06/06/2021
📌 საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
🚩 1. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე ჩვენთის არავის მოუმართავს და იგი მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი. ამიტომაც მოგვიანებით ჩავერთეთ. ამჟამად ვითარება შეცვლილია. იქ სოცმუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება. ბავშვებთან მიმართებაში ეკლესია კვლავაც ითანამშრომლებს სათანადო უწყებებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით.
🚩 2. ამასთან, ვაცხადებთ, რომ გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს, რადგან სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ; აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია.
🚩 3. აუცილებელია, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად და ობიექტურად მოახდინონ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიება, რათა სამართლიანი შეფასება მიეცეს მოვლენებს.
🚩 4. ვთვლით, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ. ჩვენი პოზიციით, გადაყვანის დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი პროცესი მხოლოდ დააზარალებს აღსაზრდელებს და წინააღმდეგობაში მოდის მათი უფლებების სათანადო დაცვასთან.
🚩 5. მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული ბავშვის უფლება და უზრუნველყოფილი მიუმხრობელი და მათზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რათა არ მოხდეს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა ტრამვირება და, მეორე მხრივ, მათი გამოყენება ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისათის.
➡️ 06.06.2021
05/01/2021
❤️
"ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან... ამ საქმეს ვემსახურებოდი თითქმის სრული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში და, მიუხედავად მრავალგვარი გასაჭირისა და იმოდენა ხნის უსიხარულო ემიგრანტული ცხოვრების სიმძიმილისა, შემიძლია ვთქვა, რომ პირნათლად შევასრულე ეს ჩემი მოვალეობა მშობელი ერის წინაშე."
აქტიური მეცნიერული, პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობის განმავლობაში ექვთიმე თაყაიშვილმა უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისთვის მასალების შეკრების, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ ხელისუფლებასთან მუშაობის საქმეში, შეუფასებელია მისი სამაგალითო თავგანწირვა, რომლის ფასადაც ჩვენმა სამშობლომ ისტორიული საგანძური შეინარჩუნა და დაიბრუნა. ამასთან ერთად კი, უმნიშვნელოვანესია მისი ღვაწლი კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.
5 იანვარი ღვთისკაცის, ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, თსუ ერთ-ერთი დამაარსებლის ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეა.
11/10/2020
ჩვენი პატარა და საყვარელი საკვირაო სკოლა კვლავ აგრძელებს მუშაობას.
გელოდებით ყოველ შაბათს 10 დან 12 საათამდე
11/10/2020
🙂💕
„თქვენო ბრწყინვალებავ, რუსეთის ფარგლებში ყველა არარუსს (ინოროდეცს) სარწმუნოებრივი მმართველობის საქმეში საკუთარი დამოკიდებულება აქვს. სომხები, მუსულმანები, ებრაელები და ა.შ. თავიანთი აღმსარებლობის მმართველობაში თვითთავადნი არიან.
მათ აქვთ თავიანთი საკუთარი სასულიერო სასწავლებლები, სადაც სწავლა მშობლიურ ენაზეა...მათ დამოუკიდებლად მართვას საკუთარი სამღვდელოება. უცნაურია, რომ ამ სიკეთეს მოკლებულნი არიან მხოლოდ მართლმადიდებელი ქართველები, თითქოს და, სასჯელად მათი მართლმადიდებლობის გამო...
ამგვარი უგუნური ვითარების შემდგომი შენარჩუნება, ჩვენი აზრით, მიჩნეული უნდა იქნეს უდიდეს სახელმწიფოებრივ და რელიგიურ შეცდომად.
ამიტომ განსახილველად წარმოგიდგენთ შუამდგომლობას, ქართული ეკლესიისათვის მის წიაღში უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის დაბრუნების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ამით ვასრულებთ ჩვენს მოქალაქეობრივ ვალს და ვასოებთ, რომ ამ თხოვნამ თქვენი ბრწყინვალების მხარდაჭერა დაიმსახუროს“.
✍️ ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა ვორონცოვ-დაშკოვთან აუდიენციისას.
#დღეისტორიაში 1905 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოთხოვნით მეფისნაცვლის სასახლეში გრაფ ი. ვორონცოვ-დაშკოვთან საქართველოს დეპუტაციის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ილია ჭავჭავაძე.
--
#11ოქტომბერი
#სამუზეუმოქრონიკები
#ილიაჭავჭავაძე
#ქართულიეკლესიისავტოკეფალია
#თბილისისმუზეუმებისგაერთიანება
27/09/2020
💕📚
IX-XV საუკუნეების ხელნაწერები - სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი
მუზეუმის ვირტუალური ფესტივალის ფარგლებში გაგაცნობთ ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზე....
13/09/2020
🙂
✨ „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა, უფალო!“
💫 ინდიქტიონის დასაწყისი – საეკლესიო ახალი წელი
✨ ახალი სტილით 14 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს საეკლესიო ახალ წელს (საეკლესიო წლის დასაწყისი), რომელსაც ასევე ინდიქტიონის დასაწყისი ეწოდება.
💫 ქრისტიანულ ეკლესიაში კალენდარული აღრიცხავა ინდიქტით თუ ინდიქტიონით რომის იმპერიის ტრადიციას უკავშირდება, რომელსაც შემდეგში ქრისტიანული დატვირთვა მიენიჭა. სიტყვა „ინდიქტიონი“ მომდინარეობს ლათინური indictio-დან, რაც „გამოცხადებას“, „განცხადებას“ ნიშნავს, რომის იმპერიაში კი საფინანსო წლის დასაწყისს გამოხატავდა. ამ დღეს იმპერატორი განაცხადებდა, თუ რა რაოდენობის ხარკი უნდა გადაეხადა მისთვის რომის იმპერიას დამორჩილებულ ხალხს.
💫 როგორც საღვთისმსახურო წიგნი „ჟამნი“ განმარტავს, ინდიქტიონი, ანუ ახალი წელი, რომის კეისრისგან შემდეგი მიზეზით განეწესა: როდესაც რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო, სექტემბრის პირველი დღე ინდიქტიონის დასაწყისად დაადგინა და თხუთმეტი წლით განსაზღვრა, მერე კი ეს დრო სამ ნაწილად გაჰყო. თითოეული ხუთწლეულის პირველ სექტემბერს დაპყრობილ ქვეყნებსა და ხალხებს ხარკი უნდა ეძლიათ. პირველ ხუთ წელიწადს ხარკს სპილენძითა და რკინით იხდიდნენ, მეორე ხუთეულში – ვერცხლით, მესამე ხუთეულში კი – ოქროთი. ამის შემდეგ ისევ თავიდან იწყებდნენ.
💫 ოფიციალური ბიზანტიური კალენდარული აღრიცხვა, ე. წ. კონსტანტინე დიდისა, ანუ კონსტანტინეპოლური აღრიცხვა, დაიწყო 312 წლის 1 სექტემბერს, როდესაც კონსტანტინე დიდმა იმპერატორი მაქსენტიუსი დაამარცხა და ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიეცათ.
📖 ამ დღეს ეკლესია იხსენებს, თუ როგორ კითხულობდა იესო ქრისტე ქალაქ ნაზარეთის სინაგოგაში ესაიას წინასწარმეტყველების ერთ ადგილს, რომელშიც განაცხადა „უფლის წყალობის წელიწადის“ შესახებ (ეს. 61. 1-2) და, ამგვარად, საკუთარი თავი წარმოაჩენა იქ მყოფთა წინაშე (იხ.: ლუკ. 4, 18-19).
📖 გადმოცემა მაცხოვრის სინაგოგაში შესვლის დღეს 1 სექტემბერთან აკავშირებს. ბიზანტიელებმა უფლის ამ საკითხავში დაინახეს მითითება ახალი წლის სადღესასწაულოდ აღნიშვნის შესახებ და მართლმადიდებელ ეკლესიაში ლიტურგიაზე დღემდე იკითხება ეს სახარებისეული ადგილი. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიის გვიანბიზანტიურ ხანაში სახარებას ამ დღეს თავად პატრიარქი კითხულობდა.
💫 სწორედ ამ მოვლენების აღსანიშნავად ბერძნულ ეკლესიაში უძველესი დროიდანვე (როგორც ვარაუდობენ, I მსოფლიო კრების შემდეგ) წელიწადის ათვლა პირველი სექტემბრიდან იწყება. თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. გარკვეულ პერიოდში როგორც ლათინურ დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში, წლის დასწყისად 1-ლი თუ 25 მარტი (ხარების დღე) მიიჩნეოდა. შემდეგ თანდათანობით დამკვიდრდა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან, მაგრამ საეკლესიო ახალი წელი დღესაც იწყება და იდღესასწაულება 1/14 სექტემბერს.
🙏 ამ დღეს წმინდა ეკლესია ყოველივე დაბადებულის შემოქმედს შესთხოვს, „აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა“.
✍️ მოამზადა ნინო გაგოშაშვილმა
📚 გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ არქივიდან, 2009 წელი