Georgian Generation Group

Georgian Generation Group

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Georgian Generation Group, Education, Viktoria #2, Athens.

"Georgian Generation Group"-ის მიზანია ათენში, ქართულ დიასპორაში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, გასართობი, მუსიკალური, სპორტული და სხვადასხვა ინტელექტუალური ღონისძიებების მოწყობა.

Photos from Georgian Generation Group's post 05/04/2026

დღეს პანტელეიმონის ეკლესიასთან გაიმართა „ბზობა“ 🌿
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა ადამიანები, ენერგია და გულით შექმნილი ნამუშევრები.

მიუხედავად არეული ამინდისა და ღონისძიების მობილიზებისთვის დარჩენილი უმოკლესი დროისა, ეს დღე მაინც განსაკუთრებული გამოვიდა

განსაკუთრებული მადლობა ანსამბლ „არმაზს“ - მათმა შესრულებულმა ქორეოგრაფიულმა ნომრებმა („თუშური“, „სამაია“, „ნარნარი“) კიდევ უფრო გააცოცხლა ეს დღე და შექმნა დაუვიწყარი ატმოსფერო 🇬🇪

Geo.Gen და "არმაზი" მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, ვინც მოხვედით და ეს დღე ერთად შევქმენით 🤍
და იმედია ეს დღე ტრადიციად იქცევა.

ასეთი დღეები გვახსენებს, რომ სიყვარული დეტალებშია და მთავარი ადამიანები არიან 😍

02/04/2026

🌿 ბზობას, 5 აპრილს, წმინდა პანტელეიმონის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სააღდგომო გამოფენა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ემიგრანტები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სახის ხელნაკეთ ნივთებს, სააღდგომო ნამუშევრებსა და სიყვარულით შექმნილ საინტერესო პროდუქციას.
ღონისძიება არის ერთობლივი ორგანიზება
Georgian Generation Group – ქართული ახალგაზრდული დიასპორის
და
კულტურისა და განათლების ცენტრი „არმაზი“.
🕙 გამოფენის საათები: 10:00-დან 16:00 საათამდე
ეს დღე იქნება მოკრძალებული, თბილი და სიყვარულით სავსე, რომელიც მიეძღვნება საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების ხსოვნას.
გეპატიჟებით, მობრძანდეთ, ერთად გავიზიაროთ ეს განსაკუთრებული დღე და მხარი დავუჭიროთ ჩვენს თანამემამულეებს.

"ბორიენი" ეპიზოდი III 28/01/2026

"ბორიენი" დღეიდან მხოლოდ იუთუბზე იქნება ხელმისაწვდომი! 🚇
ამისათვის გთხოვთ გახსნათ ლინკი და გამოიწეროთ ჩვენი იუთუბ არხი, ასევე არ დაგავიწყდეთ ზარის გააქტიურება, რათა არ გამოტოვოთ ახალი ეპიზოდები. ყოველ ოთხშაბათს, ათენის დროით 20:00-ზე 🙏🏻

მესამე ეპიზოდი უკვე იუთუბზეა 👇🏻

"ბორიენი" ეპიზოდი III Enjoy the videos and music you love, upload original content, and share it all with friends, family, and the world on YouTube.

25/01/2026
21/01/2026

🚇 "ბორიენი" ეპიზოდი II
👇🏻 გამოიწერეთ იუთუბ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რათა არ გამოგრჩეთ, ყოველ ოთხშაბათს, ძალიან საინტერესო ახალი ეპიზოდები.
https://youtu.be/xH2Tzc7HFms?si=9RcarXS7yfzVDYxf

14/01/2026

🚇 "ბორიენი" ეპიზოდი I

გთხოვთ გადააზიაროთ 🙏🏻

09/01/2026

GeoGen-ის და KStudiοGr -ს ახალი პროექტი
პირველად ათენში
Madona Javaxishvili -ის ერთ-ერთი გამორჩეული წიგნის "ბორიენი"-ს აუდიო პროექტი, სადაც თავად გმირები გესაუბრებიან და გიყვებიან საკუთარ ისტორიებზე, გრძნობებზე და ურთიერთობებზე.

17/05/2025

"კინომუსიკა 2" 🎬🤍
11/05/2025

29/04/2025

📣 11 მაისს - 13:00-ზე
ჯეო.ჯენი წარმოგიდგენთ რიგით მეორე კინომუსიკის საღამოს 🌟 კონცერტზე იხილავთ, როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო კინომუსიკას! 🎞🎼
ასეთ კონცერტს ვერსად ნახავთ!
🎫 ბილეთის ფასი: 10€
შესაძენად დარეკეთ ნომრებზე:
☎️ 699 6409098
☎️ 699 5621175

09/04/2025

11 მაისს, 13:00 სთ-ზე, Θέατρο Άλφα -ში გელოდებათ დაუვიწყარი კონცერტი - "კინომუსიკა 2" ✌🏻
არ გამოტოვოთ! 📽🎬🎞🎼

21/12/2024

ქართული ახალგაზრდული დიასპორული ორგანიზაცია Georgian Generation Group გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და
✨✨✨გთავაზობთ ✨✨✨
საახალწლოდ 40 % - იან ფასდაკლებას!
🇬🇧 ინგლისური ენა
🇬🇷 ბერძნული ენა
💻საოფისე პროგრამები
🎨ხატვის წრე ( მხოლოდ კვირაობით)
📚 ქართული ენა ( სკოლის მოსწავლეები)
🎙️ვოკალი
დარეგისტრირდი 5 იანვრამდე და მიიღე 40%-იანი ფასდაკლება.
✨სწავლება დაიწყება 10 იანვარს!
სწავლება მიმდინარეობს ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით(შაბათ-კვირა შეთანხმებით).
🙏🏿დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დარეკეთ მითითებულ ნომრებზე 699 6409098 ✨ 699 5621175
მის: პლ. ვიქტორია 2. სართული 6

Want your school to be the top-listed School/college in Athens?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address


Viktoria #2
Athens
10434

Opening Hours

Monday 11:00 - 21:00
Tuesday 11:00 - 21:00
Wednesday 10:00 - 21:00
Thursday 10:00 - 21:00
Friday 10:00 - 21:00
Saturday 10:00 - 21:00
Sunday 10:00 - 21:00