25/06/2026
განსხვავება ნაც-აკაცუკებსა და ადამიანურ ოპოზიციას შორის ეს არის! მადლობა ბატონ ჯონდი ბაღათურიას ჩვენი ჰერელების პრობლემის გახმოვანებისთვის. პრობლემა გაჩნდა საქართველოს პარლამენტში აღნიშნული კანონის კენჭისყრაზე, რომელზეც დიასპორის კომიტეტის ზოგიერთ დეპუტატს ჩამოეძინა.
PS. რატომ ვახსენე ნაც-აკაცუკები?
ახლა რასაც დავწერ, ამის ვიდეო ჩანაწერები დევს პარლამენტის გვერდზე.
❗ ბოლოს, როცა ჩვენი ხანგრძლივი მცდელობის შედეგად პარლამენტში ჰერეთის საკითხზე სხდომა გაიმართა, ჰერელები ველოდით ოპოზიციის აქტიურ მხარდაჭერას. მაშინ სხვა თვალით ვუყურებდით ოპოზიციას და სხდომაზე მათი მხარდაჭერის იმედი გვქონდა. მაგრამ, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ნაცების პარტიამ, ნაც-ანასხლეტების პარტიამ და აკაცუკების ლიდერებმა ვერ აიტანეს საქართველოს პარლამენტში ჰერეთისთვის დროის დათმობა და დაგვიპირისპირდნენ! სავარაუდოდ, მათ გათვალეს, რომ თუ ჰერეთის წინააღმდეგ წავიდოდნენ, ამით აზერბაიჯანელების გულს მოიგებდნენ. სხვა ლოგიკურ ახსნას მე ვერ ვპოულობ.
1) ნაციონალური მოძრაობის პარლამენტარმა ირმა ნადირაშვილმა, რომელიც არჩეული იქნა დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, თანამდებობის ხელფას-ნამატი გაინაღდა და დემონსტრაციულად დატოვა ჰერეთის (საინგილოს) ქართველებისადმი მიძღვნილი სხდომა.
2) ალტერნატიული ნაცების პარტიის დეპუტატმა სერგო რატიანმა გამოავლინა პათოსი: რა დროს ჰერეთია, მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანელების კეთილდღეობაზე ვისაუბროთო.
3) აკაცუკების მდედრობითი ლიდერი ნინო ლომჯარია კი პირდაპირ თავხედურად დაუპირისპირდა ჰერეთის ქართველების უფლებების გაუმჯობესებას! მას შემდეგ დაინტერესებულმა პირებმა ნინო ლომჯარიას 2019 წლის 26 თებერვლის განცხადება არაერთხელ გამოიყენეს ჰერეთის ქართველების წინააღმდეგ!
2019.02.26
🎥 25.06.2026 გადაცემის სრული ვიდეოს მისამართი: https://www.youtube.com/live/GI_Lsw_gu8A?si=jibFNByw9W61y4gu