ახალაბასთუმნის საბავშვო ბაღი.

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • ახალაბასთუმნის საბავშვო ბაღი.

ახალაბასთუმნის საბავშვო ბაღი. ახალაბასთუმნის საბავშვო ბაღი მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,ბაღი დაარსდა 1983 წელს.
ბაღში ფუნქციონირებს ორი ჯგუფი.
გამგე:ნანა ჩიტაია.

🌎 ,,დედამიწას სიყვარული              ატრიალებს"'🌏   🌺ახალაბასთუმნის საბავშვო ბაღში ჩატარდა აქტივობა დედამიწის დღესთან და...
23/04/2026

🌎 ,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს"'🌏
🌺ახალაბასთუმნის საბავშვო ბაღში ჩატარდა აქტივობა დედამიწის დღესთან დაკავშირებით.
🌺აღსაზრდელებმა შექმნეს დედამიწის მაკეტი მეორადი მასალის გამოყენებით,სადაც ლურჯი ფონი სიმბოლურად წყალს აღნიშნავდა,ხოლო მწვანე ბალახის გამოყენებით კონტინენტები გააფორმეს,გამოძერწეს დედამიწა და ასევე მოხატეს გუაშით.
🌺ფერადი ყვავილები დააწებეს დედამიწაზე რითაც გამოხატეს ბუნების სილამაზე და სიცოცხლე.
🌍ჩაატარეს ექსპერიმენტი წყლით სავსე ჯამში მოათავსეს დედამიწის გამოსახულება და დააკვირდნენ შედეგს, გაუჩნდათ კითხვები და იმსჯელეს თუ რა მნიშვნელობა აქვს წყალს დედამიწისთვის.
🌎დაამზადეს და მოირგეს დედამიწის ნიღბები.
🌎აქტივობების შედეგად ბავშვებმა გაიღრმავეს ცოდნა დედამიწის შესახებ,განუვითარდათ გარემოზე ზრუნვის უნარები და ჩამოუყალიბდათ პასუხისმგებლობის გრძნობა ბუნების მიმართ.
✅️გამგე:ნანა ჩიტაია
✅️აღმზრდელი:ლანა სიჭინავა,ბელა თოდუა
✅️აღმზრდელის შემცვლელი:ემა შელია
✅️აღმზრდელის თანაშემწე:თამარ ალანია,ნინო წურწუმია.

🌺ქრისტე აღდგა!       🌺ჭეშმარიტად აღდგა!  🌺 ახალაბასთუმნის საბავშვო ბაღში ჯგუფ: "მზის სხივებსა" და ,,ცეროდენებში"ჩატარდა ...
21/04/2026

🌺ქრისტე აღდგა!
🌺ჭეშმარიტად აღდგა!
🌺 ახალაბასთუმნის საბავშვო ბაღში ჯგუფ: "მზის სხივებსა" და ,,ცეროდენებში"
ჩატარდა აქტივობა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით.
🌺აღსაზრდელებმა შეასრულეს საგალობელი და სააღდგომო სიმღერები.
🌺გუაშის გამოყენებით გააფერადეს კვერცხის ფორმის კომპოზიციები და შექმნეს ფერადი ნამუშევრები,სხვადასხვა ფერით მოხატეს კვერცხები და გააფორმეს ყვავილებით.
🌺შექმნეს სააღდგომო აპლიკაციები და დეკორაციები.
🌺ბამბის დისკებზე ფერების შერევით მიიღეს ფერადი კომპოზიციები.
🌺მოხატეს და გააფორმეს წიწილები მარცვლებით,რაც სიცოცხლის სიმბოლოსთან ასოცირდება.
🌺აქტივობები დაეხმარა აღსაზრდელებს
შემოქმედებითი უნარის განვითარებაში და სააღდგომო განწყობის შექმნაში.
✅️გამგე:ნანა ჩიტაია
✅️აღმზრდელი:ლანა სიჭინავა,
ბელა თოდუა.
✅️აღმზრდელის შემცვლელი:ემა შელია
✅️აღმზრდელის თანაშემწე:
თამარ ალანია,ნინო წურწუმია
✅️მუსიკის მასწავლებელი:
ეთო პატარიძე,მაია ოყუჯავა.

03/03/2026

🌺 ,,დედა გაზაფხულია"🌺
ახალაბასთუმნის საბავშვო ბაღის ,,მზის სხივებმა" უსაყვარლეს დედებს გულიდან ამოსული ლამაზი და გულწრფელი სიტყვებით მიულოცეს გაზაფხულის ულამაზესი დღე.
🌺მათი თითოეული ფრაზა სავსე იყო სითბოთი ნაზი გრძნობებითა და ღიმილით,რამაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ დედა ყველაზე ძვირფასია ❤️
✅️გამგე: ნანა ჩიტაია
✅️აღმზრდელი:ლანა
სიჭინავა
✅️აღმზრდელის შემცვლელი: ემა შელია
✅️აღმზრდელის თანაშემწე:თამარ ალანია.

✅️3-4 და 5-6 წლიანთა ჯგუფში ჩატარდა ღია აქტივობა საახალწლო თემატიკასთან დაკავშირებით.✅️აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს ...
26/12/2025

✅️3-4 და 5-6 წლიანთა ჯგუფში ჩატარდა ღია აქტივობა საახალწლო თემატიკასთან დაკავშირებით.
✅️აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა თამაშებსა და შემოქმედებით აქტივობებში,რომელიც ხელს უწყობდა ბავშვების სოციალურ ურთიერთობას,გუნდურ მუშაობასა და კრეატიული აზროვნების განვითარებას.
✅️საახალწლო ღონისძიებამ შექმნა პოზიტიური და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

30/09/2025

თემა:მეგობრობა👨‍❤️‍💋‍👨
5-6 წლიანთა ჯგუფი:მზის სხივები🌞
✅️ მიზანი:სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება
✅️გამგე:ნანა ჩიტაია
✅️აღმზრდელი:ლანა სიჭინავა
✅️აღმზრდელის შემცვლელი:ემა შელია
✅️აღმზრდელის თანაშემწე:თამარ ალანია.

✅️გზა სკოლისაკენ❤️✅️ გზა წარმატებისკენ❤️✅️გზა ნათელი მომავლისკენ❤️
26/06/2025

✅️გზა სკოლისაკენ❤️
✅️ გზა წარმატებისკენ❤️
✅️გზა ნათელი მომავლისკენ❤️

06/06/2025
,,შეამცირე ჰაერის დაბინძურება საკუთარი ქმედებით"✅️5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეაჩვენც შევუერთდით ამ მნიშვნელო...
05/06/2025

,,შეამცირე ჰაერის დაბინძურება საკუთარი ქმედებით"
✅️5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა
ჩვენც შევუერთდით ამ მნიშვნელოვან თარიღს
✅️აღსაზრდელებმა დაასუფთავეს ბაღის ეზოს ტერიტორია
✅️ჩვენი მიზანია აღსაზრდელებს გავუღვივოთ სიყვარული ბუნებისადმი და ავუხსნათ რამდენად მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ გარემოზე.
✅️გამგე ნანა ჩიტაია
✅️აღმზრდელი:ლანა სიჭინავა
✅️აღმზრდელის შემცვლელი:ემა შელია
✅️აღმზრდელის თანაშემწე:თამარ ალანია.

Address

ახალაბასთუმანი
Zugdidi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახალაბასთუმნის საბავშვო ბაღი. posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category