05/09/2023
ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ბოლოჯერ ვნახე ბიჭვინთის ზღვა და მიმდებარე საბავშვო ატრაქციონი. ბუნდოვნად, დაჭრილ კადრებად მახსოვს ეპიზოდები, მაგრამ არ განელებულა ჩემი სიყვარული ამ კუთხისადმი.
დღეის მდგომარეობით, აფხაზეთში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების საკითხი სავალალო და კრიტიკულია. იქ მცხოვრებმა ბავშვებმა რუსული და მეგრული უკეთ იციან და უჭირთ ქართულად მეტყველება და აზროვნება.
მე, როგორც ქართულის მასწავლებელსა და ამ ქვეყნის მოქალაქეს, გული შემტკივა ამ ფაქტზე და გადავწყვიტე ძალიან მცირე წვლილი შევიტანო ამ საქმეში.
კოლეგებო, თუ იცით X, XI, XII კლასის მოსწავლე ან აბიტურიენტი, ვინც ცხოვრობს აფხაზეთის ოკუპურებულ ტერიტორიაზე, სურს მიიღოს ქართული უმაღლესი განათლება და ვერ ახერხებს მეცადინეობას, გთხოვთ დამაკავშირეთ.
სრულიად უსასყიდლოდ, დიდი სიხარულით მოვამზადებ ონლაინ.
თუ სხვა კოლეგებიც იქნებით ამ კამპანიაში ჩართვის მსურველები, შემეხმიანეთ.
💜