ზუგდიდის #10 საბავშვო ბაღი

ზუგდიდის #10 საბავშვო ბაღი

Share

#10 საბავშვო ბაღი მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ბაღი შეიქმნა 1963 წლის 3 ნოემბერს. ბაღი გათვლილია 215 აღსაზრდელზე. საბავშვო ბაღის გამგე: მაკა კვირკვია

Photos from სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი's post 09/07/2026
Photos from ზუგდიდის #10 საბავშვო ბაღი's post 01/07/2026

🔔💫 N 10 საბავშვო ბაღში განსაკუთრებული სითბოთი და სიხარულით ჩატარდა ღონისძიება
🎥 ძველი და ახალი დრო 💻
Პატარებმა სიმღერებით, ცეკვებითა და საინტერესო წარმოდგენებით გააცოცხლეს წარსულისა და აწყმოს ეპიზოდები. Მათ დაგვანახეს, რომ იცვლება სამყარო, თუმცა უცვლელი რჩება ისეთი მთავარი ფასეულობები, როგორებიცაა სიყვარული, მეგობრობა, პატივისცემა და ტრადიციები.
Ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩვენი ბაღის მეთოდისტი. Ქალბატონი Სოფო შანახვა და მის მაღალყოვლადუსამღვდელოესის ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა - კურთხევით ეპარქიის სამღვდელოება დეკ.პავლე გოგოხია,დეკ. Ლაზარე ჯიქია და დკ. Ბართლომე შულაია. Მადლობა რომ გვესტუმრეთ და ჩვენთან ერთად იყავით ამ მნიშვნელოვან დღეს.
🌍 Ერთად ვასწავლოთ მომავალ თაობას, რომ ახალი დრო კიდევ უფრო ღირებულია, როცა ძველი ტრადიციების პატივისცემით ვითარდება.🌅 ❤️

Photos from ზუგდიდის #10 საბავშვო ბაღი's post 01/06/2026

🫟🎨🎈🌈”ჩვენი ფერადი ხელებით ვქმნით ბედნიერ სამყაროს!”

ბავშვთა საერთაშორისო დღე მხიარულად და ფერად გარემოში აღინიშნა N10 საბავშვო ბაღში.

დღის განმავლობაში პატარები სხვადასხვა შემოქმედებით და სახალისო აქტივიბაში ჩაერთნენ.
განსაკუთრებული სიხარული კი საპნის ბუშტების აქტივობამ გამოიწვია-ცაში გაშვებულმა ფერადმა ბუშტებმა ბავშვების ღიმილი, მხიარული ემოციები და დაუვიწყარი განწყობა კიდევ უფრო გაამრავლფეროვნა✨

ბავშვების სიცილითა და ბედნიერი თვალებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით , რომ სწორედ ისინი ქმნიან უფრო ნათელ, კეთილ და ბედნიერ სამყაროს. 🌈✨

ბაღის გამგე: მაკა კვირკვია

20/03/2026
Photos from ზუგდიდის #10 საბავშვო ბაღი's post 01/03/2026

Პატარა ხელები... Დიდი ოცნებები🤍
Პირველი საკუთარი თეფში-პირველი დიდი სიამაყე 🌟

დღეს N 10- საბავშვო ბაღი ესტუმრა კერამიკის ლაბორატორიას.

5-6 წლის ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს თეფშები და მათზე ინდივიდუალური ნიმუშები გადაიტანეს.
Რამდენი სიხარული, კონცენტრაცია და აღფრთოვანება იკითხებოდა მათ თვალებში💫
Თითოეული თეფში უნიკალურია-ზუსტად ისე, როგორც მისი პატარა ავტორი.
Პატარა ხელებმა დიდი ფანტაზია, ფერები და გული ჩადეს თითოეულ დეტალში.

Ასეთი დღეები ქმნის მოგონებებს, რომლებიც ბავშვების გულში დიდხანს დარჩება❤️

Მადლობა კერამიკის ლაბორატორიას თბილი მასპინძლობისთვის და დაუვიწყარი გამოცდილებისთვის
Ძვირფასო მშობლებო მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარებას. Მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
"ბავშვი სწავლობს მაშინ, როცა ქმნის" 🎨

Photos from ზუგდიდის #10 საბავშვო ბაღი's post 13/11/2025

ხარისხიანი, ინკლუზიური და ბავშვზე მორგებული სერვისების ხელმისაწვდომობა- ამ თემას მიეძღვნა თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორში" , მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩატარებული, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე, ყოველწლიური კონფერენცია. კონფერენციის მიზანი ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების მართვის მომსახურების გაუმჯობესება და პროგრამების ხარისხის ამაღლებაა. კონფერენციაზე, მონაწილეების მიერ წარმოდგენილ იქნა წარმატებული პრაქტიკები, განხილულ იქნა გამოწვევები, გაზიარებულ იქნა აღმოჩენები. მსჯელობა აღმზრდელ-მასწავლებლების პროფესიული ზრდის მნიშვნელობაზე გამახვილდა. გაიმართ დისკუსია. კონფერენციაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრის დირექტორმა, ხათუნა თოლორაიამ და მეთოდისტმა ლელა გრიგოლაიამ მონაწილეებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მუნიციპალიტეტის თხუთმეტ საბავშვო ბაღში მხარდაჭერილი პროექტები გააცნო. კონფერენციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გამგეები და აღმზრდელები ესწრებოდნენ.

Photos from ზუგდიდის #10 საბავშვო ბაღი's post 05/06/2025

,, დედამიწა უკანვე
ჩვენს სიკეთეს გვიბრუნებს.
მოვეფეროთ ბუნებას,-
ის კი ჩვენზე იზრუნებს!

სამყაროში ასეა,
დედამიწა იბრუნებს,
ბუნებას თუ მოვუვლით-
მაშინ ჩვენზეც იზრუნებს:
ტყე ისევ იშრიალებს,-
სუფთა ჰაერს გვასუნთქებს,
მიწა აყვავილდება,-
თავის ნაყოფს გვაჩუქებს.
მდელო-ყვავილს მოგვართმევს,
ყანა თავთავს მოისხამს.
წყარო,- წყურვილს მოგვიკლავს,
მზე, -ახალ დღეს მოიყვანს.
დედამიწა უკანვე
ჩვენს სიკეთეს გვიბრუნებს.
მოვეფეროთ ბუნებას,-
ის კი ჩვენზე იზრუნებს!"

Want your school to be the top-listed School/college in Zugdidi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address

ზუგდიდი რუსთაველის ქ177
Zugdidi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00