07/03/2020
აბაზანა 🛁
აბაზანა 🛁
ინტერიერის დიზაინერის რჩევები 👇
2️⃣რამ რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ თუ თქვენ აბაზანის გარემონტება გადაწყვიტეთ
✅ შპალიერის, საღებავისა ან ავეჯის შეცვლას ბევრად მარტივად შეძლებთ ვიდრე ფილების თავიდან დაგებას, და სანტექნიკის გამოცვლას ამიტომ ამ მასალების ხარისხმა დროს უნდა გაუძლოს.
რას უნდა მივაქცით ყურადღება სარემნტო მასალებისა და სანტექნიკის შერჩევისას? 🤔
რაზე შეგვიძლია გავაკეთოთ ეკნომია და რის ხარისხს უნდა მივაქცით განსაკუთრებული ყურადღება?🤔
ფილები 👇
აბაზანისათვის ფილების შერჩევისას მნიშვნელოვანია:
1. მდგრადობა წყლისა და ნესტის მიმართ;
2. სწორად შერჩეული ფერთა გამა;
3. სწორად შერჩეული ფილების ზომა
ასევე 👇
✅აბაზანის მიღებისას მეტი რელაქსაციისათვის შედარებით მშვიდი ფერთა გამა შეარჩიეთ 🎨 არჩევანის გაკეთებისას მნიშვნელოვანია ფილების ფაქტურაც. რაც უფრო არაერთგვარვანი იქნება ის მით უფრო გაგიადვილდებათ მისი მოვლა, რადგან მარტივად არ დაეტყობა მის ზედაპირს წყლისა და სარეცხი საშუალებების წვეთები.
✅მნიშვნელოვანია ფილების ზომის სწორად შერჩევაც. დიდი ზომის ფილები სასურველია უფრო მოზრდილ აბაზანაში გამიოყენოთ, პატარა ფორმატის ფილები კი პატარა სივრცეში.
სანტექნიკა 👇
✅არჩევანის გაკეთებისას ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე კომპონენტს ეს არის : პროდუქციის ხარისხი, გარანტია და მისი სწორი მონტაჟი.
✅სანტექნიკის ძირითადი ნაწილი მისი მექანიზმია, შესაბამისად პირველ რიგში ყურადღება დაუთმეთ მის ხარისხს. ასევე მნიშვნელოვანია ის მასალები, რომლითაც შექმნილია პროდუქტი. ძირითადად არსებობს ნიკელისა და ხრომირებული ზედაპირები, მაგრამ ასევე შეხვდებით ანტივანდალურ კოლექციებსაც, რომლის ზედაპირები სპეციალური ტექნოლოგიით მუშავდება და საზოგადოებრივი ფუნქციის დაწესებულებებში გამოიყენება.
📍ყურადღება მიაქციეთ საგარანტიო პერიოდსაც, რომელსაც კომპანიები გთავაზობენ. ეს ალბათ პროდუქციის ხარისხის პირველი მაჩვენებელია.
📍არ გამოგრჩეთ სანტექნიკის დამონტაჟების წესებს გაეცნოთ👇
საქართველოში არსებული წყალი , რომელსაც ჩვენ სასმელადაც ვიყენებთ ბევრად ხისტია ვიდრე ევროპაში, შესაბამისად ბევრი კომპანია რეკომენდაციას უწევს საცხოვრებელში წყლის ფილტრის დამონტაჟებას.
შეძლებისდაგვარად გაითვალისწინეთ ეს მნიშვნელოვანი რჩევა, რადგან ამის გათვალისწინება დაგიცავთ ორმაგი ხარჯებისაგან და თქვენი აბაზანა დიდხანს გიერთგულებთ ❤