27/08/2026
ძვირფასო მშობლებო,
ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესში გიზიარებთ ამომწურავ ინფორმაციას ფორმების მიღებასთან, შეძენასა და მოქმედ წესებთან დაკავშირებით:
ვის გადაეცემა სასკოლო ფორმა უფასოდ (უსასყიდლოდ)?
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა 6 კატეგორია, რომელთა მოსწავლეებსაც სასკოლო ფორმა სასწავლო წელიწადში ერთხელ უფასოდ გადაეცემათ:
1. მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;
2.მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვები;
3.მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული მოსწავლეები;
4.მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ჩართული მოსწავლეები;
5.თბილისის ბავშვთა სახლში განთავსებული მოსწავლეები;
6.უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს საჯარო სკოლებში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეები.
ახალი სტატუსის მიღება: თუ მოსწავლე წლის განმავლობაში მოიპოვებს ბენეფიციარის სტატუსს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი განიხილება 10 სამუშაო დღეში.
რა ღირს სასკოლო ფორმა?
სასკოლო პიჯაკი: 45 ლარი
სასკოლო შარვალი: 25 ლარი
სასკოლო ქვედაკაბა: 25 ლარი
შესაძლებელია თუ არა ფორმების ადგილზე ზომაზე მორგება/მოზომება?
დიახ! სარეალიზაციო პუნქტში ადგილზევე გექნებათ საშუალება, ბავშვებს ფორმები ზომაზე მოარგოთ და შეარჩიოთ მათთვის ყველაზე კომფორტული ზომა.
როგორ ხდება გადახდა?
ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით, ასევე შესაბამის კოდზე გადარიცხვის მეშვეობით, რომლის ქვითარსაც წარადგენთ სარეალიზაციო პუნქტში( გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი);
შეიძლება თუ არა ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება?
დიახ! ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.
სად და როდის მოხდება პირველკლასელთა ფორმების გაცემა ვანის მუნიციპალიტეტში?
ვანის მუნიციპალიტეტში სარეალიზაციო პუნქტი გახსნილია
სსიპ ქალაქ ვანის #1 საჯარო სკოლაში;
მისამართი: ქალაქი ვანი,სოლომონ II-ის ქ. #11.
სამუშაო საათები: 11:00 – 19:00 საათი (ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით)
გაცემის პერიოდი: 03სექტემბერი: სსიპ ტიციან ტაბიძის სახელობის შუამთის საჯარო სკოლა,
როდის მოვა მაღალი კლასების ფორმები?
II, III და IV კლასების ფორმები შემოვა ოქტომბრის შუა რიცხვებში.
V და VI კლასების ფორმები შემოვა ნოემბრის დასაწყისში.
გისურვებთ წარმატებულ, მშვიდ და ნაყოფიერ ახალ სასწავლო წელს!