14/09/2026
🔔✨დღეს ჩვენს სკოლა - გიმნაზიაში პირველი სასწავლო დღე საოცარი ემოციებით, სიხარულითა და დიდი ენერგიით დაიწყო! სასკოლო საზოგადოება კვლავ გაერთიანდა, ეზო და დერეფნები მოსწავლეთა ჟრიამულით აივსო და ახალი, საინტერესო თავგადასავლების ათვლის წერტილიც შეიქმნა.
ღონისძიება განსაკუთრებული სითბოთი და სიდიადით აღიბეჭდა — წითელ ხალიჩაზე ჩვენმა მეთორმეტეკლასელებმა, ხელიხელჩაკიდებულნი გამოიყვანეს პატარა პირველკლასელები, რომლებისთვისაც დღეს სრულიად ახალი, ჯადოსნური სამყაროს კარები გაიღო! 🌟
ახალი სასწავლო წელი ტრადიციულად სულიერი ამაღლებითა და სითბოთი დავიწყეთ — გიმნაზიის მმართველი დირექტორის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა-კურთხევითა და დალოცვით, რამაც თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენა, მშვიდობა და იმედი შთააგონა. 🙏✨
ამ ულამაზეს დღეს კიდევ უფრო მეტი საზეიმო განწყობა შემატა გასული, 2025-2026 სასწავლო წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის შეჯამებამ და დაჯილდოებამ. 🏆
კონკურსი „საუკეთესო კლასი“ ჩვენთვის მხოლოდ გამარჯვებულის გამოვლენას არ ემსახურებოდა — ეს იყო დიდი გზა, რომელმაც თითოეულ მოსწავლეს ასწავლა მაღალი პასუხისმგებლობა, გიმნაზიის შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვა, სასკოლო გარემოზე ზრუნვა, გუნდურობა, ურთიერთპატივისცემა და თანადგომა.
დღეს, დიდი სიამაყითა და სიხარულით, გადავეცით „საუკეთესო კლასის“ ტიტული და სიმბოლური საჩუქრები კონკურსში გამარჯვებულ კლასებს:
✨ დაწყებით საფეხურზე: აწ უკვე მე-3 ა კლასს (დამრიგებელი: მზია ბალანჩივაძე)
✨ საბაზო საფეხურზე: აწ უკვე მე-8 ბ კლასს (დამრიგებელი: მაია გურეშიძე)
ვულოცავთ გამარჯვებულ კლასებსა და მათ დამრიგებლებს ამ დამსახურებულ აღიარებას! 👏🎉
ასეთი სითბოთი, ლოცვითა და პოზიტიური მუხტით დაწყებული წელი მხოლოდ დიდ წარმატებებსა და ახალ მწვერვალებს გვიქადის.
გილოცავთ ახალ სასწავლო წელს! იფრინეთ მაღლა და ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების! 📚💡💙