26/06/2026
სასწავლო წლის წარმატებით დასრულება
✅N5 საბავშვო ბაღში 4-5 წლიანთა ჯგუფი ,,ვარსკვლავები" და 5-6 წლიანთა ჯგუფი ,,მერცხლები" სიყვარულით, სიხარულითა და უამრავი ლამაზი ემოციით დაემშვიდობნენ დასრულებულ სასწავლო წელს.
✅ამ წლის განმავლობაში პატარებმა ბევრი რამ ისწავლეს, განივითარეს ცოდნა, უნარები, მეგობრობა და ერთმანეთის პატივისცემა. თითოეული დღე სავსე იყო საინტერესო აქტივობებით, თამაშით , შემოქმედებითა და ბედნიერი ღიმილით.
✅განსაკუთრებულ წარმატებას ვუსურვებთ ,,მერცხლების" ჯგუფის აღსაზრდელებს, რომლებიც ახალ ეტაპზე - სკოლაში გადაინაცვლებენ. გვჯერა, რომ ისინი თავდაჯერებულად გადადგამენ პირველ ნაბიჯებს და წარმატებებს მიაღწევენ.
✅აქტივობას ესწრებოდა მეთოდისტი: ქ-ნ თამუნა სალია.
ბაღის გამგე: დალი კვარაცხელია.
✅დიდი მადლობა მშობლებს ნდობისა და თანამშრომლობისთვის , ხოლო ჩვენს პატარებს ამ დაუვიწყარი წლისთვის.
აღმზრდელები: ფატიმა ანთია.
დოდო ჯანაშია.
აღმზრდელის შემცვლელი:
ქრისტინა მაქაცარია.
აღმზრდელის თანაშემწე: ხატია ნარსია.
მუსიკის მასწავლებელი: ციალა მალანია.
ძიძები: ნინო გოგოხია.
მარინა ფიფია