26/12/2025
#31დეკემბერი
#საახალწლოღონისძიება
#ტყიბულისცენტარალურიმოედანი
✨ახალი წლის დღეების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით 31 დეკემბერს, ტყიბულში ,,გუფი ლენდის“ კონცერტი გაიმართება.
✨ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საახალწლო აქტივობები დილიდან დაიწყება.
❄️12:00-19:00 სთ - სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე ანიმატორები იზრუნებენ, მხიარული ავტობუსით ყველა უბანს მოივლიან და ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებენ.
❄️18:00 სთ - ცხელი გლინტვეინი, საახალწლო ორცხობილები, ოკრიბული ნუგბარი-,,ჩაროზი“
❄️20:00 სთ - თეატრალიზირებული მუსიკალური კომპოზიცია
❄️22:00 სთ - ,, გუფი ლენდი“
🎆საზეიმო ფოიერვერკი
ერთად შევიქმნათ საახალწლო განწყობა.
25/12/2025
🎄🌟 დღეს, მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით საახალწლო კარნავალი მოეწყო, რომელშიც ტყიბულის N4 საჯარო სკოლის VI-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
🥳 💃🕺 ღონისძიება ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო ნომრებით იყო წარმოდგენილი, სახალისო და იუმორისტული სკეჩებით, საახალწლო მელოდიებით, ცეკვებით და ლექსებით.
👸🤴 თითოეული კლასი წარმოდგენილი იყო სამეფოებად და ჯადოსნური საახალწლო განწყობა შეუქმნეს დამსწრე საზოგადოებას.
💖 მადლობა ახალგაზრდებო თქვენ და თქვენი კლასის დამრიგებლებს ამაღლებული ,ძალიან თბილი, ხალისიანი და ლამაზი დღე რომ გვაჩუქეთ. მადლობა თქვენს მშობლებს მხარდაჭერისთვის.
🎄✨ გილოცავთ დამდეგ 2026 წელს!
💫✨ მშვიდობის,კეთილდღეობის, ხვავისა და ბარაქის , ულევი წინსვლისა და წარმატებების მომტანი წელი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის!
25/12/2025
🎄საახალწლო დღესასწაულის ღონისძიებების ფარგლებში, სსიპ ქალაქ ტყიბულის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი ( I-V კლასების) კათედრის ორგანიზებით, 2025 წლის 24 დეკემბერს საახალწლო კონცერტი მოეწყო.
🎀 ჩვენმა პატარა მოსწავლეებმა ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურეს და ძალიან ლამაზი ღონისძიება წარმოადგინეს, რომელსაც მუსიკალურად აფორმებდა მუსიკის პედაგოგი, ფატი გვენეტაძე. მოსწავლეებმა შეასრულეს მრავალხმოვანი საახალწლო სიმღერები და ცეკვები.
🎊🎉სსიპ ქალაქ ტყიბულის N4 საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. მშვიდობას, ბედნიერებას, წინსვლას და ულევ წარმატებებს გისურვებთ.
🔰 ღონისძიების ხელმძღვანელები:
მადონა დვალი;
ქეთევან ბუხაიძე;
თამარი გვენეტაძე;
24/12/2025
2️⃣4️⃣ დეკემბერი
1️⃣9️⃣:0️⃣0️⃣ საათი
🎄 ერთად ავანთოთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე!
🔹ტყიბული, ცენტრალური მოედანი
22/12/2025
📜სსიპ ქალაქ ტყიბულის №4 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეების მიერ ჩატარდა პრეზენტაცია, რომელიც ექსკურსიის დროს ნანახ და მოსმენილ ისტორიებს დაეთმო.
⛪ მოსწავლეებმა ისაუბრეს , აბო თბილელის ნიშსა, მეტეხის ტაძარზე მთაწმინდის პანთეონსა და სამების საკათედრო ტაძარში მიღებულ შთაბეჭდილებებზე.
🗣️ პრეზენტაციისას მათ გააზიარეს როგორც ისტორიული ფაქტები, ისე საკუთარი ემოციები და დასკვნები ნანახისა და მოსმენილის საფუძველზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აბო თბილელისა და ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
👥 მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარუდგინეს სკოლის საზოგადოებას.
🌟 ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას, აზრის გამოთქმისა და საჯაროდ საუბრის უნარების განვითარებას.
22/12/2025
22 დეკემბერს, 16:00 საათზე, ტყიბულის სპორტის სასახლეში, საფეხბურთო კლუბ ტყიბულის ,,მეშახტეს” და ტოკიოს გრანდ-სლემის ჩემპიონის ილია სულამანიძის დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
ტყიბულის ,,მეშახტე’’ 2026 წელს ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.
ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქალაქის სპორტული წარმატება!