13/02/2015
სსიპ ქალაქ ქუთაისის #31 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი
კლუბის მიერ განხორციელებული სხვადას?
13/02/2015
02/02/2015
2015 წლის 2 თებერვალს მე-17 სკოლაში ჩავატარეთ ტრენინგი თემაზე: "აივ ინფექცია/ შიდსი"
ტრენინგს ესწრებოდა 17 ბავშვი, მათი სამოქალაქოს მასწავლებელი,მანანა ბაკურაძე.
ტრენინგი საინტერესო გამოვიდა, მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები მისი მსვლელობის დროს.
17/12/2014
სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვეთ ინფორმაცია , რომ ამ მოხუც ქალს ესაჭიროებოდა დახმარება.. „ელემენტარული ლუკმა პურის ფული არ აქვს და კეთილი ადამიანების დახმარების იმედზეა“- წერს გვერდის ადმინი.
ჩვენმა კლუბმა გადაწყვითა მცირედი დახმარება აღმოეჩინა ბებოსთვის… მე 11/1 კლასის თაოსნობით ავკრიბეთ გარკვეული თანხა და შევიძინეთ პროდუქტები.
ქალბატონი თამარი, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა, მის ირგვლივ რა ხდებოდა ვერაფერს გებულობდა, სამაგიეროდ მისმა შვილმა იგრძნო და დაინახა ის თანადგომა ადამიანების მხრიდან , რომელიც მას ასე ძალიან ჭირდებოდა.
ჩვენ აუცილებლად ვინახულებთ კიდევ ერთხელ ამ ადამიანს. ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ თქვენც აღმოუჩინოთ მცირედი დახმარება
ცხოვრობს პოპულის უკან,გამარჯვების ქუჩაზე მე3 შესახვევი N14
04/05/2014
03/05/2014
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქ.ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "ინდიგოს"ლიდერი,ნორიკო თავბერიძე, როგორც კლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრი მოხვდა სამოქალაქო კლუბის საგაზაზაფხულო ბანაკში.
ბანაკური ცხოვრება ხუთ დღეს გაგრძელდა. თითოეული დღე მაქსიმალურად დატვირთული იყო მრავალმხრივ საინტერესო და სახალისო ღონისძიებებით.
ტარდებოდა ტრენინგები, რომლის მიზანიც იყო,ბავშვები დაუფლებოდნენ პროექტების წერას.
პროექტში რესპუბლიკის მასშტაბით მონაწილეობას ასამდე ბავშვი იღებდა.თითოეულ მათგანს გადაეცა სერტიფიკატი.
31-ე სკოლის სამოქალაქო კლუბიი "ინდიგო" დიდ მადლობას უხდის განათლების გავნითარების და დასაქმების ცენტრს(KEDEC), სამოქალაქო ინიციატივების ქართულ ასოციაციას (SIQA) და მზიან სახლს.
09/04/2014
სამოქალაქო კლუბის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა 9აპრილს დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი დღე.
ორგანიზატორი: კლუბის ხელმძღვანელი – ნორიკო თავბერიძე. უშუალო მონაწილეობა მიიღო მე–10 კლასმა და მე–6 კლასის მოსავლემ გიორგი გიორგაძემ. წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ დაღუპულებს, ვაჩვენეთ იმდროინდელი მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა და ბოლოს მოვისმინეთ "დაუკარით რომ ძველი ხანჯალს ელდა ეცეს" გიორგი გიორგაძის შესრულებით .
05/04/2014
4 აპრილს ქუთაისში ჩატარდა აქცია სახელწოდებით:“ერთად დავიცვათ სიცოცხლე”
მსვლელობა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა.
აქციაში მონაწილება მივიღეთ კლუბის რვა წევრმა.
28/03/2014
10 კვირის ჩანასახის ზუსტი ზომა