16/02/2026
Red Velvet
🍰 პანდესპანი Red Velvet — სტაბილური და ფაფუკი
სწორი Red Velvet არ არის შოკოლადიანი —
ის არის ხავერდოვანი, ტენიანი და იდეალურად იჭრება მრავალფენიანი ტორტებისთვის.
ინგრედიენტები
(ყველაფერი ოთახის ტემპერატურაზე)
• კვერცხი — 150 გ
• შაქარი — 120 გ
• მარილი — ერთი მწიკვი
• კეფირი — 60 გ
• მცენარეული ზეთი — 40 გ
• წითელი გელის საღებავი — საჭირო რაოდენობით
• ფქვილი — 130 გ
• კაკაო — 8 გ
• ბეიკინგ პაუდერი — 6 გ
მომზადების წესი:
კვერცხს და შაქარს ვთქვეფთ, სანამ მასა ფაფუკი გახდება.
კეფირს წინასწარ შეურევთ წითელი გელის საღებავს,
თხევად და მშრალ ინგრედიენტებს ვუმატებთ ნაზად.
ვაცხობთ 160–180°C-ზე 40–60 წუთი.
➡️ ღუმელს პირველ 40 წუთში არ ვხსნით.
სტაბილიზაცია
მაცივარში 8 საათით.
იჭრება 3 თანაბარ ფენად.
📌 იდეალურია layer cake-ებისთვის და cream cheese-ის კრემებთან.
❓გინდათ პროფესიონალური Red Velvet-ის კრემიც, რომელიც იდეალურად ეწყობა?
დაწერეთ „კრემი“ კომენტარებში 👇
31/01/2026
🍪 ტკბილი ორცხობილა Royal Icing-ისთვის
(არ ფუვდება — ინარჩუნებს ზუსტ ფორმას)
ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი არის ცოდნის მცირე ნაწილი ჩემი სასწავლო მასალიდან
„ტკბილი ორცხობილა – Royal Icing – დეკორაცია და პროფესიული ტექნიკები“,
სადაც ეტაპობრივად არის ახსნილი როგორც სწორი ორცხობილის ცომის მომზადება, ასევე დეკორაციის პროცესი.
🧈 ინგრედიენტები :
კარაქი (ძროხის, 82% ცხიმიანობა) — 250 გ
(რბილი, მაგრამ არა გადნობილი)
შაქრის პუდრა — 150 გ
კვერცხი — 1 ცალი (დიდი)
ვანილი — 1 ჩ.კ.
ფქვილი დაბალი ცილის შემცველობით — 500–550 გ
(ცილის შემცველობა 8–9%)
მარილი — 1 მწიკვი
👩🍳 მომზადება (მიმდევრობა მნიშვნელოვანია)
კარაქს და შაქრის პუდრას ვურევთ მიქსერით, დაბალ სიჩქარეზე, მხოლოდ იმდენი ხნით, რომ კრემისებრი მასა მივიღოთ.
ვუმატებთ კვერცხს და ვანილს.
ფქვილს ვუმატებთ ორ ეტაპად, მარილთან ერთად.
ვჩერდებით მაშინვე, როგორც კი ცომი ერთიანდება — არ ვზელთ.
ცომს გავაბრტყელებთ ორ საცხობ ქაღალდს შორის, საბოლოო სისქემდე (4–5 მმ).
ვაცივებთ მაცივარში 10–15 წუთით, რომ ოდნავ გამაგრდეს და სწორად იჭრებოდეს.
ფორმებს ვჭრით ცივ ცომზე, როცა ჯერ კიდევ მარტივად დამუშავებადია.
ორცხობილები გადაგვაქ საცხობ ქაღალდზე ზუსტად ისე, როგორც უნდა გამოვაცხოთ ღუმელში.
საცხობ ჟარონას ისევ ვდებთ მაცივარში 15–20 წუთით, კარგად რომ გაცივდეს ცომი.
ორცხობილებს ვაცხობთ პირდაპირ მაცივრიდან, ცივ მდგომარეობაში — ასე არ ფუვდება და სრულად ინარჩუნებს ფორმას.
🔥 გამოცხობა
170°C, ჰაერის რეჟიმი
12–14 წუთი
ფერი უნდა დარჩეს ღია, არ უნდა დაიბრაწოს
გამოცხობის შემდეგ ორცხობილებს სრულად ვაცივებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ დეკორაციას.
31/01/2026
🤍 Royal Icing
(სტაბილური, გლუვი და მბზინავი)
ინგრედიენტები:
კვერცხის ცილა — 100 გ (ან პასტერიზებული)
შაქრის პუდრა, გაცრილი — 500 გ
ლიმონის წვენი — ½ ჩ.კ.
მომზადება
კვერცხის ცილას და შაქრის პუდრას ვათავსებთ თასში.
მიქსერით ვურევთ დაბალ სიჩქარეზე 7–10 წუთის განმავლობაში.
ვთქვეფთ მანამ, სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი და გლუვი.
მნიშვნელოვანია, რომ კარგად გაიხსნას და არ დარჩეს გაუხსნელი ბურთულები ან მშრალი მასა.
ლიმონის წვენს ვუმატებთ ბოლოს.
საბოლოო ტექსტურა უნდა იყოს მკვრივი, მაგრამ გლუვი და ერთგვაროვანი.
30/01/2026
🎨 Royal Icing-ის კონსისტენციები
კონტურისთვის — უფრო სქელი, ფორმის შემნახველი მასა.
შევსებისთვის — ნელ-ნელა ვაზავებთ წყლით, წვეთ-წვეთად.
დახაზული ხაზი უნდა გაქრეს დაახლოებით 10–12 წამში.
ჯერ ვაკეთებთ კონტურს, ვუცდით 10–15 წუთს და მხოლოდ შემდეგ ვავსებთ.
⏳ გაშრობა
ოთახის ტემპერატურაზე, სუფთა ზედაპირზე
გაშრობის დრო: მინიმუმ 8 საათი, იდეალურად 12–24 საათი
არ ვათავსებთ მაცივარში და ვარიდებთ ტენიან გარემოს
30/01/2026
⚠️ ხშირი შეცდომები
გაუცრელი შაქრის პუდრა
ზედმეტი თქვეფა
დეკორაცია თბილ ორცხობილაზე
აჩქარებული გაშრობა
🎁 საჩუქარი ჩენი გვერდის განახლების აღსანიშნავად
ეს რეცეპტი არის სიმბოლური საჩუქარი ჩემი გვერდის განახლებისა და დაბრუნების აღსანიშნავად 💛
მადლობა, რომ აქ ხართ და რომ აფასებთ ხარისხს, დეტალებსა და სწორ ტექნიკას.
📌 სრულ კურსში დეტალურად განვიხილავთ:
ტკბილ ორცხობილას, Royal Icing-ს და დეკორაციის ყველა პროფესიულ ტექნიკას.
კურსი ხელმისაწვდომი იქნება ჩემს გვერდზე
Maju კონდიტერიის სასწავლო ონლაინ აკადემია.
❓ თქვენ რის შესწავლა გინდათ შემდეგ პოსტებში?
მომწერეთ კომენტარებში 👇
სიყვარულით და ცოდნით
საკონდიტრო ხელოვნებაში 🤍
30/01/2026
გამარჯობა 💛
ამ გვერდზე დიდი ხნის განმავლობაში სიჩუმე იყო…
მაგრამ სიყვარული საკონდიტრო ხელოვნებისადმი არასდროს გამქრალა.
დღეს Maju.კონდიტერიის ონლაინ აკადემია იწყებს ახალ ეტაპს —
მეტი ცოდნა, მეტი გამოცდილება და უფრო გააზრებული გზა.
აქ გავაზიარებ
პროფესიულ ტექნიკას, პრაქტიკულ რჩევებს და შთაგონებას
მათთვის, ვისაც ხარისხი, დეტალები და ნამდვილი ესთეტიკა უყვარს.
მიხარია, რომ აქ ხართ ✨
გზა ახლა იწყება.
15/05/2024
20 რიცხვში იწყება გრანდიოზული სემინარი იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია.
09/05/2024
კულინარიის აკადემია ონლაინ
გთავაზობთ ონლაინ შეისწავლოთ ჯანმრთელი კვების დესერტები, თქვენ შეისწავლით თუ როგორ დაამზადოთ დაბალ კალორიული ტკბილეული,გლუტენის და შაქრის გარეშე.
კურსი შეიცავს.
1.შოკოლადის ტორტი ნუშით.
2.ნაპოლეონი.
3.გოგრის და სტაფილოს კექსი,
პუდინგი .
4.გრანოლა სახლში თქვენი ხელით დამზადებული.
5.2 სახეობის ჩისქეიქი
6.3 სახეობის ტარტლეტები
7. Creme Bruller.
შეზღუდულია ასე რომ იჩქარეთ მსურველებმა მომწერეთ პირადში.
22/04/2024
საერთაშორისო პროექტი X Cake მე-17 სეზონი.
თემის: "მოდელირება პლასტიკური შოკოლადისგან". მეორე ადგილი მოიპოვა ჩემმა ნამუშევარმა.