03/02/2018
ფარმაცევტის თანაშემწე
პროგრამის ხანგრძლივობა
თეორიული სწავლებისას სწავლის კვირა - 9
სასწავლო დღე - 34
სასწავლო საათი - 120
დატვირთვა კვირაში - 14 სთ. (კვირაში ოთხი დღე 4-4-3-3 )
პრაქტიკული სწავლებისას სასწავლო კვირა - 2
სასწავლო დღე - 10
სასწავლო საათი - 80
დატვირთვა კვირაში 40 სთ
პრაქტიკული და თეორიული სწავლების თანაფარდობა
პრაქტიკული სწავლება -80 სთ
თეორიული სწავლება - 120 სთ
პრაქტიკული და თეორიული სწავლებია პროცენტული წილი 40% / 60%
სულ
სასწავლო კვირა -11
სასწავლო დღე - 44
სასწავლო საათი - 200
მსმენელები გადიან ორკვირიან პრაქტიკას აფთიაქში, კვირაში 40 საათიანი დატვირთვით .
პროგრამის მიზანია
მსმენელთამომზადება-გადამზადება,რის შემდეგაც ისინი შეძლებენ ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღება - განთავსებას, აღწერას, პარაფარმაცევტული პროდუქციის გაცემის პროცესში მონაწილეობას, ნაშთების პერიოდულ კონტროლს , მცირე შეფუთვებად მზა წამლის ფორმის დაფასოებას და მომხმარებელთან კომუნიკაციას .
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს :
* პროდუქციის ვიზუალურად შემოწმებას , იგივეობის, სასაქონლო ნიშნებისა და რაოდენობის დადგენას, ორიგინალური შეფუთვის მცირე შეფითვად დაფასოება- მარკირებას;
* მომხმარებელთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისასფარმაცევტული ეთიკის და დეონტოლოგიის პრინციპების გათვალისწინებას ;
* მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქციის ( ბავშვთა კვების, მოვლის და ჰიგიენის საგნები , სამკურნალო და დეკორატიული პროდუქცია ) შეგროვება- დათვალიერებას, კონსულტაციის გაწევას პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების, გამოყენებისა და შენახვის პირობების შესახებ ;
* ანგარიშის მომზადება- ჩაბარებას პროდუქციის მიღების , ნაშთის პერიოდული შემოწმების, ექსტემპორალური წამლის ფორმების მომზადების, მცირე შეფუთვებად წამლის ფორმების დაფასოების შესახებ ;
* ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვას ;
* მომხმარებელთან ურთიერთობასა და კომუნიკაციას .
კურსის ღირებულებაა -500ლარი