24/02/2026
💋კოცნის და ჩახუტების დროს ადამიანის ორგანიზმში რთული ბიოლოგიური და ქიმიური პროცესების კასკადი იწყება, რაც გავლენას ახდენს როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ მდგომარეობაზე და ჯანმრთელობაზე.
ეს პროცესი ააქტიურებს ნერვულ დაბოლოებებს, ცვლის ჰორმონალურ ბალანსს და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.
ჰორმონალური ცვლილებები და "ჼბედნიერების კოქტეილიჼ"
კოცნა ტვინს აიძულებს გამოყოს ნივთიერებები, რომლებიც განწყობასა და მიჯაჭვულობაზე აგებენ პასუხს:
ოქსიტოცინი: ხშირად "ჼსიყვარულის ჰორმონს" უწოდებენ, რადგან ის ხელს უწყობს პარტნიორებს შორის ნდობისა და სიახლოვის განცდის ჩამოყალიბებას.
დოფამინი: პასუხისმგებელია სიამოვნების ცენტრის აქტივაციაზე, რაც იწვევს ეიფორიის შეგრძნებას და პარტნიორის მიმართ ლტოლვას.
სეროტონინი: არეგულირებს გუნება-განწყობას და ემოციურ ბალანსს.
კორტიზოლის შემცირება: კოცნისას სხეულში იკლებს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონე, რაც ამცირებს შფოთვას და დაძაბულობას.
ფიზიკური რეაქციები და ჯანმრთელობის სარგებელი-
კოცნა მხოლოდ ემოციური მდგომარეობა არ არის, მას კონკრეტული ფიზიკური შედეგები აქვს:
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: კოცნა აჩქარებს გულისცემას და აფართოებს სისხლძარღვებს, რაც ეხმარება არტერიული წნევის შემცირებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
კუნთების მუშაობა: არა ზედაპირული ანუ გულიანი კოცნის დროს სახის 20-ზე მეტი კუნთი აქტიურდება, რაც კანს სიმკვრივეს უნარჩუნებს.
კალორიების წვა: ინტენსივობის მიხედვით, კოცნამ შეიძლება წუთში 2-დან 26 კალორიამდე დაწვას.მაღლდება
იმუნიტეტი.
ენდორფინების გამოყოფის გამო, კოცნას შეუძლია შეამსუბუქოს თავის ტკივილი და ზოგადად ტკივილი კუნთების ან სხეულის სხვადასხვა ადგილებში.
ისე რომ ხშირად ჩაეხუტეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს:შვილებს,მეუღლეს,მშობლებს,მეგობრებს და იზრუნეთ როგორც თქვენი ისე თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე და გუნება განწყობაზე😊❤️
ჼ,,მე ხშირად მიწევს თავის მოჩვენება, უხერხული სიტუაციების გასაფანტად..
ზოგჯერ, ვჩუმდები რომ სხვისი ოცნებები არ დავანგრიო..
ხანდახან სისულელესაც ვამბობ ახლობლების მხარდასაჭერად..
ბევრსაც ვიღიმი სხვისი განწყობის ასამაღლებლად..
და სულაც არ ვთვლი რომ ეს ფარისევლობაა,
ეს ადამიანური ყოფაა დედამიწაზე, სხვებთან ერთად თანაცხოვრება, რომ უფრო მარტივი იყოსჼ."
🖊 ც. ტ.
ჼ,,უკეთესია არ ისაუბრო შენს გასაჭირზე, რადგან უმრავლესობას ეს სულაც არ აინტერესებს, ვინც გდარდობს კი ის მოქმედებებით გეხმარება...
თანაც საკუთარი თავის სიბრალულით, მეტ მიზეზს აძლევ სამყაროს, რომ უფრო საბრალოდ გამოიყურებოდე...
არც იმის მჯერა, რომ დარდის გაზიარებით დარდი გიმსუბუქდება, რადგან ეს ეფექტიც ხომ დროებითია... მერე ისევ მარტო რჩები შენს გასაჭირთან ერთად, მხოლოდ ერთი განსხვავებით, გულიდან ამოღებული და ჟანგბადში არეული ტკივილი, ახლა უფრო გამრავლებულა და საცეცებად მოსდებია მთელ სხეულს, შენ კი აღარ იცი რა მოუხერხო გონებაში უწესრიგოდ აგებულ ქაოსის მავთულხლართებს...
ჰოდა, მარტომ გადალახე დარდი, მარტომ გაუძელი ტკივილს, რომ არც სხვების თვალში გამოჩნდე როგორც ღირსებააყრილი წუწუნა და ძალაც დაიტოვო სირთულეებთან გამკლავების...
როდის იყო ცხოვრება საუბარში ლაგდებოდა...ჼ"
მშვიდობა ყველას 🤎🤍
🖊 ც. ტ.