საქართველო - ახალი ამბები

საქართველო - ახალი ამბები 🇬🇪 საქართველოს ახალი ამბები

🟢 "სიმართლე მხოლოდ სინათლეში ჩანს" - დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მხარდასაჭერად გამოფენა გაიმართა________________________...
14/08/2026

🟢 "სიმართლე მხოლოდ სინათლეში ჩანს" - დამოუკიდებელი ონლაინ მედიის მხარდასაჭერად გამოფენა გაიმართა
____________________________________

🟢 დამოუკიდებელი ონლაინ მედიის გასაძლიერებლად და მათ მხარდასაჭერად, თბილისში გამოფენა გაიმართა.

🟢 ადგილზე მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა თავად გამოეაშკარავებინა მესიჯები, რომელიც ქალაქის კედლებიდან გააქრეს.

🟢 გამოფენაზე ინტერაქციული ექსპოზიცია იყო წარმოდგენილი.

🟢 ეს არის სინათლე მედიის მხარდამჭერი ღონისძიება, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი ონლაინ მედიების გაძლიერებააა. ამ მიზნით, გამოფენაზე მისულ მოქალაქეებს კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობაც ჰქონდათ და პარტნიორი ბრენდების პროდუქციის შეძენით, ნავაჭრი თანხის გარკვეული ნაწილი, ონლაინ მედიების მხარდასაჭერად გადაირიცხა.

💰 ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ - დაკავებულია 2 პირი____________________________________👮‍♂️ შინა...
14/08/2026

💰 ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ - დაკავებულია 2 პირი
____________________________________

👮‍♂️ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

💬 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთავსა და გარდაბანში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სხვადასხვა დროს მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 59 870 ლარი შეადგინა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო დაკავებულების კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს", -წერს უწყება.

👮‍♂️ მათივე ცნობთ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

🎉 გილოცავ საქართველო
13/08/2026

🎉 გილოცავ საქართველო

⚔️ ომში მყოფ ქვეყნებში „ევროვიზიის“ დაცვა აიკრძალება____________________________________⚔️ ომებში ჩაბმული აქვეყნებს სიმღ...
13/08/2026

⚔️ ომში მყოფ ქვეყნებში „ევროვიზიის“ დაცვა აიკრძალება
____________________________________

⚔️ ომებში ჩაბმული აქვეყნებს სიმღერის კონკურსს „ევროვიზიის“ მასპინძლობა აეკრძალებათ - ცვლილებების კონკურსის ჩატარების წესებში ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) დაამტკიცა .

🎼 ტრადიციისამებრ, „ევროვიზიაში“ გამარჯვებული ქვეყანა მუსიკალური კონკურსის შემდეგ მასპინძლობს. ახალი წესების კანონი, გამარჯვებული ქვეყანა, რომელსაც აქვს კარგი კონკურსი სახელმწიფოს ან რეგიონის უსაფრთხოებაა თუ პოლიტიკაზე“.

🎼 EBU-ს ასევე შეუძლია ისარგებლოს ქვეყნის უსაფრთხოების რეგიონში. ასეთი შეფასების შემდეგ ორგანიზაცია გამართავს კონსულტაციებს, რათა დაადგინოს, თუ არა შეუძლია მაუწყებელს კონკურსის უსაფრთხოდ უზრუნველყოფა.

🎼 თუ გადაწყდება, რომელ ქვეყანას არ შეუძლია მიიღოს, EBU ორგანიზატორად სხვა სახელმწიფოს დანიშნავს. ახალი ქვეყანა კონკურსის საკუთარი სახელით ჩაატარებს.

🇪🇺 როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირი აღნიშნავს, ცვლილებები 2026 წელს გამართული კონკურსის შემდეგ მონაწილე მაუწყებლების გამოხმაურებები არიან შეტანილი.

📸 ფოტოს ავტორი: APA

👨‍💼 ლევან მაჭავარიანი: პირველ რიგში, ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას ანსამბლ „სუხიშვილების“ სასცენო მოღვაწეობის მიმართ. თუმ...
13/08/2026

👨‍💼 ლევან მაჭავარიანი: პირველ რიგში, ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას ანსამბლ „სუხიშვილების“ სასცენო მოღვაწეობის მიმართ. თუმცა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!
____________________________________

💬 „პირველ რიგში, ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას ანსამბლ „სუხიშვილების“ სასცენო მოღვაწეობის მიმართ. თუმცა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!“, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

💬 როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება მკვეთრად მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც რუსეთმა ანალოგიური უკრაინის მიმართ განახორციელა.

💬 „აგენტურული ოპოზიციის და მათთან აფილირებული NGO-ების შემთხვევაში აქ ცალსახად დაკვეთას აქვს ადგილი, ხოლო კულტურის წარმომადგენლების შემთხვევაში ეს ზოგ შემთხვევაში დაკვეთაა, ზოგ შემთხვევაში კი ტრენდზე აყოლა, თუმცა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ერთი არ არის ჯანსაღი.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას ანსამბლ „სუხიშვილების“ სასცენო მოღვაწეობის მიმართ. თავიანთი უზარმაზარი ღვაწლით ჩვენი კულტურის წინაშე ეს ანსამბლი თავისი შემოქმედებით ჩვენი იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!“, - წერს იგი.

📸 ფოტოს ავტორი: საქართველოს პარლამენტი

🚐 არაგვის ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა ერთი მიმართულებით დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება_____________...
12/08/2026

🚐 არაგვის ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა ერთი მიმართულებით დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება
____________________________________

🏗️საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე, პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება.

🏗️ მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე, განსაკუთრებით სეზონურად, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობა ფიქსირდება. მაღალი დატვირთვის პირობებში ხიდის სავალ ნაწილზე დროთა განმავლობაში წარმოიქმნება დაზიანებები, რომელთა აღმოფხვრაც პერიოდულ შეკეთებას საჭიროებს. მსგავსი სამუშაოების ჩატარება მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვას და შესაბამისად, სატრანსპორტო ნაკადის შეფერხებას იწვევს.

💬 „მსგავსი სამუშაოების საჭიროებისა და მოძრაობის შესაძლო შეფერხებების პრევენციის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტი დროებით ალტერნატიული მარშრუტით გადაადგილდეს.

🏗️ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ღამის 12 (00:00) საათიდან, სატვირთო ავტოტრანსპორტი სარგებლობს ნარეკვავი–მცხეთა–ზაჰესის მარშრუტით.

🏗️ აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით სატვირთო ავტომობილების მოძრაობა არსებული რეჟიმით გაგრძელდება. მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის კი ხიდზე მოძრაობა ორივე მიმართულებით თავისუფალი იქნება და გადაადგილება არსებული რეჟიმით, 60 კმ/სთ სიჩქარით გაგრძელდება.

🏗️ მდინარე არაგვზე არსებული ხიდი 70-იან წლებში აშენდა და მისი ფუნქციონირებისთვის რეგულარულად ტარდება საჭირო აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობის მზარდი ინტენსივობის გათვალისწინებით, დეპარტამენტმა წინასწარ მიიღო გადაწყვეტილება არსებული ხიდის პარალელურად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდის მშენებლობის შესახებ.

🏗️ ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება.

🏗️ საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინონ მოძრაობის დროებითი სქემა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

📸 ფოტოს ავტორი: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

🇺🇦 ზელენსკი: პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შ...
12/08/2026

🇺🇦 ზელენსკი: პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა
____________________________________

🇺🇦 ⚔️ 🇷🇺 რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალგაზრდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

🇺🇦👨‍💼 ზელენსკის თქმით, ყველა საჭირო ნაბიჯი საგულდაგულოდ არის გათვლილი.

💬 „ჩვენ გვესმის, რა უნდა გავაკეთოთ. ეს არის ჩვენს პარტნიორებთან ერთად შემუშავებული ერთობლივი გეგმა იმისა, თუ როგორ მოვახდინოთ მასზე [პუტინზე] ზეწოლა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

🇺🇦👨‍💼 ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრონტის ხაზი ნებისმიერ პირობებში უნდა შეინარჩუნონ.

🇺🇦💬 „ეს პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, მტერთან ძლიერი დიალოგი აწარმოოს“, - განაცხადა მან.

📸 ფოტოს ავტორი: უკრაინის პრეზიდენტის ადმნისტრაცია

🇪🇸⚽️ ესპანური სპორტული გამოცემა AS: კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს____________________________________⚽️ ქართველი ...
12/08/2026

🇪🇸⚽️ ესპანური სპორტული გამოცემა AS: კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს
____________________________________

⚽️ ქართველი ფეხბურთელი ევროპულ ფინალში კვლავ გადამწყვეტი ფიგურა აღმოჩნდა - სრულიადაც არ არის გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მოპოვებას იმსახურებს, - წერს ესპანური სპორტული გამოცემა AS სტატიაში სათაურით „კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“.

⚽️ „ვფიქრობ, რომ ვთქვა, კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოგების რეალური კანდიდატია-მეთქი, ცოტა თუ იფიქრებს, რომ გიჟი ვარ. რომელმა ფეხბურთელმა ითამაშა 2026 წელს ქართველზე უფრო გადამწყვეტი როლი? წელს მსოფლიო ჩემპიონატი რომ არ ჩატარებულიყო, ამაზე დავაც კი არ იარსებებდა. მუნდიალზე არყოფნა, რა თქმა უნდა, შეამცირებს მის შანსებს, თუმცა მაინც ვერ ვხედავ მოთამაშეს - შესაძლოა, როდრის გარდა - რომელსაც ნაჩვენები თამაშით შეუძლია წაართვას მას ეს პრესტიჟული ჯილდო“, - წერს სტატიის ავტორი.

📰 სტატიაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტები მსოფლიო ჩემპიონატს ყველაფერზე მაღლა აყენებენ, თუმცა „კვარას სეზონი ნამდვილად იმსახურებს აღიარებას“.

⚽️ „გასულ სეზონში მან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ რვა მატჩში შეძლო გოლის გატანა ან საგოლე გადაცემის გაკეთება - ეს ისეთი რეკორდია, რომლის გაუმჯობესებასაც, სავარაუდოდ, დიდი ხანი დასჭირდება. ტურნირზე მან 10 გოლი და 6 ასისტი მიითვალა, ფინალში კი, თუმცა თავად არ გაუტანია, სწორედ მან მოიპოვა პენალტი, რომლითაც დემბელემ „არსენალთან“ ანგარიში გაათანაბრა“, - ნათქვამია სტატიაში.

📰 სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კვარაცხელიამ ახალი სეზონიც ისე დაიწყო, როგორც წინა დაასრულა - გადამწყვეტ ფიგურად.

🏟️⚽️ „საფირმო, ულამაზესი გოლითა და უძლიერესი დარტყმით მან „პსჟ“ ევროპის სუპერთასის ფინალში დააწინაურა. თუმცა „ასტონ ვილამ“ ანგარიში გაათანაბრა, პარიზელებმა გამარჯვება მაინც მოიპოვეს მეორე ტაიმში დუეს გადამწყვეტი გოლის წყალობით. ევროპული კლუბების თანამედროვე ისტორიაში არცერთ ზამთრის ტრანსფერს ასეთი დიდი გავლენა არ ჰქონია. კვარაცხელია ახლა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და თუ „ოქროს ბურთს“ მოიგებს, ეს სრულიად დამსახურებული იქნება“, - დასძინა სტატიის ავტორმა.

📸 ფოტოს ავტორი: ANNA SZILAGYI

🚐🗻 გომის მთაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა - დაღუპულია 4 ადამიანი____________________________________🗻 კურორტ გომის მთ...
12/08/2026

🚐🗻 გომის მთაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა - დაღუპულია 4 ადამიანი
____________________________________

🗻 კურორტ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი გზიდან ხევში გადავარდა.

⚰️ დაღუპულია 4 ადამიანი, არიან დაშავებულებიც. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

🚐 ამ დროისთვის მიკროავტობუსი ტურისტებით იყო სავსე.

🚓👮‍♀️👮👮‍♂️ ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლოციის ეკიპაჟები.

🚑👩‍⚕️🧑‍⚕️👨‍⚕️ მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

Address

საქართველო
Ts'ageri
5100

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 20:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველო - ახალი ამბები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share