Humphrey fellow from Georgia

Humphrey fellow from Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Humphrey fellow from Georgia, Monument Ave, Richmond, VA.

ომის შემდგომ ეკონომიურ კრიზისზე მე კომპეტენტურ აზრს ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ ამ მოწიწებულ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავ ი...
04/06/2022

ომის შემდგომ ეკონომიურ კრიზისზე მე კომპეტენტურ აზრს ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ ამ მოწიწებულ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავ იმ ფაქტებს, რომლებსაც უდიდესი ზეგავლენა ექნებათ უკრინაში წამალდამოკიდებულებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისზე ომის დასრულების შემდეგ

ძალიან ბევრი იწერება ომზე, იმდენად ვართ დასტრესილები შემზარავი კადრებით რომ იშვიათად თუ გვახსენდება რა ნეგატიური შედეგები შეიძლება განვითარდეს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და წამალდამოკიდებულების კუთხით პოსტ ფაქტუმ. პასუხი მარტივი და შემზარავია - გაიზრდება მოთხოვნა-მიწოდება სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთერებებზე და გვექნება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და წამალდამოკიდებულების კრიზისი.

ვიცით რომ ამ ყველაფრის საფუძლველი ომია, მაგრამ ამ გენერალიზებული ფრაზის მიღმა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია, რაც კრიზისის გამწვავებაში დიდ როლს ითამაშებს.

ცნობილია ის ფაქტი, რომ ნივთიერებათა ავადმოხმარება ომის დროს ყოველთვის მისაღები ფორმა იყო ჯარისკაცებში. ხოლო მიზეზი იმისა, თუ რატომ მოიხმარენ ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს არის მრავალფეროვანი. მაგ: მიღებული ნარკოტიკული საშუალებით ჯარისკაცები ზრდიან მათ მიერ პერფორმანსის დონეს, მკურნალობენ იმ ტკივილს, რაც განპირობებულია ჭრილობებითა და მოტეხილობებით, ალკოჰოლი და სხვა მავნე ნივთიერებები ეხმარებათ ჯარისკაცებს სტრესის დაძლევასა და ერთმანეთთან სოციალიზაციაში და ა.შ.

ფაქტებისთვის: მეორე მსოფლიო ომში აქტიურად იყენებდნენ ამფეტამინებს. ნაცისტებმა დაიწყეს აღნიშული ტრენდი, როდესაც პერტვიტინის (კრისტალური მეტამფეტამინის ადრეული ვერსია) მოხმარებას მიყვეს ხელი. გერმანელებმა აგრეთვე შექმნეს კოკაინის საღეჭი რეზინები, რომლებიც პილოტებს ეხმარებოდა სიფხიზლესა და მუდმივ მზადყოფნაში. ლუკას კამიენსკი თავის წიგნში „Shooting Up: A short history of Drugs and War” კარგად მიმოიხილავს ფსიქიკური და სომატური ჯანმრთელობის იმ გვერდით ეფექტებს, რაც ჯარისკაცების მიერ აღნიშული ნივთიერებებით იყო გამოწვეული.

დაახლოებით 200 მილიონი მეტამფეტამინი იქნა მოხმარებული ნაცისტების მიერ მეორე მსოფლიო ომში. გერმანელების მიბაძვით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და იაპონიამაც დაიწყეს თავიანთი ჯარისკაცებისთვის ამფეტამინის მიწოდება. პენტაგონმა დაახლოებით 250-500 მილიონი ბენზედრინის (ამფეტამინი) აბი დაამზადა თავისი ჯარისთვის და 1942-1943 წლებში სასწრაფო დახმარების ჩანთაში ერთ-ერთი განუყრელი წამალი იყო ჯარისკაცებისთვის. ისტორიული წყაროების მიხედვით, მეომრების დაახლოებით 15% ყოველდღურად მოიხმარდა ფსიქოაქტიურ ნივთერებას ყოველდღიურად. უკვე შემდგომში ერაყ-ავღანეთის ომის დროს ამერიკელი ჯარისკაცები აქტიურად იყენებდნენ ოპიატების შემცველ ტკივილგამაყუჩებელს, ოქსიკონტინს, რომლის გარშემოც ამ პერიოდისთვის ამერიკაში უკვე ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. მიზეზი კი გახლდათ ის, რომ ფარმაცევტულმა კომპანიამ, Purdue Pharma დაამზადა აღნიშნული ტკივილგამაყუჩებელი 90-იანების მიწურულს და დაიწყო მიწოდება აპალაჩიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კერძოდ ვრიჯინიის შტატის დასავლეთში მცხოვრებ მოსახლეობაში, სადაც მაღაროში მომუშვე ადამიანებს ფიზიკური შრომის შედეგად გამოწვეულ ტკივილს ურეგულირებდნენ. ფურდუ ფარმა ამტკიცებდა რომ აღნიშნული ტკივილგამაყუჩებელი ადიქციას მხოლოდ 1% - ზე ნაკლებ მომხმარებელში იწვევდა და აღნიშნული ტყუილით იმდიდრებდნენ ჯიბეს საკლერების ოჯახი, რომლებიც ამერიკაში ცნობილები არიან, როგორც „the most hated family in the United States.” მიუხედავადად იმისა რომ უამრავი მტკიცებულება გამოაშკარავდა ოქსიკონტინის ადიქციური ბუნების შესახებ, დაიწყო კამპანიები, გაიზარდა კრიმინალისა და ზედოზირების დონე, 2003 წლისთვის მაინც მისაღები იყო ოქსიკონტინის ამერიკელი მეომრების “emergency kit-ში“ ჩადება. აღნიშნული მედიკამენტისა და იმის შესახებ თუ როგორ გამოიწვია ერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ამერიკაში ოპიატების კრიზისი დაწვრილებით გვიყვება ბეტ მეისი წიგნში „Dopesick.”

გარდა იმისა, რომ უშუალოდ ომის დროს ხდება ნივთიერებათა ავადმოხმარება, საგულისხმოა ის ფაქტი რომ ომის ვეტერანები სახლში დაბრუნების შემდეგაც აგრძელებენ ნარკოტიკების მოხმარებას. მათ შორის ის ინდივიცდებიც კი, რომლებსაც უშუალოდ ბრძოლის ველზე არ ჰქონიათ მავნე ნივთიერებების გამოყენების პრაქტიკა. მიზეზი პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობაა, რომელიც ბევრი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის ომისა და ბუნებრივი კატასტროფების შედეგად. პსტდ ცვლის ადამიანის ტვინის ქიმიას, ვინაიდან ტრავმული გამოცდილების საპასუხოდ ტვინში ხდება ნაკლები ენდორფინების გამოყოფა (მოგეხსენებათ ენდორფინი ბედნიერების ჰორმონია), შესაბამისად ადამიანები პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობით აქტიურად იწყებენ ალკოჰოლისა და სხვადასხვა მავნე ნივთიერებების გამოყენებას, რათა მიაღწიონ ემოციური სტაბილურობისა და ბედნიერების იმ დონეს, რომელიც ტრავმულ გამოცდილებამდე ჰქონდათ. ალკოჰოლსა და სხვადასხვა მავნე ნივთიერებებს ადამიანები პტსდ დიაგნოზით აგრეთვე იყენებენ ტრავმული გამოცდილებით გამოწვეული დეპრესიის, შფოთვითი აშლილობისა და გაღიზიანებადობის დასარეგულირებლად.

აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ უკრაინაში ომის დასრულების შედეგად ძალიან დიდი კრიზისი შექიმნება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და წამალდამოკიდებულების კუთხით და იქნება საჭირო უამრავი რესურსის მობილიზება. ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტიც, რომ ომის პერიოდში ნარკოტიკების არალეგალური ბრუნვა უფრო მეტად აქტიური ხდება, რაშიც დიდი წვლილი უშუალოდ ჯარისკაცებს მიუძღვით.

ავტორი: გიორგი მინასოვი

Giorgi Minasidis

04/04/2022

The president of Virginia Commonwealth University, Dr. Michael Rao met our fellows. During the roundtable discussion Dr. Rao talked about leadership, diversity and inclusion. Fellows had chance to share their experiences and ask questions.

We would like to thank Dr. Rao for the ongoing support and collaboration.



04/04/2022
04/04/2022

Our fellows Giorgi Minasovi, a clinical social worker from the country of Georgia, and Brian Maila, a psychiatrist from Zambia are attending a two-week-long "Peer Recovery Specialist" training organized by SAARA (Substance Abuse and Addiction Recovery Alliance) of Virginia. Upon successful completion of the course, Brian and Giorgi will incorporate their newly acquired peer recovery specialist skills into their daily clinical practice.




✨
11/19/2021

VCU Humphrey Fellowship ოფიციალური გვერდი ჩემი პირველი ამერიკული კვირის შესახებ 💃🏻
09/21/2021

VCU Humphrey Fellowship ოფიციალური გვერდი ჩემი პირველი ამერიკული კვირის შესახებ 💃🏻

09/11/2021
It was... love at first sight 🥰
09/03/2021

It was... love at first sight 🥰

🐏
08/31/2021

🐏

დღეს VCU - ში ოფიციალურად დაიწყო სწავლა და პროგრამის მონაწილეებს 2 კვირიანი საორიენტაციო კვირის შემდეგ  პირველი ჰამფრი ს...
08/23/2021

დღეს VCU - ში ოფიციალურად დაიწყო სწავლა და პროგრამის მონაწილეებს 2 კვირიანი საორიენტაციო კვირის შემდეგ პირველი ჰამფრი სემინარი ჩაგვიტარდა უნივერსიტეტში აკადემიური კურსების დაწყებამდე 🐏✊🏼

Address

Monument Ave
Richmond, VA
23221

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Humphrey fellow from Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Humphrey fellow from Georgia:

Shortcuts

Share