მუხურის საჯარო სკოლა

მუხურის საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მუხურის საჯარო სკოლა, School, სოფელი მუხურა, Tkibuli.

23/06/2026
06/06/2026

დიდი სიხარულით გვინდა გაცნობოთ რომ 5 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამართულ საჯარო და კერძო სკოლების ავტორიზაციის საბჭომ სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლას მიანიჭა ცხრაწლიანი ავტორიზაცია!!!❤

05/06/2026

📌ჩვენი სოფლის სალოტბარო სკოლა პირველად წარდგა ტყიბულის მუნიციპალური თეატრი-ში გამართულ ფოლკლორულ ღონისძიებაზე „ჩვენი ტრადიციები – ჩვენი იდენტობა“. ბავშვების შესრულება იყო შთამბეჭდავი, ემოციური და ნამდვილად საამაყო. ვულოცავთ ჩვენი სოფლის სალოტბარო სკოლა-ს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წინსვლას, ღირსეულ გამარჯვებებსა და ბედნიერ მომენტებს მომავალში.❤️✨

24 მაისს,   ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტულ დარბაზში გაიმართა საჯარო სკოლებს შორის საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტ...
27/05/2026

24 მაისს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტულ დარბაზში გაიმართა საჯარო სკოლებს შორის საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტურნირი მკლავჭიდში. სადაც ჩვენი სკოლის მოსწავლემ ნიკა აბულაძემ ფინალურ ტურში ასპარეზობის უფლება დამსახურებულად მოიპოვა და ტურნირი მეორე პოზიციით დაასრულა, მას როგორც დამწყებ სპორტსმენს უკვე ბევრი წარმატება აქვს მოპოვებული, როგორც რაიონულ ასევე ეროვნულ დონეზე და კიდევ ბევრ წარმატებებს ვუსურვებთ, ცხოვრების ყველა ეტაპზე.

მიმდინარე წლის 22  მაისს,   ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ჩატარდა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის...
27/05/2026

მიმდინარე წლის 22 მაისს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ჩატარდა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ დაგეგმილი თავისუფლების თამაშები ფრენბურთში, სადაც მონაწილეობა მიიღო მუხურის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა რომელთაც ფინალურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს და ტურნირი მეორე ადგილით დაასრულეს...

მასწავლებელი : მალხაზი ფორჩხიძე

📌 დღეს კიდევ ერთი საოცარი თაობა დაემშვიდობა მუხურის საჯარო სკოლას. დიდი სიყვარულითა და სიამაყით ვულოცავთ ჩვენს ძვირფას მ...
25/05/2026

📌 დღეს კიდევ ერთი საოცარი თაობა დაემშვიდობა მუხურის საჯარო სკოლას. დიდი სიყვარულითა და სიამაყით ვულოცავთ ჩვენს ძვირფას მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრებას! ეს არის უმნიშვნელოვანესი, სევდანარევი და ამავდროულად უსაზღვროდ ბედნიერი დღე, როდესაც ბავშვობის ტკბილი მოგონებები და მომავლის დიდი, ამაღელვებელი მოლოდინი ერთმანეთს ერწყმის. თქვენ დღეს იმ მშობლიურ მერხებს ტოვებთ, სადაც პირველი ოცნებები ჩაისახა, და ნაბიჯს დგამთ სრულიად ახალ, ზრდასრულ ცხოვრებაში. 🎓✨🔔
📌 დღეიდან თქვენი ცხოვრების ახალი, ნათელი ფურცელი იწერება. გულით გისურვებთ, რომ ეს გზა ყოფილიყოს მხოლოდ მშვიდობის, დიდი შემოქმედებითი პროგრესისა და წარმატებების მომტანი. ირწმუნეთ საკუთარი ძალების, მყარად დაიცავით თქვენი ღირებულებები და იფრინეთ მხოლოდ მწვერვალებისკენ, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. გზა მშვიდობისა, ჩვენო საყვარელო კურსდამთავრებულებო, მუხურის საჯარო სკოლა მუდამ თქვენი გულშემატკივარია! ❤️✨💫

🇬🇪 მუხურის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ...
25/05/2026

🇬🇪 მუხურის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს I-VI კლასის მოსწავლეებმა
პედაგოგები: ირმა ჩიტიშვილი, თეა ბარბაქაძე და ცისანა გელენიძე.

📌ისტორიის მასწავლებელმა ანი ბოჭორიშვილმა ბავშვებს გააცნო 26 მაისის -საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობა, ისაუბრა თავისუფლების, სამშობლოს სიყვარულისა და ეროვნული ერთიანობის შესახებ. 🇬🇪

📌ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით. პედაგოგებმა მოსწავლეები აქტიურად ჩართეს სხვადასხვა შემოქმედებით და შემეცნებით დავალებაში, რამაც ბავშვებში დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. ღონისძიება თბილ და მხიარულ გარემოში წარიმართა.💞🇬🇪

📌ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.✨

📌მადლობას ვუხდით თითოეულ პედაგოგს, მოსწავლესა და ღონისძიებაში ჩართულ ყველა ადამიანს ამ ლამაზი და დასამახსოვრებელი დღის შექმნისთვის. 🇬🇪❤️

📌 მიმდინარე წლის 22 მაისს მუხურის საჯარო სკოლამ წარადგინა უაღრესად საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიება: „ლუდვიგ ვან ბ...
24/05/2026

📌 მიმდინარე წლის 22 მაისს მუხურის საჯარო სკოლამ წარადგინა უაღრესად საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიება: „ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი- თავისუფლება და პროგრესი, აი მიზანი ჭეშმარიტი ხელოვნებისა!“. ჩვენმა მოსწავლეებმა დიდი ოსტატობითა და სიყვარულით გააცოცხლეს გენიალური კომპოზიტორის ბავშვობა და მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ეპიზოდები. 🎹✨
📌 განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქალაქ ტყიბულის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლას საოცრად გულთბილი მასპინძლობისთვის. ❤️ 🎼 ნამდვილი პატივი იყო ისეთ გენიაზე საუბარი სკოლაში, რომელმაც აღზარდა უამრავი წარმატებული შემოქმედი რომლებიც ხელოვნების სახელით ქმნიდნენ და ქმნიან ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს. ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ ბეთჰოვენის უკვდავი ნაწარმოებების საოცრად ემოციურმა და ვირტუოზულმა შესრულებამ კი ეს დღე მართლაც ჯადოსნურ დღესასწაულად აქცია! 🎻🌸⭐
📌 ამ ულამაზესი დღის მთავარი შემოქმედი, მეგზური და ორგანიზატორი ჩვენი სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ნინო აბესაძე გახლავთ. უღრმესი მადლობა მას იმ თავდაუზოგავი და დაუღალავი შრომისა რომელსაც ყოველდღიურად დებს თითოეულ მოსწავლეში. სწორედ ნინო მასწავლებელმა გადაგვიშალა მუსიკის თვალმიუწვდომელი, უკიდეგანო სივრცეები და თითოეული ჩვენგანის გულში ხელოვნებისადმი უდიდესი, ჩაუქრობელი სიყვარული გააღვივა! 💫❤️🌷🎨
📌 22 მაისი მუხურის საჯარო სკოლის ისტორიაში დარჩება კიდევ ერთ გამორჩეულ, მუსიკითა და სითბოთი გაჟღენთილ დღედ, რომელიც დიდხანს გაათბობს ჩვენს გულებს. მადლობა თითოეულ მონაწილეს, ნიჭიერ მოსწავლეებს, მასპინძლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ ლამაზი დღის შექმნაში! 🌿✨🎵

19/05/2026

17 მაისს ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა ქართულ ქორეოგრაფთა კავშირის მიერ ორგანიზებული ფესტივალი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ქორეოგრაფთა ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე ღირსეულად წარსდგა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიერ დაკომპლექტებული ანსამბლი "მუხურა" ქორეოგრაფ დავით კუბლაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი მადლობა ბავშვებს ასეთი შრომისა და თავდადებისათვის, ბატონ დავითს რომელიც ქართული ღირებულებებითა და სულისკვეთებით ზრდის მომავალი საქართველოს ხელოვან მამულიშვილებს.
კიდევ ბევრი წარმატება ჩვენს საამაყო მომავალ თაობას სოფლის, რაიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.❤

Address

სოფელი მუხურა
Tkibuli

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მუხურის საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category