიული მიღწევებით და ვუსურვებთ პროდუქტიულ, გამოცდილებით სავსე დღეებს! 🌟👏

🏄🏄‍♂️ერთად ვუგულშემატიკვროთ ჩვენი კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს გიორგი შონიას და ცოტნე ბერაიას 🥇🥇✅
23/07/2026

🏄🏄‍♂️ერთად ვუგულშემატიკვროთ ჩვენი კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს გიორგი შონიას და ცოტნე ბერაიას 🥇🥇✅

🔵 დაიწყო სსიპ კოლეჯის „ფაზისი“ 7 წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა!📅 საჯარო განხილვის პერი...
21/07/2026

🔵 დაიწყო სსიპ კოლეჯის „ფაზისი“ 7 წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა!

📅 საჯარო განხილვის პერიოდი: (22.07.2026-20.08.2026)

კოლეჯის 7 წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა შემუშავებულია სამუშაო ჯგუფის მიერ, არსებული მდგომარეობის ანალიზის, შრომის ბაზრის საჭიროებების, პროფესიული განათლების განვითარების თანამედროვე ტენდენციებისა და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

დოკუმენტი განსაზღვრავს კოლეჯის განვითარების ძირითად მიმართულებებს, სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში და ემსახურება პროფესიული განათლების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზართან შესაბამისობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

🤝 გიწვევთ საჯარო განხილვაში მონაწილეობის მისაღებად!

თქვენი მოსაზრება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გაგვიზიარეთ რეკომენდაციები, იდეები და შენიშვნები, რომლებიც ხელს შეუწყობს სტრატეგიული განვითარების გეგმის სრულყოფას.

📥 სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტი ხელმისაწვდომია კოლეჯის ოფიციალურ ვებგვერდზე. www.phazisi.edu.ge

📨 წინადადებებისა და შენიშვნების წარმოდგენა შესაძლებელია:
📍 კოლეჯში, წერილობით;
📧 ელექტრონული ფოსტით: [email protected]

🗓 წინადადებების მიღების ბოლო ვადაა: (2026 წლის 20 აგვისტო)

⚠️ წარმოდგენილი დოკუმენტი წარმოადგენს სამუშაო ვერსიას. საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ, მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, დამტკიცებული სტრატეგიული განვითარების გეგმა განთავსდება კოლეჯის ოფიციალურ ვებგვერდზე.

💙 გმადლობთ თანამშრომლობისა და კოლეჯის განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის!

📍 სსიპ კოლეჯი „ფაზისი“
🌐 www.phazisi.edu.ge
📧 [email protected]
📞 (0493275306)

✨ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „სკოლამდელი აღზრდა“  პროფესიული განათლების მასწავლებლისა და სტუდენტების ორგანიზებ...
21/07/2026

✨ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „სკოლამდელი აღზრდა“ პროფესიული განათლების მასწავლებლისა და სტუდენტების ორგანიზებით საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.
💡 შეხვედრის მთავარი თემა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვის მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარების თანამედროვე, სწორი მიდგომები იყო.
🗣️ შეხვედრას ასევე შეუერთდა კოლეჯის ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა:
- ადრეულ ასაკში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიცირების მნიშვნელობაზე;
- ინკლუზიური გარემოს შექმნასა და თითოეული ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების მხარდაჭერაზე;
- პრაქტიკულ სტრატეგიებზე, რომლებიც აღმზრდელებს ეხმარება კომუნიკაციური ბარიერების გადალახვაში.
🤝 მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მომავალი პროფესიონალების პრაქტიკულ მომზადებას, ცოდნის გაღრმავებასა და სფეროში არსებული თანამედროვე სტანდარტების უკეთ ათვისებას.
მადლობას ვუხდით შეხვედრის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის! 👏

📣📣სსიპ კოლეჯი "ფაზისი" აცხადებს ღია კონკურსს სასწავლო პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე.ℹ️დამატებით...
17/07/2026

📣📣სსიპ კოლეჯი "ფაზისი" აცხადებს ღია კონკურსს სასწავლო პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე.
ℹ️დამატებითი ინფორმაცია იხ. ბმულზე :
https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=738087

🤝სსიპ კოლეჯი „ფაზისი“ აქტიურად აგრძელებს ჩართულობას იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რომლებიც ქვეყანაში პროფესიული განათლების...
09/07/2026

🤝სსიპ კოლეჯი „ფაზისი“ აქტიურად აგრძელებს ჩართულობას იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რომლებიც ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კადრების მომზადებას ისახავს მიზნად.

ამჯერად, კოლეჯის დირექტორმა ნინო ბაკურაძემ და პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა მარიამ ღლონტმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომელიც კოლეჯებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან გაიმართა.

📍 შეხვედრა, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გახსნა, მიზნად ისახავდა:

- სამშენებლო სექტორით დაინტერესებულ კომპანიებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას;

- კვალიფიციური კადრების მომზადებისა და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც კვალიფიკაციების შემუშავების, ისე საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი განახლების მიმართულებით.

✅სახელმწიფოს, ბიზნესისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივი, აქტიური მუშაობა საუკეთესო გზაა ახალგაზრდების დასაქმების, კადრების დეფიციტის შემცირებისა და სამშენებლო სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის.

#იყავიპირველიფაზისთანერთად

08/07/2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა კოლეჯებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გახსნა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის გაძლიერების, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა.

ბაია კვიციანის თქმით, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, პროფესიული განათლების სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო სექტორთან როგორც კვალიფიკაციების შემუშავების, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების განახლების მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: სამშენებლო სექტორში კვალიფიციური ადამიანური რესურსის დეფიციტი, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ბიზნესსა და პროფესიულ განათლებას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მექანიზმები.

აღინიშნა, რომ სახელმწიფოს, ბიზნესისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების დეფიციტის შემცირებას და ახალგაზრდების დასაქმებას. ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელებასა და სამშენებლო სექტორის გრძელვადიან განვითარებას.

Endereço

კონსტიტუციის N54
Poti, CE
4400

Horário de Funcionamento

Segunda-feira 09:00 - 18:00
Terça-feira 09:00 - 18:00
Quarta-feira 09:00 - 18:00
Quinta-feira 09:00 - 18:00
Sexta-feira 09:00 - 18:00

Telefone

+995493275306

Notificações

Seja o primeiro recebendo as novidades e nos deixe lhe enviar um e-mail quando სსიპ კოლეჯი "ფაზისი" posta notícias e promoções. Seu endereço de e-mail não será usado com qualquer outro objetivo, e pode cancelar a inscrição em qualquer momento.

Entre Em Contato Com A Escola/colégio

Envie uma mensagem para სსიპ კოლეჯი "ფაზისი":

Atalhos

Compartilhar

Categoria