ზუგდიდის საზაფხულო სკოლა - ჰოგვარტსი / Zugdidi Summer School - Hogwarts

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • ზუგდიდის საზაფხულო სკოლა - ჰოგვარტსი / Zugdidi Summer School - Hogwarts

ზუგდიდის საზაფხულო სკოლა - ჰოგვარტსი / Zugdidi Summer School - Hogwarts Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ზუგდიდის საზაფხულო სკოლა - ჰოგვარტსი / Zugdidi Summer School - Hogwarts, Education, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა №24, Zugdidi.

☀️ ჰოგვარტსელები #გახდიშენიამბისგმირი #ზუგდიდისაზაფხულოსკოლა #ზაფხულირომელიცარასდროსდაგავიწყდება
31/07/2026

☀️ ჰოგვარტსელები

#გახდიშენიამბისგმირი
#ზუგდიდისაზაფხულოსკოლა
#ზაფხულირომელიცარასდროსდაგავიწყდება

🤩ზუგდიდის საზაფხულო სკოლა ჰოგვარტსს ენისა და მეტყველების თერაპევტი,ივა ჩაგინავა სტუმრობდა.❇️ქალბატონ ივასთან ერთად მონაწ...
22/07/2026

🤩ზუგდიდის საზაფხულო სკოლა ჰოგვარტსს ენისა და მეტყველების თერაპევტი,ივა ჩაგინავა სტუმრობდა.

❇️ქალბატონ ივასთან ერთად მონაწილეებმა შეასრულეს მრავალფეროვანი მეტყველების, მეხსიერებისა და აზროვნების აქტივობები.

❇️ბავშვებმა გაიხსენეს ქართული ანდაზები, შეასრულეს სხვადასხვა სიმღერა, მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ სავარჯიშოებში და სასიამოვნო გარემოში კიდევ უფრო განივითარეს მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარები.

🙏🏼დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ივას საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი შეხვედრისთვის!

#გახდიშენიამბისგმირი
#ზუგდიდისაზაფხულოსკოლა
#ზაფხულირომელიცარასდროსდაგავიწყდება

✨ ზუგდიდის საზაფხულო სკოლა „ჰოგვარტსის“ მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი საინტერესო და შემეცნებითი დღე შედგა.🔹ჩვენი სკოლის მო...
19/07/2026

✨ ზუგდიდის საზაფხულო სკოლა „ჰოგვარტსის“ მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი საინტერესო და შემეცნებითი დღე შედგა.

🔹ჩვენი სკოლის მონაწილეები სტუმრად იმყოფებოდნენ სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრ „ნიო-დენტში“, სადაც მათ საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ თანამედროვე სტომატოლოგიურ ტექნოლოგიებს, კლინიკის მუშაობის პროცესსა და პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობას.

🔹ვიზიტის ფარგლებში ბავშვებმა დაათვალიერეს კლინიკის სხვადასხვა განყოფილება, მიიღეს სასარგებლო ინფორმაცია პირის ღრუს ჰიგიენის შესახებ, შეისწავლეს კბილების სწორად მოვლის ტექნიკა და აქტიურად ჩაერთნენ საგანმანათლებლო აქტივობებში.

🔹განსაკუთრებული მადლობა სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრ „ნიო-დენტის“ პროფესიონალ გუნდს გულთბილი მასპინძლობისთვის, საინტერესო და მაღალპროფესიული პრეზენტაციისთვის, თითოეული ბავშვის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მზრუნველობისთვის.

🔹ბავშვებისთვის ეს დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მათ დიდი ინტერესით მიიღეს ახალი ცოდნა, უამრავი დადებითი ემოცია მიიღეს და სასიამოვნო სიურპრიზებითა და საჩუქრებითაც გაახარეს.

🔹გვიხარია, რომ ჩვენს მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლების პროცესში მსგავსი პრაქტიკული და შემეცნებითი გამოცდილებები მიიღონ.
კიდევ ერთხელ მადლობა „ნიო დენტი“ თანამშრომლობისა და მასპინძლობისთვის! 💙

#გახდიშენიამბისგმირი
#ზუგდიდისაზაფხულოსკოლა
#ზაფხულირომელიცარასდროსდაგავიწყდება



16/07/2026

ჰოგვარტსის მშრომელი ფუტკრები! 🐝

#გახდიშენიამბისგმირი
#ზუგდიდისაზაფხულოსკოლა
#ზაფხულირომელიცარასდროსდაგავიწყდება

🤩ზუგდიდის საზაფხულო სკოლა „ჰოგვარტსი“ ესტუმრება სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრს -,, ნიო დენტს“.✅ვიზიტის ფარგლებში ჩვე...
07/07/2026

🤩ზუგდიდის საზაფხულო სკოლა „ჰოგვარტსი“ ესტუმრება სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრს -,, ნიო დენტს“.

✅ვიზიტის ფარგლებში ჩვენი მონაწილეები გაეცნობიან დაწესებულების საქმიანობას, მიიღებენ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას და შეიძენენ ახალ გამოცდილებას.

🙏🏼გულითად მადლობას ვუხდით ნიო დენტი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

📢 ✨ სასიამოვნო სიახლე! | Exciting News! 🇵🇱 ზუგდიდის საზაფხულო სკოლა „ჰოგვარტსი“ საერთაშორისო სტუმარს მასპინძლობს!მოწვეულ...
28/06/2026

📢 ✨ სასიამოვნო სიახლე! | Exciting News!

🇵🇱 ზუგდიდის საზაფხულო სკოლა „ჰოგვარტსი“ საერთაშორისო სტუმარს მასპინძლობს!

მოწვეული ტრენერი Magdalena Kocielska ჩვენს მოსწავლეებს საინტერესო და ინსპირაციულ ტრენინგს ჩაუტარებს.

🇵🇱 Zugdidi Summer School “Hogwarts” is excited to welcome international guest trainer Magdalena Kocielska, who will lead an inspiring and engaging session for our students.

🪄 ზუგდიდის საზაფხულო სკოლა „ჰოგვარტსი“ –ჯადოსნური სწავლა და თვითშემეცნებაზუგდიდის საზაფხულო სკოლა „ჰოგვარტსი“ აგრძელებს ...
27/06/2026

🪄 ზუგდიდის საზაფხულო სკოლა „ჰოგვარტსი“ –ჯადოსნური სწავლა და თვითშემეცნება

ზუგდიდის საზაფხულო სკოლა „ჰოგვარტსი“ აგრძელებს მრავალფეროვან და საინტერესო თავგადასავალს, სადაც ყოველი დღე სავსეა ახალი ცოდნით, გამოცდილებითა და აღმოჩენებით.

🌟 დღის მთავარი თემა:
დღეს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თემას – „რატომ არის მნიშვნელოვანი კარგად ვიცნობდეთ საკუთარ მე-კონცეფციას“.

ბავშვებთან ერთად ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვხედავთ საკუთარ თავს, რა გავლენას ახდენს თვითშეფასება ჩვენს ქცევებზე, გადაწყვეტილებებსა და ურთიერთობებზე. მონაწილეებმა იმსჯელეს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, გააცნობიერეს თავიანთი შესაძლებლობები და გამოწვევები, და მიიღეს რეკომენდაციები თვითგანვითარებისთვის.

🩵 განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პოზიტიური მე-კონცეფციის ჩამოყალიბების გზებზე, მათ შორის:
• საკუთარი თავის მიღება და დაფასება
• წარმატებების აღიარება და წახალისება
• შეცდომებისგან სწავლა
• თავდაჯერებულობის გაძლიერება
• პოზიტიური აზროვნების განვითარება

📚 სწავლისა და აქტივობების ნაწილი:

🌍 წელიწადის დროები – ბუნების ცვლილებები და სეზონების მახასიათებლები
🔢 ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვები – პრაქტიკული და სახალისო სავარჯიშოები
🎬 ფილმი „მეფე ლომი“ – შინაარსის განხილვა და მთავარი გზავნილები
📖 წაკითხულის გააზრება – მსჯელობა, ანალიზი და კრიტიკული აზროვნება
🇬🇧 ინგლისური ენა – ახალი სიტყვები და კომუნიკაციური აქტივობები

#გახდიშენიამბისგმირი #ზუგდიდისაზაფხულოსკოლა #ზაფხულირომელიცარასდროსდაგავიწყდება

☀️დღეს, ზუგდიდის საზაფხულო სკოლა „ჰოგვარტსს“ განსაკუთრებული პატივი ერგო, მასპინძლობა გაეწია ორი გამორჩეული პროფესიონალის...
23/06/2026

☀️დღეს, ზუგდიდის საზაფხულო სკოლა „ჰოგვარტსს“ განსაკუთრებული პატივი ერგო, მასპინძლობა გაეწია ორი გამორჩეული პროფესიონალისთვის.
ვუმასპინძლეთ ფსიქოლოგსა და ქცევით თერაპევტს, მარიამ ხაბურზანიას, და ფსიქოლოგსა და არტთერაპევტს, ანი ჭიხვარიას.

☀️ჩვენი განსაკუთრებული სპეციალისტების წყალობით თითოეული აქტივობა კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი გახდა. მათ მიერ შემოთავაზებულმა აქტივობებმა ბავშვებში დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.

☀️შეხვედრა გამოირჩეოდა პოზიტიური გარემოთი, გულწრფელი ურთიერთობითა და სასიამოვნო ემოციებით, რაც მონაწილეებისთვის ნამდვილად დასამახსოვრებელ გამოცდილებად იქცა.

☀️გულითად მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს დათმობილი დროის, პროფესიონალიზმისა და ბავშვებისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის.
მათ მიერ გაზიარებული ცოდნა, გამოცდილება და პოზიტიური ენერგია ჩვენი მონაწილეებისთვის უდავოდ ღირებული და დასამახსოვრებელი გამოცდილება იქნება. გვიხარია, რომ ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ ისეთ პროფესიონალებს, რომლებიც მათ განვითარებასა და თვითრწმენის გაძლიერებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.

#გახდიშენიამბისგმირი #ზუგდიდისაზაფხულოსკოლა #ზაფხულირომელიცარასდროსდაგავიწყდება

Address

ნიკო ნიკოლაძის ქუჩა №24
Zugdidi
2100

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ზუგდიდის საზაფხულო სკოლა - ჰოგვარტსი / Zugdidi Summer School - Hogwarts posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category