09/07/2026
🔺2025–2026 სასწავლო- სააღმზრდელო წლის შემაჯამებელი თათბირი
🔻 ვანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,საბავშვო ბაღების გაერთიანების" დირექტორმა გვანცა სიგუამ ადმინისტრაციასთან და საბავშვო ბაღების უფროსებთან გამართულ თათბირზე შეაჯამა 2025–2026 სასწავლო წლის საქმიანობა. მან ისაუბრა 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე, განხორციელებულ ღონისძიებებსა და არსებულ გამოწვევებზე, მადლობა გადაუხადა ადმინისტრაციასა და თითოეული საბავშვო ბაღის თანამშრომლებს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და თავდადებული შრომისთვის. შეხვედრაზე ასევე განისაზღვრა მომავალი სასწავლო წლის პრიორიტეტები, რომლებიც სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, პროფესიულ განვითარებასა და უსაფრთხო, ბავშვზე ორიენტირებული გარემოს კიდევ უფრო გაძლიერებას ითვალისწინებს.
🔸 საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, სერთიფიკატები გადასცა საბავშვო ბაღების უფროსებს, აღმზრდელებს, ექთნებს და მუსიკის პედაგოგებს. რომელთაც გაიარეს მასწავლებლის ეროვნული ცენტრისა და ორგანიზაცია ,,საბავშვო ბაღების კონსულტანტის” მიერ ჩატარებული (კურიკულუმი, პირველადი დახმარებისა და რეფერირების) ტრენინგები.
🔹 2025 - 2026 სასწავლო- სააღმზრდელო წლის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, ,,საბავშვო ბაღების გაერთიანება“ გულწრფელ მადლობას უხდის ვანის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს მუდმივი მხარდაჭერის, თანამშრომლობისა და ზრუნვისთვის.
🔹 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანადგომით შევძელით ბავშვებისთვის უსაფრთხო, მზრუნველი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიებისა და საგანმანათლებლო ინიციატივის განხორციელება.
🔷 გმადლობთ ვანის მუნიციპალიტეტის მერია ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ნდობისთვის, თანამშრომლობისთვის და იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც თითოეული აღსაზრდელის ბედნიერი ბავშვობისა და ხარისხიანი სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფაში შეგაქვთ.