სსიპ ქალაქ ზუგდიდის 4 საჯარო სკოლის Steam კლუბი

სსიპ ქალაქ ზუგდიდის 4 საჯარო სკოლის  Steam კლუბი

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსიპ ქალაქ ზუგდიდის 4 საჯარო სკოლის Steam კლუბი, Educational consultant, zugdidi, Zugdidi.

Photos from სსიპ ქალაქ ზუგდიდის 4 საჯარო სკოლის  Steam კლუბი's post 17/06/2026

🪉🪉მუშაობის პროცესი 😍😍😍

15/06/2026
15/06/2026

🎶🔴 ჩვენმა მოსწავლეებმა ლაზერული არფა შექმნეს და წარმატებით ააჟღერეს!
ლაზერის სხივზე შეხებით არფა სხვადასხვა ნოტს გამოსცემს.
ინოვაცია, ტექნოლოგია და მუსიკა — ერთ პროექტში! 🚀✨

13/06/2026

სსიპ ქალაქ ზუგდიდის #4 საჯარო სკოლა
🎶🎼🖥 ინოვაცია, მუსიკა და ტექნოლოგია ერთ პროექტში!
✅️🎼🖥 STEAM კლუბის წევრის, სალომე ჩვამანია იდეით შეიქმნა ინოვაციური არფა, რომელზეც მან მარი ქურსუათან ერთად იმუშავა. პროექტი ლაზერებისა და სენსორების დახმარებით სხვადასხვა მუსიკალურ ნოტებს გამოსცემს და აერთიანებს პროგრამირებას, ინჟინერიასა და შემოქმედებით აზროვნებას. 💡✨
🎼ეს ნამუშევარი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის STEAM განათლება ახალგაზრდებისთვის — როდესაც იდეა, ტექნოლოგია და მუსიკა ერთ სივრცეში ერთიანდება. 🚀🎼
#ინოვაცია #ტექნოლოგია #მუსიკა #შემოქმედება

Photos from სსიპ ქალაქ ზუგდიდის 4 საჯარო სკოლის  Steam კლუბი's post 13/05/2026

STEAM კლუბის მორიგ აქტივობაში შევისწავლეთ PWM სიგნალის მუშაობის პრინციპი და Arduino-ში analogWrite() ფუნქციის გამოყენება. პრაქტიკული მუშაობის დროს გავიგეთ, როგორ შეიძლება ციფრული სიგნალის საშუალებით ანალოგური ეფექტის მიღება, მაგალითად LED-ის სიკაშკაშის ეტაპობრივი შეცვლა.
შეხვედრაზე ასევე გამოვიყენეთ ფოტორეზისტორი და სერვო ძრავა. ფოტორეზისტორის საშუალებით Arduino გარემოში სინათლის ინტენსივობის მიხედვით მონაცემების წაკითხვა ვისწავლე, ხოლო სერვოს გამოყენებით — ძრავის კონკრეტულ კუთხეზე მართვა. საინტერესო იყო იმის დანახვა, თუ როგორ რეაგირებს სისტემა გარემოს ცვლილებაზე.
ასევე შევქმენი მოწყობილობების მართვის მარტივი ალგორითმები და დავაკვირდი, როგორ მოქმედებს duty cycle მოწყობილობის მუშაობაზე. სინათლის ეფექტების (fade, blink) შექმნამ კრეატიული აზროვნება და დიზაინის უნარები კიდევ უფრო განავითარა.
ეს აქტივობა დაგვეხმარა ტექნოლოგიის, მათემატიკის, მეცნიერებისა და ინჟინერიის ერთმანეთთან კავშირის უკეთ გააზრებაში და პროგრამირების პრაქტიკული უნარების განვითარებაში.

Photos from სსიპ ქალაქ ზუგდიდის 4 საჯარო სკოლის  Steam კლუბი's post 13/05/2026

STEAM კლუბის შეხვედრაზე გამოვიყენეთ ფოტორეზისტორი (LDR), რომლის დახმარებითაც სინათლის ცვლილების მიხედვით ვმართავდით LED ნათურებსა და სერვოს. პრაქტიკული მუშაობის დროს გავიგეთ, როგორ შეუძლია სენსორს გარემოდან ინფორმაციის მიღება და ამ მონაცემების გამოყენება მოწყობილობების სამართავად.

ეს აქტივობა საინტერესო იყო, რადგან ერთდროულად გამოვიყენეთ მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა. Arduino-ს კოდის დაწერისას ვისწავლეთ, როგორ წაიკითხოს პროგრამამ ფოტორეზისტორის მონაცემები და როგორ იმოქმედოს სხვადასხვა პირობაზე.

შეხვედრამ დამანახა, რომ მარტივი ელექტრონული კომპონენტებით შესაძლებელია ჭკვიანი სისტემების შექმნა, მაგალითად ავტომატური განათება ან სინათლეზე რეაგირებადი მოწყობილობები. ასევე გავიუმჯობესე გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარები.

Photos from სსიპ ქალაქ ზუგდიდის 4 საჯარო სკოლის  Steam კლუბი's post 19/04/2026

სსიპ ქალაქ ზუგდიდის STEAM კლუბში გაიმართა მორიგი შეხვედრა, იმპულსებისა და ელემენტზე ძაბვის გაზომვის თემებზე მუშაობამ პრაქტიკულად დაგვანახა, როგორ მუშაობს ელექტრონიკა. იმპულსების შესწავლისას გავიგეთ, რომ სიგნალები გადაეცემა HIGH და LOW მდგომარეობების ცვლილებით და სწორედ ეს მცირე, სწრაფი ცვლილებები მართავს მოწყობილობებს.

Photos from სსიპ ქალაქ ზუგდიდის 4 საჯარო სკოლის  Steam კლუბი's post 06/04/2026

სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის STEAM კლუბის მორიგი შეხვედრა – გაიმართა
დღევანდელი შეხვედრაზე კლუბის წევრებმა Tinkercad-ში ააწყვეს ელექტრონული სქემა. მოსწავლეებმა დაწერეს კოდი, რომლის დახმარებითაც ეკრანზე გამოჩნდა მათთვის სასურველი სიტყვები 💫✨💫
სქემა წარმატებით აამუშავეს რეალურ რეჟიმში, სადაც გამოიყენეს 💡 LCD ეკრანი.💡

02/04/2026

♻️🤖
ასევე გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი Steam კლუბის კიდევ ერთ-ერთი საინტერესო პროექტი — ჭკვიანი ნაგვის ურნა, რომელიც შექმნილია Arduino-ს გამოყენებით.
პროექტის მთავარი იდეა არის ყოველდღიური ნივთის უფრო თანამედროვე, კომფორტული და ჰიგიენური გახსნა. ურნა აღჭურვილია ულტრასონიკური სენსორით, რომელიც აფიქსირებს ხელის მიახლოებას და ავტომატურად ხსნის თავსახურს, რაც ხელს უშლის ზედმეტ შეხებას და ზრდის სისუფთავის დონეს 👋✨
💡 ამ პროექტის უპირატესობები:
• ჰიგიენური გამოყენება (შეხების გარეშე)
• მარტივი და კომფორტული მართვა
• თანამედროვე დიზაინი
• რეალური გამოყენების შესაძლებლობა ყოველდღიურ ცხოვრებაში
მჯერა, რომ მსგავსი ტექნოლოგიური პროექტები გვაჩვენებს, როგორ შეიძლება მარტივი იდეების გარდაქმნა ინოვაციურ გადაწყვეტებად 🚀
სსიპ ქალაქ ზუგდიდის #4 საჯარო სკოლა

Want your school to be the top-listed School/college in Zugdidi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address

Zugdidi
Zugdidi