Art Room N58

Art Room N58 Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Art Room N58, Education Website, Apkhazeti Street 14/58, Tskaltubo.

მარიამ იოსელიანი 🎨14 წლის
21/06/2026

მარიამ იოსელიანი 🎨
14 წლის

გრაფიკული ნამუშევრები ✏️მარიამ იოსელიანი 14 წლის ✨
18/06/2026

გრაფიკული ნამუშევრები ✏️

მარიამ იოსელიანი
14 წლის ✨

❤️
03/06/2026

❤️

01/06/2026

ირაკლი მიქაძე 🏆❤️
I კლასი

📣 სიამაყითა და უდიდესი სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ საოცარი სიახლე: ჩვენმა უნიჭიერესმა პირველკლასელმა, ირაკლი მიქაძემ, მთ...
01/06/2026

📣 სიამაყითა და უდიდესი სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ საოცარი სიახლე: ჩვენმა უნიჭიერესმა პირველკლასელმა, ირაკლი მიქაძემ, მთელი ქუთაისის მასშტაბით გამართულ შემოქმედებით ოლიმპიადაში პირველი ადგილი დაიკავა! 🥇

ოლიმპიადა ჩატარდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ “ქ. ქუთაისის სახელოვნები, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ერთობლივი ორგანიზებით.

ოლიმპიადა სამ ეტაპად მიმდინარეობდა და მონაწილეებს მოუწიათ ადგილზევე შეესრულებინათ ნამუშევრები სხვადასხვა თემატიკაზე.

🏆 ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია, რადგან კონკურსში ირაკლისთან ერთად მასზე ბევრად უფროსი, გამოცდილი მონაწილეებიც ასპარეზობდნენ. ამ ასაკში ასეთი აღიარება უდიდესი მიღწევა და სტიმულია.

ხშირად, როცა ბავშვის წარმატებულ ნამუშევარს ვხედავთ, ყველაფერს მხოლოდ ბუნებრივ ნიჭს მივაწერთ ხოლმე. თუმცა, რეალობა ბევრად უფრო ღრმაა. ხელოვნებაში, განსაკუთრებით კი ბავშვებთან, მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის. აქ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ძლიერი სურვილი, ნებისყოფა და მოთმინება.
ბავრი ფიქრობს, რომ ხატვის გაკვეთილი მხოლოდ თამაში და გართობაა, ან პირიქით - ძალიან მალე, პირველივე გაკვეთილებიდან ელიან სრულყოფილ შედეგს. სინამდვილეში, ნამდვილი შემოქმედება დიდი, საინტერესო და შრომატევადი პროცესია.

ჩვენს გაკვეთილებზე ბავშვები მხოლოდ ფუნჯის ჭერას არ სწავლობენ. ჩვენი მიზანია, თითოეულ მათგანს გამოვუმუშაოთ
ინდივიდუალური მუშაობის უნარი, ნებისყოფა, შეცდომების ანალიზი, რადგან სწორედ ეს მიგვაჩნია სწავლისა და განვითარების გარდაუვალ წინაპირობად.
ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ძალიან სახალისო და ემოციურია, თუმცა ამავდროულად მოითხოვს სერიოზულ კონცენტრაციასა და დისციპლინას. მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობა ყველამ სწორად გავიაზროთ და დავაფასოთ ბავშვების თითოეული ნაბიჯი.

აუცილებელია იმის გაცნობიერებაც, რომ გაკვეთილებზე მიცემული მიმართულება მხოლოდ საძირკველია. იმისათვის, რომ ბავშვმა მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი უნიკალური ხედვა. აუცილებელია, მან სახლშიც დამოუკიდებლად ხატოს. შემოქმედებითი თავისუფლება და შინაგანი სამყაროს ფურცელზე გადატანა ყოველდღიური პრაქტიკით იხვეწება.

ირაკლის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ როდესაც ბავშვის მონდომება, მასწავლებლის სწორი მიდგომა და სახლში დამოუკიდებლად მუშაობა დაბალანსებულია, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს!

ვულოცავთ ჩვენს პატარა ხელოვანს და მის ოჯახს ამ დიდ აღიარებას! ❤️

წინ კიდევ ბევრი საინტერესო ტილო და ფერადი გამარჯვება გველის 🎨🧑‍🎨

გვანცა ხოჯავა

10/05/2026

ლიზა 🎨✨

✨ დღეს ლიზას ნამუშევრები უცხოელმა სტუმრებმა შეიძინეს და თან წაიღეს, როგორც საქართველოში შექმნილი პატარა, ფერადი ისტორიებ...
10/05/2026

✨ დღეს ლიზას ნამუშევრები უცხოელმა სტუმრებმა შეიძინეს და თან წაიღეს, როგორც საქართველოში შექმნილი პატარა, ფერადი ისტორიები. 🎨

ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით! 🥰

Address

Apkhazeti Street 14/58
Tskaltubo

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Art Room N58 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share