23/03/2025
🔔გიწვევთ ფილმის ჩვენებასა და სამუშაო შეხვედრაზე - ქალების ჩართულობის მნიშვნელობა დემოკრატიულ პროცესებში;
🔗მნიშვნელოვანია გავიაზროთ, ქალთა მონაწილეობის როლი დემოკრატიის მშენებლობაში. როდესაც ქალები აქტიურად არ მონაწილეობენ პოლიტიკაში, არჩევნებში, პოლიტიკის ფორმირებასა და სამოქალაქო აქტივიზმში, დემოკრატიული პროცესები ხშირად არასრულფასოვანი ხდება;
🔗შეხვედრა მიზნად ისახავს მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია დემოკრატიულ პროცესებში ქალების ჩართულობის მნიშვნელობაზე, რომელიც რამდენიმე ძირითადი ასპექტით განისაზღვრება, ესენია: თანასწორობა და სამართლიანობა; გადაწყვეტილების უკეთესი ხარისხი; ეკონომიკური და სოციალური განვითარება; კონფლიქტების შემცირება და მშვიდობის შენარჩუნება;
🎬შეხვედრის ბოლოს გაიმართება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ,,მიწა-წყალი”-ის ჩვენება.
🔗ფილმის სიუჟეტი აგებულია მიწასა და წყალზე, რიონის ხეობასა და მის მაგიურ ეკოსისტემაზე. ფილმის მთავარი გმირი, მაკა სულაძე, სოფელ მექვენას ერთადერთი მოსახლეა, რომელმაც საკუთარი მიწა არ მიჰყიდა რიონის ხეობაში უკანონოდ მშენებარე ნამახვან-ჰესის პროექტს და დღემდე იბრძვის მის წინააღმდეგ. ფილმი გვიყვება მიწა-წყალზე - სამყაროზე, სადაც მაკა ცხოვრობს და რომელიც არ ეთმობა.
🔗შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/NMpMDeG3cfSRz7pq6
📍 26 მარტი, 2025; 16:00 საათიდან 17:00 საათამდე.
📍 მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის ოფისი (იკორთა) - წეროვნის დევნილთა დასახლება, ქუჩა N 12, ბინა N 1963
🇬🇪🇩🇪ღონისძიება ტარდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის- "მედიაწიგნიერებისა და სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში.