დაიწყო მონაწილეების მე-15 ნაკადის რეგისტრაცია პრაქტიკულ ონლაინ კურსზე - "საბაჟოსთან ურთიერთობა" გაფართოებული პროგრამით
✅ვისთვისაა კურსი:
ონლაინ კურსი მთლიანად ორიენტირებულია იმპორტიორების და ექსპორტიორების საჭიროებებზე და განკუთვნილია:
1) კომპანიების საბაჟო, ლოჯისტიკის და შესყიდვების წარმომადგენლებისათვის;
2) კომპანიების მოქმედი საბაჟო დეკლარანტებისათვის, რომელთაც შეხება აქვთ დეკლარირებასთან / საბაჟო დოკუმენტაციის წარმოებასთან და სურთ გაიღრმაონ ცალკეული საბაჟო საკითხების ცოდნა;
3) პირებისთვის, რომლებსაც სურთ დეტალურად შეისწავლონ იმპორტის საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება ASYCUDA (eCustoms)-ში;
4) ბუღალტრებისათვის, აუდიტორებისათვის, იურისტებისათვის, ხელმძღვანელებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაერკვნენ საბაჟო საკითხებში;
5) საბაჟო გამოცდილების არმქონე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
✅ტრენერი:
კურსს ატარებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის (საბაჟო აუდიტის) სამმართველოს მთავარი აუდიტორი, ავთანდილ ზივზივაძე (საბაჟო სფეროში საქმიანობის 16 წლიანი გამოცდილებით (მათ შორის უცხოეთში) და საბაჟო ტრენინგების (როგორც დასწრებული, ასევე ონლაინ) ჩატარების 11,5 წლიანი სტაჟით).
🤵 Linkedin: https://www.linkedin.com/in/avtandil-zivzivadze-31366174/
✅რას მიიღებთ:
֎ ამაღლდება თქვენი კვალიფიკაცია საქონლის განბაჟების კუთხით;
֎ დეტალურად გაერკვევით საქონლის განბაჟების პროცედურებში, დაინახავთ მათთან დაკავშირებულ რისკებს;
֎ შეძლებთ საკანონმდებლო აქტების დონეზე ოპერირებას და საბაჟო კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგს;
֎ გაეცნობით განბაჟებისათვის საჭირო დოკუმენტაციას;
֎ შეძლებთ საბაჟო დეკლარაციის „წაკითხვას“;
֎ გაეცნობით საბაჟო ელექტრონულ სერვისებს rs.ge-ზე;
֎ გაეცნობით საბაჟო დეპარტამენტში დანერგილ სიახლეებს და ინფორმაციის მოპოვების წყაროებს;
֎ დაინახავთ საერთო სურათს საბაჟოს გადმოსახედიდან;
֎ მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებთ პრაქტიკაში, რაც დაგიზოგავთ ფინანსურ და დროით რესურსებს;
֎ შეიძენთ იმ აუცილებელ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა ASYCUDA WORLD (eCustoms)-ში საბაჟო დეკლარაციის შევსებისათვის;
֎შეძლებთ იმპორტის საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსებას დამოუკიდებლად.
֎გამოიმუშავებთ თანმხლები საბუთების პირველადი კონტროლისათვის აუცილებელ საბაზისო უნარ-ჩვევებს.
✅მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
** ღირებულება: 590 ლარი
** რეგიტრაციის ბოლო ვადა: 09 თებერვალი, 2026
** დაწყება: 09 თებერვალი, 2026
** ხანგრძლივობა: 12,5 კვირა (25 შეხვედრა - 75 სრული საათი) + ტესტი
** ჩატარების ფორმა: დისტანციურად (Google Meet), კვირაში 2-ჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს
** სესიის ხანგრძლივობა 3 საათი ორი ხუთწუთიანი შესვენებით (19:30-22:30)
** ერთი კომპანიიდან 3 და მეტი მსურველის შემთხვევაში მოქმედებს 10 პროცენტიანი ფასდაკლება
** ჩვენი ტრენინგების აქტიური მონაწილეებისთვის მოქმედებს 20 პროცენტიანი ფასდაკლება
✅საკონტაქტო პირი:
🤵ავთანდილ ზივზივაძე (ტრენერი)
📱558 30 98 42
📧[email protected]
კურზე რეგისტრაციისათვის გთხოვთ, მოგვწეროთ მითითებულ ელ. ფოსტაზე (დააფიქსირეთ ტრენინგში მონაწილეობის სურვილი)
✅პროგრამა:
** დღე 1: შესავალი ლექცია, საბაჟო საქმიანობის საკანონმდებლო საფუძვლები და მათი ზოგადი მიმოხილვა, matsne.gov.ge;
** დღე 2: საქონლის საბაჟო კოდები (საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ));
** დღე 3: პრაქტიკული ნაწილი საქონლის სეს ესნ (HS, ТН ВЭД) კოდების მოძებნაში, ინტერნეტწყაროების გამოყენება;
** დღე 4: პრაქტიკული ნაწილი საქონლის სეს ესნ (HS, ТН ВЭД) კოდების მოძებნაში, სეს ესნ-ის მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის განმარტებითი შენიშვნები;
** დღე 5: პრაქტიკული ნაწილი საქონლის სეს ესნ (HS, ТН ВЭД) კოდების მოძებნაში, საქონლის კლასიფიკაცის 6 წესი;
** დღე 6: პრაქტიკული ნაწილი საქონლის სეს ესნ (HS, ТН ВЭД) კოდების მოძებნაში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საკლასიფიკაციო მოსაზრებები (Classification Opinions), წინასწარი გადაწყვეტილებები.
** დღე 7: საქონლის მიწოდების პირობები INCOTERMS 2020, ქეისების განხილვა;
** დღე 8: საბაჟო ღირებულება და მისი განსაზღვრის 6 მეთოდი, საბაჟო ღირებულების ელემენტები;
** დღე 9: მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საბაჟო ღირებულების ტექნიკური კომიტეტის (TCCV) ინსტრუმენტები, ქეისების განხილვა, მედიანის ფასები;
** დღე 10: საქონლის წარმოშობის სერტიფიკატები და მათი გამოყენების პრინციპები, საქონლის წარმოშობის კრიტერიუმები, უფლებამოსილი ექსპორტიორი, არაპრეფერენციული სერტიფიკატი;
** დღე 11: პრეფერენციული სერტიფიკატები EUR.1 (Türkiye, EU, GB, EFTA), CT-1 (დსთ, რუსეთი),
** დღე 12: ჩინურ-ქართული პრეფერენციული სერტიფიკატი, საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეფერენციული სერტიფიკატი, ფორმა "A";
** დღე 13: საბაჟო პროცედურები (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, ექსპორტი, სხვა პროცედურების მოკლე მიმოხილვა), საქონლის წინასწარი დეკლარირება;
** დღე 14: იმპორტის გადასახდელი (იმპორტის გადასახადი, აქციზი, დღგ), შემოსავლების სამსახურის მომსახურების ტარიფები;
** დღე 15: საბაჟო დეკლარაციის სახეები, საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები და მათი მიმოხილვა, საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი, აღრიცხვის მოწმობა;
** დღე 16: ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა - New Computerised Transit System (NCTS), დროებითი შენახვის დეკლარაცია ("განი");
** დღე 17: საქონლის საბაჟო დეკლარაციის (სსდ) შევსების ელექტრონული მოდული ASYCUDA WORLD (eCustoms), საქონლის საბაჟო დეკლარაციის ველების შევსების წესები, ახალი სსდ-ის შექმნა, სსდ-ის სერვერზე შენახვა, რეგისტრაცია, რისკის დერეფნის განსაზღვრა (მწვანე, ყვითელი, ლურჯი, წითელი), სსდ-ის შეფასება (A ნომრის მინიჭება); საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვებამდე და გაშვების შემდეგ;
** დღე 18: ASYCUDA WORLD (eCustoms)-ის პროგრამული ინსტალაცია კომპიუტერზე. ტესტსერვერზე იმპორტის საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება ASYCUDA WORLD (eCustoms)-ში კონკრეტული საბუთების მიხედვით (არაწინასწარი, ერთკოდიანი) ;
** დღე 19: იმპორტის საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება ASYCUDA WORLD (eCustoms)-ში კონკრეტული საბუთების მიხედვით (წინასწარი, მრავალკოდიანი);
** დღე 20: იმპორტის საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება ASYCUDA WORLD (eCustoms)-ში კონკრეტული საბუთების მიხედვით (წინასწარი, მრავალკოდიანი, საბაჟო ღირებულების ელემენტების გადანაწილების სპეციფიკით და მედიანის ფასების გათვალისწინებით);
** დღე 21: იმპორტის საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება ASYCUDA WORLD (eCustoms)-ში კონკრეტული საბუთების მიხედვით (წინასწარი, მრავალკოდიანი, მრავალი გამომგზავნისა და საქონლის მიწოდების სხვადასხვა Incoterms პირობების შემთხვევაში);
** დღე 22: საბაჟო ელექტრონული სერვისების და ელ. განცხადებების მიმოხილვა rs.ge-ზე, INFOHUB, საბაჟოსთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ორმაგი დანიშნულების პროდუქცია;
** დღე 23: ფიტოსანიტარიული-ვეტერინარული კონტროლი, "წინასწარი შეტყობინების" შევსება rs.ge-ზე; არაცხოველური წარმოშობის სურსათი;
** დღე 24: სამშენებლო პროდუქტის, სათამაშოს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის და მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინებები და მათი შევსება rs.ge-ზე (ერთი რეგლამენტის მიხედვით);
** დღე 25: საბაჟო სამართალდარღვევები და საბაჟოსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სამართალდარღვევები;
** დღე 26: ტესტირება (35 კითხვიანი ტესტი).
֎ჩვენ გვაქვს ასიკუდას ტესტსერვერზე დაშვების ოფიციალური უფლება (20 მომხმარებელი)
֎საბაჟო დეკლარაციის შევსებისას, ყველა მონაწილის მიერ შევსებული საბაჟო დეკლარაცია მოწმდება ინდივიდუალურად
֎საბაჟო დეკლარაციის შევსებისას, ყველა მონაწილე იმუშავებს მხოლოდ თავისი მომხმარებლით და პაროლით
✅ტესტირება:
ყოველი ძირითადი თემის დასასრულს, ჩატარდება დისტანციური ტესტირება (kahoot.it-ზე). საბოლოო ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში (25 და მეტი), გაიცემა ელექტრონული ორენოვანი სერთიფიკატი
✅ლიტერატურა:
პრეზენტაციები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები, მთავრობის დადგენილებები და ა.შ. ყოველ მონაწილეს მიეწოდება ელ. ფოსტის მეშვეობით
#საბაჟო #საბაჟოტრენინგი #საბაჟოდეკლარირება #საბაჟოდეკლარაცია #ასიკუდა #იმპორტი #ექსპორტი #ლოჯისტიკა #გადაზიდვები
საბაჟოსთან ურთიერთობა • ავთანდილ ზივზივაძის საავტორო კურსი საბაჟო ტრენინგების ჩატარება
05/01/2026
29/12/2025
08/09/2025
02/08/2025
08/04/2025