მრწამსი - მართლმადიდებლური გვერდი

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • მრწამსი - მართლმადიდებლური გვერდი

მრწამსი - მართლმადიდებლური გვერდი გააკეთე შემოწირულობა ა(ა)იპ მრწამსი ორგანიზაციისთვის
საქ ბანკი
GE67BG0000000549745067

სიკეთე სიკეთე არ არის, თუ სიკეთით არ კეთდება.
26/09/2026

სიკეთე სიკეთე არ არის, თუ სიკეთით არ კეთდება.

წმიდა ნიკოლოზის სასწაულიტყვეობიდან დაბრუნებაანტიოქიაში ცხოვრობდა ერთი მეტად მდიდარი და ღვთისმოშიში კაცი აგრიკი. იგი ყოვე...
25/09/2026

წმიდა ნიკოლოზის სასწაული
ტყვეობიდან დაბრუნება
ანტიოქიაში ცხოვრობდა ერთი მეტად მდიდარი და ღვთისმოშიში კაცი აგრიკი. იგი ყოველ წელს ნიკოლოზობას გადიოდა ქალაქგარეთ, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე. ეკლესიიდან დაბრუნებისას კი უმასპინძლდებოდა ყველა თავის ახლობელ, ღარიბ-ღატაკს ტრაპეზით.
ერთხელაც წინა დღით უთხრა თავის ვაჟს - ბასილს:
- დღეს შენ წადი წმიდა ნიკოლოზის ტაძარში, დაესწარი წირვა-ლოცვას, მე და დედაშენი კი ტრაპეზს გავამზადებთ ღატაკებისთვის.
ბასილიც წავიდა, მაგრამ უკან აღარ მობრუნებულა. ცისკრისას სარკინოზებმა ალყა შემოარტეს ტაძარს და ყველა იქ მყოფნი ტყვედ აიყვანეს. მათ შორის მოხვდა ბასილიც. წაიყვანეს ყველანი კუნძულ კრეტაზე. იქ ბასილი სარკინოზთა ამირამ თავის მერიქიფედ დაიყენა.
მშობლებმა ორი წელი გლოვაში გაატარეს და ამ ხნის განმავლობაში არ აღუნიშნავთ წმინდა ნიკოლოზობა. მესამე წელს კი უთხრა აგრიკამ მეუღლეს:
- აბა რა ვნახეთ ასეთ ტირილსა და წუხილში?! ხვალ წმიდა ნიკოლოზობაა, მივიტანოთ ტაძარში ზეთი, სანთელი, საკმეველი, ვილოცოთ მისი ხატის წინაშე. იქნებ შეისმინოს ჩვენი და ნუგეში გამოგვიგზავნოს. იქნებ დაგვიბრუნოს შვილი, ან ის მაინც გვაცნობოს, ცოცხალია თუ მკვდარი.
ასეც მოიქცნენ. წავიდნენ ეკლესიაში. შინ დაბრუნებულებმა კი ისევ უხმეს ნაცნობ-მეგობრებს, ღატაკებს და იწყეს მათი გამასპინძლება. უცებ ატყდა ძაღლის ყეფა. გარეთ გასულმა მსახურებმა ვერავინ ნახეს, ძაღლი კი ყეფას განაგრძობდა. მაშინ აგრიკი თვითონ გავიდა გარეთ და ხედავს სარკინოზის ტანსაცმელში დგას ვიღაც ახალგაზრდა ბოთლით ხელში უძრავად. ცოტა კი შეკრთა აგრიკა, მიუახლოვდა და რას ხედავს! მისი შვილია.
- ნუთუ ეს შენა ხარ შვილო! - შესძახა აღელვებულმა.
- მე ვარ მამა, მაგრამ აქ როგორ მოვხვდი, ვერ გამიგია?! სულ ახლახან ამ ბოთლიდან ვუსხამდი ღვინოს თავად ამირას. უცებ ვიღაც მოხუცმა ხელი ჩამკიდა და ერთ წამში აქ გავჩნდი. ახლა ვფიქრობ, ნუთუ იგი წმინდა ნიკოლოზი იყო?!
ასე დაასაჩუქრა წმინდა ნიკოლოზმა ღვთისმოშიში აგრიკას გულმოდგინება, დაუბრუნა შვილი, რომელიც უკვე გამოტირებული ჰყავდა.

✨ როგორი გარეგნობა, იერი და სულიერი სილამაზე ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს? 🩵👉 თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ (Subscr...
25/09/2026

✨ როგორი გარეგნობა, იერი და სულიერი სილამაზე ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს? 🩵

👉 თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ (Subscribe) არხი და ჩართეთ ზარი 🔔, რომ პირველებმა შეიტყოთ ახალი ვიდეოების შესახებ!

როგორი გარეგნობა, იერი და სულიერი სილამაზე ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთი...

გილოცავთ! 26 სექტემბერს ქართული ეკლესია დღესასწაულობს ქეთევან დედოფლის ხსენებას.შეგეწიოთ და დაგიფაროთ წმინდა ქეთევანის მ...
25/09/2026

გილოცავთ! 26 სექტემბერს ქართული ეკლესია დღესასწაულობს ქეთევან დედოფლის ხსენებას.
შეგეწიოთ და დაგიფაროთ წმინდა ქეთევანის მადლმა❤️
ანგელოზის დღეს გილოცავთ ყველა ქეთევანს❤️
წმიდა დედოფალი ქეთევანი ყოფილიყოს მფარველი თქვენი და
სრულიად საქართველოსი.
წმიდა ქეთევანის ლოცვით ღმერთმა აღადგინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო❤️

25/09/2026

პატრიარქის დღევანდელი ქადაგებიდან🎥

25/09/2026

აი ასე უყვართ ჩვენი პატრიარქი ♥️❤️

გვიყვარდეს რა ერთმანეთი ❤️‍🩹უფალი ხომ სიყვარულია ♥️🕊️ყველაზე ხშირად რა სიტყვას ეუბნებით საყვარელ ადამიანს? ✨
25/09/2026

გვიყვარდეს რა ერთმანეთი ❤️‍🩹უფალი ხომ სიყვარულია ♥️🕊️ყველაზე ხშირად რა სიტყვას ეუბნებით საყვარელ ადამიანს? ✨

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ ♥️
25/09/2026

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ ♥️

გაიღე 5 ლარი ღვთისმშობლის ხატის დასაწერად ❤️🕊️
25/09/2026

გაიღე 5 ლარი ღვთისმშობლის ხატის დასაწერად ❤️🕊️

წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.❤
23/09/2026

წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.❤

Address

Zugdidi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მრწამსი - მართლმადიდებლური გვერდი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to მრწამსი - მართლმადიდებლური გვერდი:

Shortcuts

Share