ეკოლოგოსი • Ecologosi

ეკოლოგოსი • Ecologosi

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ეკოლოგოსი • Ecologosi, School, Yerevan.

16/04/2026

🌿 გინდა გახდე ეკო-დეტექტივი? გინდა შენმა გუნდმა დაამტკიცოს, რომ ბუნება თქვენი სტიქიაა? მაშინ ეკოლოგოსის ეკო-ოლიმპიადა შენთვისაა! 🌍
ეკოლოგოსი არის ეკო-ინტელექტუალური თამაში, სადაც მოსწავლეები გუნდებად იკრიბებიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან ბუნებისა და ეკოლოგიის ცოდნაში. ეს არ არის ჩვეულებრივი ოლიმპიადა — აქ სწავლა სიხარულად იქცევა, ბუნება კი თავგადასავლად! 🏔️🌱
სამ ეტაპად გაივლი გზას ონლაინ ტესტიდან პირისპირ შეჯიბრებამდე, და ბოლოს — ბუნებაში, სადაც მცენარეებს ამოიცნობ, ჰაერის ხარისხს შეისწავლი და ნამდვილ საველე კვლევას ჩაატარებ! 🦋🔬
იპოვე შენი თანამოაზრეები შენს ასაკობრივ კატეგორიაში, შეკარი 3–5 კაციანი გუნდი და დარეგისტრირდი 27 აპრილამდე — I ტური უფასოა! 💚
📌 რეგისტრაციისა და ჩატარების დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე:
👉 https://ecologosi.edu.ge/auth
📩 [email protected]
#ეკოლოგოსი #ეკოლოგია #საქართველო 🇬🇪

Photos from ეკოლოგოსი • Ecologosi's post 14/03/2026

კონფერენცია 2026 - გაზაფხულის სეზონი

✒️ „ხელოვნური ინტელექტი როგორც უნივერსალური პროფესიული ინსტრუმენტი: მრავალსექტორული გამოყენება, კომპეტენციური განვითარება და ორგანიზაციული ინოვაცია“

კონფერენციის ფარგლებში მომხსენებლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე განათლების სფეროში და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მასწავლებლებს თანამედროვე სასწავლო პროცესში ეხმარება. განხილული იყო, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გაკვეთილების დაგეგმვისას, სასწავლო მასალების შექმნისას, მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებისა და სწავლების პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვისთვის.

კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეუძლია მასწავლებელს გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი როგორც დამხმარე ინსტრუმენტი — სწავლების გასამარტივებლად, ინოვაციური მეთოდების დანერგვისთვის და მოსწავლეებში თანამედროვე უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის.

კონფერენციის შემდგომ სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ როგორც მომხსენებლები, ასევე კონფერენციის დამსწრე პირები.

ეს კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების როლის გააზრებისა და იმ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისთვის, რომელიც ხელს უწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას და მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას.



Conference 2026 - Spring Season

✒️ “Artificial Intelligence as a Universal Professional Tool: Multisectoral Application, Competency Development, and Organizational Innovation.”

Within the framework of the conference, special attention was focused on the use of artificial intelligence in education and on the opportunities it provides for teachers in the modern teaching process. Speakers discussed how artificial intelligence can support lesson planning, creation of educational materials, addressing students’ individual needs, and making the learning process more effective.

Participants also emphasized how teachers can use artificial intelligence as a supportive tool to simplify their work, introduce innovative teaching methods, and support the development of modern skills in students.

Following the conference, both speakers and attendees were awarded certificates.

This conference was important for understanding the role of modern technologies in education and for sharing practical experiences that help improve the teaching process and support teachers’ professional development.

Photos from ეკოლოგოსი • Ecologosi's post 27/02/2026

საგანმანათლებლო ცენტრ ,,ეკოლოგოსსა” და სკოლა ,,გენიოსს” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ეკოლოგიური ცნობიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური უნარების გაძლიერებას მოსწავლეებში.

თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლა „გენიოსის“ მოსწავლეებს ჩაუტარდათ ვორქშოპი თემაზე — ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სხვადასხვა პროექტებსა და პრეზენტაციებში. შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ, როგორ დაგვეხმარება ხელოვნური ინტელექტი გარემოს დაცვის პროცესებში, რესურსების ეფექტიან მართვასა და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში.

ამასთანავე, მათ პრაქტიკულად შეისწავლეს, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანად გამოყენება კვლევით საქმიანობაში, იდეების გენერირებაში, ვიზუალური მასალის შექმნასა და პრეზენტაციების გამრავალფეროვნებაში.

ვორქშოპმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი და მაღალი ჩართულობა გამოიწვია. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მოსწავლეთა მომზადებას თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის.

გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ ბევრ საინტერესო და ნაყოფიერ პროექტს დაუდებს საფუძველს 💚🌍

19/08/2025

რუბრიკა | ეკო-ფაქტები ეკოლოგოსისგან...

"ხეების საიდუმლო ინტერნეტი" 🌳💻

იცოდით რომ ხეები სოციალურები არიან! 🤫
მიწისქვეშ მათი ფესვები დაკავშირებულია მიკორიზურ სოკოებთან, ქმნიან ნამდვილ „Wood Wide Web“-ს 🌐✨
ეს ფაქტი გამომდინარეობს იქედან, რომ მიკორიზური სოკოები ეხმარებიან ხეებს მინერალებისა და წყლის მიღებაში, ძალიან დიდ მანძილზეც კი.

🚨 საფრთხის სიგნალები:
როცა ხეს მავნებელი ემუქრება 🐛, ხეები აფრთხილებენ მეზობლებს ქიმიური გზებით ⚡
ეს სიგნალები წარმოიქმნება ფიტოალექსინების საშუალებით, რაც მეზობელ მცენარეებს თავდაცვაში ეხმარება.

🍯 საკვების გაზიარება:
ჯანმრთელი ხეები უზიარებენ წყალს 💧, შაქარს 🍬 და საკვებ ნივთიერებებს 🌿 ავადმყოფ ან ახალგაზრდა მცენარეებს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ერთი ზრდასრული ნაძვი 10-მდე ნერგს ენერგიის ნაწილს უზიარებს.

✨ ბუნებრივი ინტერნეტი:
ერთი სოკო შეიძლება დააკავშიროს მრავალ მცენარეს – ბუნების ყველაზე ძველი ქსელი 🌳💻💫
სოკოებს შეუძლია ათასობით ხის ფესვის დაკავშირება, ზოგიერთი ქსელი ათწლეულებს ძლებს.

Photos from ეკოლოგოსი • Ecologosi's post 05/07/2025

"ეკოლოგოსის" ფინალური ტურის გამარჯვებულები გამოვლენილნი არიან! 🏆🌍

საპრიზო ადგილები:
დაწყებითი კლასების კატეგორია
🥇1-ელი ადგილი - “მწვანე ჰორიზონტი”
🥈მე- 2 ადგილი - “დინამო”
🥉მე- 3 ადგილი - “გენიოსელები”

საბაზო საფეხურის კატეგორია

🥇1-ელი ადგილი - “ბუნების მცველები”
🥈მე- 2 ადგილი - “არსენიკუმები”

მონაწილე გუნდებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი ფანტასტიკური ცოდნა ეკოლოგიის საკითხებში. 🧠🌳
ფინალური ტური ნამდვილად დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა, რომელიც ბუნებაში ჩატარდა.

გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ შთამბეჭდავი პრიზები: ჯინო ფერედაისის ვაუჩერები 🏊‍♀️🏖️ და შემეცნებითი ენციკლოპედიები!

ვულოცავთ ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით გამარჯვებულებს ამ შესანიშნავ მიღწევას! 🥳👏

დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორს, სპონსორს, მონაწილეს და პედაგოგს ამ შესანიშნავი პროექტისთვის!

თქვენ ხართ ნამდვილი ეკო-გმირები! 🌟🌍

30/06/2025

🌿 ეკო-ტური ალგეთის ეროვნულ პარკში! 🌿
✨ სასიამოვნო და მრავალფეროვანი დღე თქვენი შვილებისთვის ✨
მშობლებო, თუ ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანა – ჩვენ გვაქვს იდეალური გამოსავალი!
ჩვენი ერთდღიანი ეკო-ტური ალგეთის ეროვნულ პარკში სპეციალურად ბავშვებისთვისაა შექმნილი!
📍 რას მოიცავს ტური:
✅ ტრანსპორტირებას თბილისიდან ალგეთის ეროვნულ პარკში და უკან;
✅ ჯანსაღი და გემრიელი საკვები;
✅ შემეცნებითი თამაშები ბუნებაში;
✅ გასართობი აქტივობები;
✅ მცირე სეირნობა ტყეში;
✅ ბავშვებზე იზრუნებენ გამოცდილი პედაგოგები.
📅 ტურის თარიღი: 14 ივლისი
🕘 გასვლის დრო: 10:00 სთ.
📍 ასაკი: 7-12 წელი
💸 ღირებულება: 50
📲 რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
ნუ გაუშვებთ შანსს – აჩუქეთ ბავშვებს სიხარულით სავსე დღე ბუნებაში! 🌳🌞

26/06/2025

🌿 ეკო-ტური ალგეთის ეროვნულ პარკში! 🌿
✨ სასიამოვნო და მრავალფეროვანი დღე თქვენი შვილებისთვის ✨

მშობლებო, თუ ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ ბავშვების ქალაქგარეთ გაყვანა – ჩვენ გვაქვს იდეალური გამოსავალი!
ჩვენი ერთდღიანი ეკო-ტური ალგეთის ეროვნულ პარკში სპეციალურად ბავშვებისთვისაა შექმნილი!

📍 რას მოიცავს ტური:
✅ ტრანსპორტირებას თბილისიდან ალგეთის ეროვნულ პარკში და უკან;
✅ ჯანსაღი და გემრიელი საკვები;
✅ შემეცნებითი თამაშები ბუნებაში;
✅ გასართობი აქტივობები;
✅ მცირე სეირნობა ტყეში;
✅ ბავშვებზე იზრუნებენ გამოცდილი პედაგოგები.

📅 ტურის თარიღი: 3 ივლისი
🕘 გასვლის დრო: 10:00 სთ.
📍 ასაკი: 7-12 წელი
💸 ღირებულება: 50
📲 რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში ან დარეკეთ:
571 054 489

ნუ გაუშვებთ შანსს – აჩუქეთ ბავშვებს სიხარულით სავსე დღე ბუნებაში! 🌳🌞

25/06/2025

🌿🌳 ეკოლოგოსი - მესამე, ფინალური ტური დიღმის ტყე-პარკში! 🌳🌿

მოემზადეთ დაუვიწყარი ეკო-ინტელექტუალური თავგადასავლებისთვის! 🥳
გაცნობებთ, რომ ეკო-ინტელექტუალური თამაშის „ეკოლოგოსი“ მესამე, ფინალური ტური გაიმართება დიღმის ტყე-პარკში. 🌳💚
გელოდებათ უამრავი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა ეკოლოგიის თემატიკაზე.
🤓🍃 მოდით, გავერთოთ და ერთად შევიძინოთ ახალი ცოდნა ჩვენი გარემოს შესახებ! 🌍✨
I კატეგორია - 11:00 საათი⏰
II კატეგორია - 13:00 საათი.

მესამე ტურში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 25 ლარს. 💸

Photos from ეკოლოგოსი • Ecologosi's post 16/06/2025

ეკო-ინტელექტუალური თამაშ „ეკოლოგოსის“ მეორე ტური, მესამე და მეოთხე კატეგორიის მოსწავლეებისთვის, წარმატებით გაიმართა! ეს იყო საოცარი შესაძლებლობა, სადაც ახალგაზრდა ეკო-ინტელექტუალებმა თავიანთი ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
🌳 მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი ღრმა ცოდნა გარემოსდაცვით საკითხებში და წარმატებით გაიარეს რთული და საინტერესო გამოწვევები. 🏆
აღსანიშნავია, რომ ტესტები მოიცავდა არა მხოლოდ კითხვებს, არამედ შემოქმედებით დავალებებსა და პრეზენტაციებსაც, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევდა, სრულად გამოევლინათ თავიანთი პოტენციალი და ორიგინალური მიდგომები წარმოეჩინათ.
დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს! 🙏
ფინალისტები გამოვლენილია! 🌍🌟
წარმოგიდგენთ იმ გუნდების სიას, რომლებმაც წარმატებით გადალახეს მეორე ეტაპი და მოიპოვეს შესაძლებლობა, იბრძოლონ გამარჯვებისთვის "ეკოლოგოსის" ფინალურ ტურში!
ვულოცავთ ფინალურ ტურში გადასულ თითოეულ გუნდს! 🥳 მოუთმენლად ველით თქვენს ხილვას ფინალურ ეტაპზე, სადაც კიდევ უფრო დიდი გამოწვევები გელოდებათ. 💪 ფინალური ტურის დეტალებს მალე გაგაცნობთ, ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს, რათა არ გამოტოვოთ სიახლეები! 🔔

https://docs.google.com/spreadsheets/d/1BcyqjJmAuye0irg30aw1HSBXY4orr4BZHd5GM6OSURc/edit?usp=sharing

Photos from ეკოლოგოსი • Ecologosi's post 16/06/2025

ეკო-ინტელექტუალურ თამაშ "ეკოლოგოსის" მეორე ტური წარმატებით დასრულდა! 🎉

ოლიმპიადის მეორე ტური ინტელექტისა და ეკო-ცნობიერების ნამდვილი ზეიმი აღმოჩნდა! 🧠🌳 მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი ღრმა ცოდნა გარემოსდაცვით საკითხებში და გაიარეს რთული, საინტერესო გამოწვევები. 🏆

მადლობა თითოეულ მონაწილეს! 🙏
წარმოგიდგენთ იმ გუნდების სიას, რომლებმაც წარმატებით გადალახეს მეორე ეტაპი და მოიპოვეს შესაძლებლობა იბრძოლონ გამარჯვებისთვის "ეკოლოგოსის" ფინალურ ტურში! 🌍🌟

ვულოცავთ ფინალურ ტურში გადასულ თითოეულ გუნდს! 🥳 მოუთმენლად ველით თქვენს ხილვას ფინალურ ეტაპზე, სადაც კიდევ უფრო დიდი გამოწვევები გელოდებათ. 💪
ფინალური ტურის დეტალებს მალე გაგაცნობთ, ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს, რათა არ გამოტოვოთ სიახლეები! 🔔

შედეგები იხილეთ ბმულზე:

https://docs.google.com/spreadsheets/d/1BcyqjJmAuye0irg30aw1HSBXY4orr4BZHd5GM6OSURc/edit?usp=sharing

Photos from ეკოლოგოსი • Ecologosi's post 07/06/2025

ეკოლოგიური ოლიმპიადა ,,ეკოლოგოსის” I ტური წარმატებით ჩატარდა! 🤩

მოსწავლეებმა წარმოაჩინეს შთამბეჭდავი ცოდნა და ეკოლოგიური საკითხებისადმი განსაკუთრებული ინტერესი. ეს დღე სავსე იყო შემეცნებითი გამოწვევებითა და დაუვიწყარი ემოციებით.
პირველმა ტურმა საშუალება მოგვცა, აღმოგვეჩინა ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები, რომლებიც მზად არიან, წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვის საქმეში. ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს შემდეგ ტურში გადასვლას და ვუსურვებთ წარმატებას ოლიმპიადის მომდევნო ეტაპებზე!

მოუთმენლად ველით მომდევნო ტურს, სადაც მოსწავლეებს კიდევ უფრო საინტერესო გამოწვევები ელით…❤️🤩

Want your school to be the top-listed School/college in Yerevan?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address


Yerevan