14/08/2026
📍ხშირად მეკითხებიან სხვადასხვა დარღვევის დროს მძღოლს რამდენი ქულა აკლდება? ახლა ჩამოვწერ თანმიმდევრობას და გაითვალისწინეთ‼️
✅ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა - 1️⃣0️⃣ ქულა;
✅ სიჩქარის დადგენილი ზღვრის 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ით გადაჭარბება - 1️⃣0️⃣ ქულა;
✅ სიჩქარის დადგენილი ზღვრის 50 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება - 2️⃣0️⃣ ქულა;
✅ სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა - 1️⃣5️⃣ ქულა;
✅ მანევრირების წესების დარღვევა - 2️⃣0️⃣ ქულა;
✅ სატრანსპორტო საშუალებით ტროტუარზე მოძრაობა - 3️⃣0️⃣ ქულა;
✅ ავტობუსის ზოლში მოძრაობა - 1️⃣5️⃣ ქულა, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში — 3️⃣0️⃣ ქულა;
✅ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილ ავტობუსის ზოლში მოძრაობა - 2️⃣0️⃣ ქულა, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში — 3️⃣0️⃣ ქულა;
✅ სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში - 3️⃣0️⃣ ქულა;
✅ სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლზე შემოწმებისთვის თავის არიდება - 4️⃣0️⃣ ქულა;
✅ სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში - 4️⃣0️⃣ ქულა;
✅ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც დასაშვებ ზღვარზე მეტად აბინძურებს გარემოს - 1️⃣0️⃣ ქულა;
✅ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება, ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 2️⃣5️⃣ ქულა.