წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა I მედია კლუბი "ახალი ხმა"

  • Home
  • Georgia
  • Tskaltubo
  • წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა I მედია კლუბი "ახალი ხმა"

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა I მედია კლუბი "ახალი ხმა" სსიპ - ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლა

14/09/2026

👉სსიპ - ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლაში, ამ წუთებშიც მიმდინარეობს მზადება ახალი 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

🎥სკოლის ეზოსა და დერეფნებში, უკვე იგრძნობა ის განსაკუთრებული სამზადისი და ენერგია, რომელიც ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებას ახლავს თან.

14/09/2026

🎙️ იწყება ახალი სასწავლო წელი და მასთან ერთად — მედია კლუბის ახალი სეზონიც!

📸 ვბრუნდებით ახალი ენერგიით და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობებით!

💻 „ახალი ხმა“ აგრძელებს განვითარებას... წინ გველოდება ახალი რუბრიკები, პროექტები, საინტერესო შეხვედრები, შემოქმედებითი აქტივობები და, რა თქმა უნდა, ბევრი ახალი ამბავი.

✨ და ერთი რამ უცვლელია: „ახალი ხმა“ ისევ იქნება სივრცე, სადაც მოსწავლეების ხმა იქნება პირველი და ყველაზე ხმამაღალი, ისტორიები — ყველაზე ნამდვილი, ხოლო თქვენი იდეები — ყველაზე მნიშვნელოვანი!

🚀 შემოგვიერთდი, გახდი „ახალი ხმის“ ნაწილი და შექმენი პირველი სკოლის ისტორია ჩვენთან ერთად! ✨

#ახალიხმა #მედიაკლუბი #ახალისეზონი

14/09/2026

🥳ჩვენთან სრული მზად ყოფნაა ახალი 2026-2027 სასწავლო წლის დასაწყებად.

😍მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას, პირველსკოლელებო!

#პირველისკოლაგელით

🆕  სსიპ - ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლაში კათედრების მიერ, ეროვნული სასწავლო გეგმასა და სკოლ...
11/09/2026

🆕 სსიპ - ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლაში კათედრების მიერ, ეროვნული სასწავლო გეგმასა და სკოლის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილებების გაცნობა-განხილვა.

📢სსიპ - ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის დირექციის განცხადება:📅მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, 12:...
24/08/2026

📢სსიპ - ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის დირექციის განცხადება:

📅მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, 12:00 საათზე, სსიპ - ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, პირველი კლასის მშობლებთან შეხვედრას გამართავს.

ℹ️შეხვედრაზე დირექტორი მშობლებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის სასკოლო ფორმების შესყიდვების მიმდინარეობისა და მათი მიღების წესის შესახებ.

🎓საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე სასკოლო ფორმებით პირველ რიგში უზრუნველყოფილი იქნებიან პირველკლასელები, ხოლო სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში, ეტაპობრივად, ფორმებს II-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეებიც მიიღებენ.

👕2026-2027 სასწავლო წლიდან სკოლაში პირველკლასელები გამოცხადდებიან ახალი, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სასკოლო ფორმებით, ხოლო II-VI კლასის მოსწავლეები ფორმების ეტაპობრივად მიღებამდე, მანამდე კი სკოლაში გამოცხადდებიან თეთრი მაისურებით და შავი შარვლებით/კაბით.

🤝შეხვედრაზე დასწრება უზრუნველყოფს, რომ მშობლებმა დროულად მიიღონ პასუხები ყველა პრაქტიკულ კითხვაზე და სასწავლო წელი მაქსიმალურად ორგანიზებულად დაიწყოს.

📌2 ივლისს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება, რომელიც 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.🔵სსიპ - ოტია იოსელიანის...
01/07/2026

📌2 ივლისს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება, რომელიც 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

🔵სსიპ - ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის სახელით, წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებსა და აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე.

🖇დარწმუნებულები ვართ, თქვენს სათქმელს იტყვით და შედეგებით ასახელებთ მშობლიურ სკოლას.

🏫სსიპ - ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს №1 საჯარო სკოლაში, სკოლის ბაზაზე არსებული ტანვარჯიშის წრის, წლის შემაჯამებელ...
30/06/2026

🏫სსიპ - ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს №1 საჯარო სკოლაში, სკოლის ბაზაზე არსებული ტანვარჯიშის წრის, წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.

🧑‍🩰მონაწილეებმა მაყურებლის წინაშე თავიანთი ნიჭი, მონდომება და შრომის შედეგი წარმოაჩინეს

🩰 ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი ნომრებით, ლამაზი ქორეოგრაფიითა და სპორტული სულისკვეთებით. თითოეულმა მონაწილემ მაღალი პასუხისმგებლობითა და თავდაჯერებით შეასრულა საკუთარი ნომერი, რამაც დამსწრეების დიდი მოწონება და გულთბილი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

👉 მოსწავლეებს წარმატებები უსურვა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ და აღნიშნა, რომ სკოლა ყოველთვის მხარს დაუჭერს მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას, ფიზიკურ აქტივობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წრის ხელმძღვანელს ქალბატონ ქრისტინე მორჩაძეს და მშობლებს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის.

P.S. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტანვარჯიშის წრე სკოლაში მეორე წელია ფუნქციონირებს.

28/06/2026

👉„გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, წარმატებით ჩაგებარებინოთ და მოხვედრილიყავით უმაღლეს სასწავლებლებში“ – შიო მესამემ აბიტურიენტები დალოცა.

Address

დედაენის ქუჩა 2
Tskaltubo
5400

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 18:00
Sunday 09:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა I მედია კლუბი "ახალი ხმა" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category