ბრძნული აზრები და გამონათქვამები

  • Home
  • ბრძნული აზრები და გამონათქვამები

ბრძნული აზრები და გამონათქვამები აქ დაპოსტეთ ყველამ ვისაც სურვილი აქვ?

ნ ი კ ო ლ ო ზ ო ბ ა ს გილოცავთ! ❤ წმინდა ნიკოლოზი იყოს ყველა მართმადიდებელის მეოხი, შეგვეწიოს მისი მადლი ჩვენს ოჯახებსა ...
19/12/2024

ნ ი კ ო ლ ო ზ ო ბ ა ს გილოცავთ! ❤ წმინდა ნიკოლოზი იყოს ყველა მართმადიდებელის მეოხი, შეგვეწიოს მისი მადლი ჩვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!!! ამინ.

"მე ხასიათით ვგავარ არლეკინს,სახით - პიეროსდა ვთხოვ ცხოვრებას,მართლაც გარეკილს -გამაძლიეროს.ნუ გადამიხდის სამაგიეროს,ზოგ...
09/11/2024

"მე ხასიათით ვგავარ არლეკინს,სახით - პიეროს
და ვთხოვ ცხოვრებას,მართლაც გარეკილს -
გამაძლიეროს.
ნუ გადამიხდის სამაგიეროს,
ზოგჯერ რითმები თუ მაქვს უხეში,
კაცს ემღერება - უნდა იმღეროს,
სხვა რაღა არის აბა ნუგეში.

მე ხასიათით ვგავარ მოწაფეს,სახით - პედაგოგს.
ბავშვობიდანვე ლექსით მომწამლეს -
ღმერთმა შემარგოს.
გადაუხდელი ვალი მემართოს,
არ დამტოვებენ ვიცი,მუზები,
ქება-დიდება მე ვერ შემათრობს
- მაინც არასდროს წავიკუზები.

მე ხასიათით ვგავარ ფერიას,სახით - ვამპირებს,
მე ავუსრულებ მთელს იბერიას,ჩემს დანაპირებს.
მივესალმები ბერძენ სატირებს,
ვგრძნობ,ჩემში ცოცხლობს იმათი გენი,
სხვისი სიცილი ხშირად მატირებს,
ხშირად მაღიმებს ცრემლები თქვენი."

30/09/2024

„ადამიანებს ისე არაფრის მართვა უჭირთ, როგორც საკუთარი ენების და უფრო შეუძლიათ შეიკავონ თავიანთი სურვილები, ვიდრე თავიანთი სიტყვები“.

* * *
„მკვდარ სიცოცხლეს ცოცხალი სიკვდილი სჯობია!“

* * *
„ვინ ცხოვრობს ისე, როგორც მას უნდა, სურს...და ყველამ რომ თავი ჩამეიხრჩოს, ერთი კეთილშობილი კაცი აღარ დარჩება ამ ქვეყანას“.

* * *
„მემკვიდრეობით ბევრი რამ გადაეცემა ადამიანს – განსაკუთრებით ხასიათი, ამპარტავნება, კერპობა, სიუხვე და პირშაობა“.
* * *
„სიყვარული აფაქიზებს კაცს; იგი კაცს ადამიანად ხთის“.

* * *
„უმრავლესობისთვის მხოლოდ სამწუხაროა ოჯახის, მამულ-დედულის, კერიის დანგრევა, – მექნება და, შევიძენ უკეთესსო, ინუგეშებენ თავს. მაგრამ ვისაც სახლ-კარ-მიდამოში მთელი გვარის ლეგენდები, ზღაპრები, წინაპარების ტანჯვა და სიხარული ჩამარხული ეჩვენება, სახლის გაყიდვასთან, წარსულის დაშორებასთან ეკარგება მომავალიც; წინ აღარაფერია ჩვენთვის, თუ უკნიდან არ შემოგვყურებს წინაპრის მკაცრი, ულმობელი სახე – ტრადიცია, თუ ისა გვყავს, კიდევ ბევრი რისთვისმე ვვარგივართ, რაც საჭიროა ქვეყნისთვის... დაიმახსოვრე,ყმაწვილო, ჩემი სიტყვა“.

* * *
„ცოდვილია ადამიანი, ცოდვილი...“

* * *
„ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისათვის დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, არამედ ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებს და არა ადამიანისას. უცხოელი ძიძა, რაგინდ საღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს“

* * *
„იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით, მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით,ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.
ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.
იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.
იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.
იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს“.

* * *
„მიყვარს ჭექა-ქუხილი, როცა არ იცი რას მიეკედლო, როცა დიდი ხე საშიშარია − მეხი არ დაეცეს; მინდორ-ველში კი მარტოობით სული გეხუთება; გრიგალი ქარი მოტაცებას გიპირებს და თვალში გაყრის, რაც მიწას ვერ შესისხლხორცებია; ზევიდან ბნელად დაგყურებს შავი ღრუბელი, ქვევით კოჭებამდის გირტყამს ნიაღვარი.
ბრძოლაა სიცოცხლისთვის, ჩქეფს სისხლი, გავიწყებს წვრილმან უსიამოვნებას, ცდილობ როგორმე სიკვდილს გადარჩე“.

* * *
„მე დამივლია ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა“.

* * *
„როგორც ჭკვიანი ირჩევს ტანსაცმელს, მას რა მოერგება და რა მოუხდება, საკუთარი სხეულის აღნაგობის გათვალისწინებით, ასევე უნდა მოიქცეს ერი ამა თუ იმ მოძღვრების არჩევისას. ჯერ ერთი, თუ შეუძლია ის მოძღვრება, რაც მას ჭირდება, მან თვითონვე უნდა შექმნას. მეორეც, თუ ამისთვის ჭკუა-გონება არ ჰყოფნის და აუცილებლად სხვას უნდა დაესესხოს, მაშინ ის უნდა აიღოს, რაც მას უეჭველად გამოადგება, თუმცა ამასაც დიდი გონიერება სჭირდება. თუ ამას ვერ მიხვდა, ისე მოუვა, როგორც იმ ადამიანს, ვინც მოდას აჰყვება, შეუფერებლად მოირთვება, მოიკაზმება და ხალხის თვალში სასაცილო გახდება. ერიც ასევე შეიძლება მასხარა გახდეს კაცობრიობის თვალში“.

* * *
„გონიერი კაცი და ერი თავისუფლებას თუ ავტონომიას მით იძენს, რომ ანგარიშიანი მართვით ჯერ თავის შინაურ, მერე სამრეწველო, შემდეგ საზოგადო, ბოლოს პოლიტიკურ საქმეების მოგვარების საშუალებით იგროვებს უმაღლესი სახელმწიფო საკითხის გადასაწყვეტად“.

* * *
„ევროპული წესის თვისება ის არის, რომ ყოველი თაობა განძად სთვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს და ზედ თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენებს. აზიაში და ჩვენთანაც, სადაც ყველას დედა-აზრი ის არის, რომ „მე ვარ და სხვა არავინო“, ყოველი ახალი თაობა ყოვლად უაზრო, უზრდელი, უტრადიციო, უეცრად სპობს და ლეწს წინანდელი თაობის ნაშრომს“.

* * *
„მხოლოდ შინაგანი საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ საშიშროებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას. რა დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი გამარჯვებები, მათი დიდება კვამლივით გაიფანტება, თუკი ჩვენ ჩვენს საკუთარ სახლში არ დავაკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნებს, თუკი ხელს მივყოფთ საკუთარი ინტერესების სისტემატურ იგნორირებას, შევუქმნით ჩვენ თავს მრავალ ხელოვნურ სიძნელეს, მაშინ ეს გარემოება ადრე თუ გვიან სამხედრო წარმატებებზეც კი უდაოდ დამასუსტებელ გავლენას იქონიებს“.

* * *
„თავისუფალი კაცი დამჯდარიც უკეთ დაიძინებს, ვიდრე ხელშეკრული და დაწოწილი“.

* * *
ლოცვა

ცოდვილი ვარ, უფალო! ცოდვა მიმიძღვის, უფალო! გულწრფელია, უფალო, მხოლოდ ლოცვა ჩემი; უმანკოა სურვილი ჩემი; ღრმაა ტანჯვა ჩემი; სპეტაკი არს სული ჩემი. ცოდვილი ვარ, უფალო! ცოდვა მიმიძღვის, უფალო! მუხლს ვიყრი შენს წინაშე; ცრემლსა ვღვრი, უფალო, და შემოგღაღადებ. არ მსურს, უფალო, ტანჯვანი შემიმსუბუქო; ცოდვა შემინდო. არა, უფალო: უანგაროა ლოცვა ჩემი და ფაქიზი ვედრება ჩემი. მოვედი წინაშე შენსა, უფალო, რათა გადმოგცე: აღტაცება ჩემი, სიყვარული ჩემი შენდამი; რათა იცოდე, უფალო, თუ როგორ დაუვიწყარ და სანატრელ ხარ ჩემთვის. ამაგდე გენიასა; ნუ გამიკითხავ მოწყალებითა, უფალო, ოღონდ სხივმფენს სახესა შენსა შემახედა; ნუ მომაკლებ სიყვარულსა შენსა, როგორც მე არ შემირყევია სიყვარული შენდამი თვით წამთა ბოროტმოქმედებათა ჩემთა. ვშორდებოდი საუფლოსა შენსა ბოროტად სავლელად, მაგრამ სახე შენი, სიყვარული და თაყვანისცემა შენდამი შეულახველად, წმინდად თანა დამქონდა. მრისხანე ხელი შენი მსჯიდეს, ხოლო გულსა შენსა ვუყვარდე.
აზრსა შეუქმნია სურათი ბილწი, გულსა კი ჰყავდი შენ მანათობლად, ნუგეშად, წყლულთა მალამოდ. ნუ შემინდობ, ოღონდ გიყვარდე. დამსაჯე, ოღონდ ნუ აიღებ ჩემზე ხელს.

* * *
გული

მოკვდა.
დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.
მოკვდა უცხოეთში.
– ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, – იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.
ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:
– შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?! ერთმანეთს შესცქეროდნენ.
– ბატონებო, გული, გული, სადღაა?
გულის მაგიერ ფერფლიღა დარჩენილიყო. დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებულ ოთახში. ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი საგულეში?
კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი:
– მე დავაჭკნე!
– მე დავწვი! – გახმაურდა სურათი მაგიდაზე.
სიტყვები არავის გაუგონია.

განსხვავებული  ツ 🎉
29/09/2024

განსხვავებული ツ 🎉

ფსიქოლოგი ვაკო დარჩია 🎉
29/09/2024

ფსიქოლოგი ვაკო დარჩია 🎉

28/08/2024

გილოცავ ❤️

დღე... თუ გაურბიხარ რეალობას...ღამე... მთვარეს წამოსდებ ფეხს... დ.ბ.
16/07/2024

დღე... თუ გაურბიხარ რეალობას...
ღამე... მთვარეს წამოსდებ ფეხს...

დ.ბ.

და თუ არ არსებობს მამა?!...ვინ, არის ის?!...ვინც, ამ ფერებს ალაგებს?!...შენ მუდამ აქ ❤️🙏
16/07/2024

და თუ არ არსებობს მამა?!...
ვინ, არის ის?!...
ვინც, ამ ფერებს ალაგებს?!...

შენ მუდამ აქ ❤️🙏

12/07/2024

"14 წლისა აღმკვეცეს მონაზვნად.
74 აქ შემისრულდა.
რა ლამაზი იყავ ბიჭო..." 🌟

ალბათ ყველამ იცით ეს წარწერა ერთ-ერთი ეკლესიის კედელზე. ისტორია შემდეგია:

"თოთხმეტი წლისა უკვე მონაზვნად მაკურთხეს და დამთავრდა ჩემი ბავშვობა და ახალგაზრდობა.

- თუ იმ შავ დათას თავს არ დაანებებ, მონასტერს მიგცემ, - დამემუქრა მამა და კი აასრულა.

სოფლის ბოლოს ეკლესიის ნანგრევებთან ვხვდებოდით მე და დათა. გული საგულეს არა გვქონდა, ორივეს ჩიტივით გვიფართხალებდა და ერთმანეთის ცქერით ვტკბებოდით. თვალებს დაბლა დავხრიდი და ნაწნავის ბოლოს თითებით ვაწვალებდი...

დათაც ასე იდგა ჩუმად და ხანდიხან, მალულად თვალს შემავლებდა. როცა ორივეს თვალები ერთმანეთს შეეფეთებოდა, დარცხვენილი ქურციკივით გავხტებოდი და სანამ თვალს არ მივეფარებოდი ადგილიდან არ იძვროდა დათა და თან, ხელს, ახლადაკოკრილ ულვაშზე ისვამდა.

ყოველ შეხვედრაზე ერთმანეთს თვალებით პირობას ვუდებდით, სიცოცხლის ბოლომდე ერთგული ვყოფილიყავით ჩვენი სიყვარულის.

- შენ ისევ იმ გლახასთან იყავი ხო? -დამიღრიალა მამამ ერთ დღეს. შიშით ადგილზე გავქვავდი და ფეხს ვეღარ ვიცვლიდი. - დედაკაცო, გაამზადე შენი შვილი, ხვალ მონასტერში მიმყავს! -გასძახა დედას.

მუხლებში ჩავუვარდი მამას, ღვარღვარებას ვტიროდი და ისე ვემუდარებოდი არ წავეყვანე... არაფერმა გაჭრა გააფთრებულ მამასთან, ვერც ჩემმა და ვერც დედას მუდარამ ვერ გაალღვო მისი გაყინული გული.

მეორე დღეს ურმის ბორბლების ღრჭიალით გამიყენა მონასტერის გრძელ გზას. მთელი გზა ვსლუკუნებდი და თან თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, იქნებ, ჩემი ცოცხლად დამარხული სიყვარულისთვის სადმე თვალი მომეკრა.

მივადექით მონასტერის დიდ და ანგელოზებით მოჭიქულ ალაყაფის დიდ ჭიშკარს. დიდ და ლამაზად მოვლილ ეზოში ნაირნაირი ყვავილების სურნელი იდგა. ცოტახანს შევყოვნდი და ხარბად შევისუნთქე საოცარი სუნი.

მონასტერიდან შავ, გრძელ სამოსელიანი დედები გამოვიდნენ და ყველას ისეთი სითბო ედგათ თვალებში, გავოგნდი.
დედებს, ერთი, ასაკით ყველაზე უფროსი გამოეყო და მომიახლოვდა. თავზე ხელი გადამისვა, შეშინებულ და გულში ფუთაჩახუტებულს. თითქოს იმ ხელის გადასმას,რაღაცნაირი სითბო მოჰყვა და მთელ სხეულში ჩამეღვარა.სახელი მკითხა მხოლოდ და წინ გამიძღვა.

მამა შიგნით, მონასტერში არ შემოუშვეს და არც მე მქონდა მისი დანახვის სურვილი. ფეხი შევდგი თუარა, გაურკვეველი სურნელი მეცა. ცოტა ჩაბნელებული იყო და ვერ გავარჩიე, სარკმელიდან შემოსული სხივის ლიცლიცზე მოსიარულე დედების სახეები, თუმცა ყველა შავად იყო შემოსილი და სახე ნაკლებად უჩანდათ.

მიიკეტა მონასტერის მძიმე ხის კარები და დარჩა გარეთ ჩემი ბავშვობა.
და აი... ნახევარი საუკუნეა მხოლოდ უფალს ვემსახურები, მხოლოდ უფლის მადლით მითენდება და მიღამდება. ცისკრის ლოცვა მხოლოდ დათას მივუძღვენი და ნახევარი საუკუნეა პირობა არ დამირღვევია.

ნეტავ სადა ხარ ჩემო პირველო და უკანასკნელო სიყვარულო. მე პირობა შევასრულე, შენს მეტმა ვერც ჩემი გული და ვერც ჩემი სხეული ვერ დაიპყრო.

დავრჩი ასე უმწიკვლო და შეუბღალავი.
დავრჩი შენი სიყვარულის ერთგული...
ჩემს მეხსიერებას მხოლოდ ახლადაკოკრილ ულვაშიანი დათა ახსოვს, არადა შენც ჩამოგათოვდა სიბერე, შენც შეგივერცხლავდა წლები თმებს. იქნებდა ხარობ შვილთა და შვილიშვილთა გარემოცვაში. იქნებდა არც კი გახსოვს შენი გიშრისთვალა ქურციკი. იქნებ..."

გილოცავთ 😊 შეგეწიოთ ❤️
12/07/2024

გილოცავთ 😊
შეგეწიოთ ❤️

С Masteri – Меня только что признали одним из топовых поклонников! 🎉
10/07/2024

С Masteri – Меня только что признали одним из топовых поклонников! 🎉

შემოქმედთან Roma Shalamberidze – ახლახან მოვიპოვე აღიარება, როგორც მისი ერთ-ერთი მხურვალე გულშემატკივარი! 🎉
30/06/2024

შემოქმედთან Roma Shalamberidze – ახლახან მოვიპოვე აღიარება, როგორც მისი ერთ-ერთი მხურვალე გულშემატკივარი! 🎉

Address


Telephone

+48572921919

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბრძნული აზრები და გამონათქვამები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

  • Want your school to be the top-listed School/college?

Share